ვლადიმერ კლიჩკოსა და ალექსანდრ პოვეტკინის მატჩის წინ
სუპერმძიმე წონაში სამი ვერსიის მსოფლიოს ჩემპიონის, უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკოს მენეჯერი ბერნდ ბენტე აცხადებს, რომ ბრძოლა რუს ალექსანდრ პოვეტკინთან მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ დოპინგ-კონტროლს ჩაატარებს ეროვნული ანტისადოპინგო სააგენტო (NADA).

ამ ორგანიზაციის ბაზა გერმანიაში მდებარეობს.

ბენტემ აღნიშნა, რომ კლიჩკო მყარად დგას თავის პოზიციაზე და მზად არის, უარი თქვას შეხვედრაზე, თუ მისი პირობები დაკმაყოფილებული არ იქნება.

თავის მხრივ, პოვეტკინის გუნდი ჯიუტად იმეორებს, რომ დოპინგ-სინჯები რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტომ (RUSADA) უნდა აიღოს. პოვეტკინის მენეჯერის, ვლადიმერ ხრიუნოვის თქმით, უკიდურეს შემთხვევაში დათანხმდება კომპრომისულ ვარიანტს: NADA აიღებს ორივე მოკრივისგან სინჯს, მაგრამ იგივეს გააკეთებს RUSADA-ც.

კლიჩკოსა და პოვეტკინის ბრძოლა 5 ოქტომბერს, მოსკოვში გაიმართება.

23 აპრილს ვლადიმერ ხრიუნოვმა 23 მილიონ დოლარად მოიგო ვაჭრობა ამ ბრძოლის ორგანიზებაზე. შეხვედრის ჰონორარი განაწილდება სისტემით - "75/25"-ზე უკრაინელის სასარგებლოდ. ასე რომ, კლიჩკო მიიღებს დაახლოებით 17 მილიონ დოლარს, პოვეტკინი - ხუთ მილიონზე ოდნავ მეტს.

შეგახსენებთ, რომ რუსი ფლობს WBA-ს ვერსიით "ჩვეულებრივი" ჩემპიონის ტიტულს, კლიჩკო კი WBA-ს სუპერჩემპიონია. გარდა ამისა, უკრაინელს ეკუთვნის საჩემპიონო ქამრები WBO-სა და IBF-ის ვერსიებით.

მაისში ორივე მოკრივემ წარმატებით დაიცვა თავისი ტიტულები. 4 მაისს კლიჩკომ იტალიელი ფრანჩესკო პიანეტა დაამარცხა, 17 მაისს კი პოვეტკინმა პოლონელ ანჯეი ვავჟიკს სძლია. ორივე შემთხვევაში ტექნიკური ნოკაუტი დაფიქსირდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

არ მოინდომა, თორემ...

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა