ხვალ უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ჩვენი ნაკრები სრული გუნდით წარსდგება
ხვალ უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება, რომელშიც საქართველოს ნაკრები სრული გუნდით იასპარეზებს: უშანკი კუზანაშვილი (52), ავთანდილ ცინცაძე (57), დავით სიმონიშვილი (62), ლევან ნახუცრიშვილი (68), კახა მამულაშვილი (74), ლევან წიკლაური (82), მინდია ბოდაველი (90), მირიან პავლიაშვილი (100), ალექსი დავითაშვილი (+100).

ჩვენები ორ ეტაპად გაემგზავრნენ უზბეკეთში - 31 ოქტომბერს ემილ რაშის ხელმძღვანელობით კუზანაშვილი, სიმონიშვილი, მამულაშვილი, ბოდაველი და დავითაშვილი წავიდნენ, რადგან ესენი ხვალ ჭიდაობენ, დანარჩენები კი ნაკრების თავკაც ოლეგ იაძესთან ერთად წუხელ წავიდნენ ბაქოში, იქიდან კი დღეს გადაფრინდებიან ტაშკენტში. ასე ორ ნაწილად გამგზავრების მიზეზი უფულობა და უზბეკეთთან გართულებული სატრანსპორტო მიმოსვლაა. მოგეხსენებათ, მოსკოვის გავლით წასვლა ლამის შეუძლებელია, ახლო-მახლო კი იმ მიმართულებით ყველაზე მოსახერხებელი ბაქოდან გადაფრენა იყო, ოღონდ იქიდანაც ოთხ დღეში ერთხელაა რეისები. ხვალ გამოსასვლელი ხუთეული ბაქოდან დღეს გადაფრენის შემთხვევაში აწონვას ვერ უსწრებდა და ისინი ადრე გააგზავნეს, მაშინვე ყველას ერთად წასვლა კი ხარჯებს ზრდიდა და მეორე ჯგუფი ამიტომ გაემგზავრა ასე გვიან.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატი 5-7 ნოემბერს ტარდება, შარშან კი ჩვენებმა ანალოგიურ პირველობაზე 2-2 ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვეს. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები ნიკოლოზ კუცია (82) და მინდია ბოდაველი გახდნენ, მესამე საპრიზო ადგილებზე კი კუზანაშვილი და პავლიაშვილი გავიდნენ.

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა