ჰოკეის ეროვნული ლიგის პლეი ოფში ორი მატჩი გაიმართა
ჰოკეის ეროვნული ლიგის პლეი ოფში ორი მატჩი გაიმართა - "ბოსტონი" დამაჯერებლად გაუსწორდა "რეინჯერსს" მეორე შეხვედრაში, "ოტავას" გოლკიპერმა კრეიგ ანდერსონმა კი მოახერხა სიდნი კროსბის "პიტსბურგის" შეჩერება.

"ბოსტონმა" მეორე საშინაო შეხვედრაშიც შეძლო "რეინჯერების" დამარცხება, თუმცა თავიდან სტუმრებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მეტოქეს. "დათვები" ორჯერ გავიდნენ წინ და სტუმრებმა ორივეჯერ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება.

ანგარიში "ბოსტონის" 22 წლის მცველმა კრუგმა გახსნა. წლევანდელ "სტენლის თასამდე" ამ ახალგაზრდას NHL-ში მხოლოდ სამი მატჩი ჰქონდა ჩატარებული, პლეი ოფში კი ამ სერიის წინა შეხვედრაში შედგა მისი დებიუტი, რომელშიც გოლი გაიტანა. 20 მაისს კი ის უფრო შორს წავიდა - ჯერ ძალიან ეფექტური გოლი შეაგდო (ფეხებს შუა გაიტარა შაიბა და ზუსტად დაარტყა ახლო კუთხეში), შემდეგ კი ერთი საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. ასე რომ, კრუგს ორ მატჩში 3 ქულა (2+1) დაუგროვდა.

მას შემდეგ, რაც მეორე პერიოდის მეოთხე წუთზე რიკ ნეშმა მეორედ გაათანაბრა ანგარიში, დარჩენილ დროში გოლებს მხოლოდ მასპინძლები იტანდნენ. ეს "ბრუინზის" მეკარის, ტუუკა რასკის კარგი თამაშის დამსახურებაა; აგრეთვე, "ნიუ იორკის" დაცვამაც "ისახელა" თავი. "რეინჯერსის" დაცვა ძალიან იოლად აძლევდა დარტყმის საშუალებას "დათვებს" - ბოლო სამი შაიბიდან ორი ბოსტონელებმა ორი-სამ მეტრიდან გაიტანეს.

საინტერესოა, რომ "რეინჯერსის" დაცვის ლიდერი ჟირარდი, რომელმაც წინა სერიაში შავი დღე აყარა ოვეჩკინსა და კომპანიას, "ბოსტონის" ხუთივე გოლის დროს მოედანზე იმყოფებოდა.

კვლავ იჩინა თავი "რეინჯერსის" სენმა - ნიუიორკელებმა ისევ ვერ გამოიყენეს რიცხობრივი უპირატესობა (ხუთიდან ნული 20 მაისის მატჩში და 36-დან ორი პლეი ოფში).

"ოტავამ" პატარა სასწაული ჩაიდინა და ინტრიგა დაუბრუნა "პიტსბურგთან" სერიას, რომელსაც პირველი ორი მატჩის შემდეგ 0:2-ს აგებდა.

29 წამი არ ეყო "პინგვინზს" იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა ძირითად დროში ერთშაიბიანი უპირატესობა და მესამე გამარჯვება გაეფორმებინა. ბოლო წუთზე "ოტავა" რიცხობრივ უმცირესობაში იყო დარჩენილი. ამიტომაც შემადგენლობების გასათანაბრებლად მეკარე მოხსნა და მის ნაცვლად წინა ხაზის მოთამაშე გაიყვანა ყინულზე.

ამ სვლამ გაამართლა და ვეტერანმა დანიელ ალფრედსონმა მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა. პირველ დამატებით დროში "პიტსბურგი" უფრო ახლოს იყო მიზანთან, როცა პასკალ დუპუიმ ძელს გაარტყა შაიბა. მეორე ოვერტაიმში კი "ოტავას" გაუმართლა, როცა ახლო მანძილიდან გრინინგმა გაიტანა - 3:2.

"სენატორზის" რიგებში კვლავაც შეუდარებელი იყო კრეიგ ანდერსონი, რომელმაც 49 დარტყმა მოიგერია და დღის პირველი ვარსკვლავი გახდა.

ბოსტონი-რეინჯერსი 5:2

1:1, 2:1, 2:0

გოლები: 1:0 კრუგი-2 (ჰორტონი-5, კრეიჩი-10), 1:1 კელეჰანი-2, 2:1 გ. კემპბელი-1 (კრუგი-1, მაკუეიდი-1), 2:2 რიკ ნეში-1 (ზუკარელო-5, ჟირარდი-2), 3:2 ბოიჩაკი-3 (მარჩანდი-5, ბერჟერონი-3), 4:2 მარჩანდი-2 (ბერჟერონი-4, ბარტკოვსკი-1), 5:2 ლუჩიჩი-3 (კრეიჩი-11, დ. ჰემილტონი-2).

სერია: 2-0

ოტავა-პიტსბურგი 2:1 (2ო)

0:0, 0:1, 1:0, 0:0, 1:0

გოლები: 0:1 ტაილერ კენედი-2 (კუკი-1), 1:1 ალფრედსონი-3 (მ. მიხალეკი-2, გონჩარი-6), 2:1 გრინინგი-3 (ბენუა-2, კონდრა-6).

სერია: 1-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NHL. პლეი ოფი: მხოლოდ "პიტსბურგი" დომინირებს

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა