კახა კალაძის გაცილების მატჩისთვის "მილანის" შემადგენლობას კარლო ანჩელოტი და ჩეზარე მალდინი გაწვრთნიან
კახა კალაძის ფეხბურთიდან გაცილების მატჩისთვის იტალიის "მილანის" შემადგენლობა უკვე ცნობილია.

როგორც მატჩის ორგანიზატორმა დავით მუჯირმა 21 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "მილანის" შემადგენლობაში ითამაშებენ: ვალერიო ფიორი, სებასტიანო როსი, როკე ჟუნიორი, პაოლო მალდინი, ჯანლუკა ძამბროტა, იაპ სტამი, მასიმო ოდო, დარიო შიმიჩი, რუი კოშტა, მატიე ფლამინი, იბრაჰიმ ბა, კრისტიან ვიერი, ანდრეი შევჩენკო, ფილიპო ინძაგი.

ამასთან, მუჯირის ინფორმაციით, ეს არ არის "მილანის" საბოლოო შემადგენლობა, თუმცა არსებითი ცვლილება შემადგენლობაში არ მოხდება.

მისივე განცხადებით, მატჩისთვის შეიძლება ჩამოვიდეს კაკაც. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, გამოიძახებენ თუ არა მას ბრაზილიის ნაკრებში.

რაც შეეხება სამუელ ეტო'ოს, იგი მზად იყო, მატჩში მიეღო მონაწილეობა, თუმცა კლუბში თამაშის გამო ჩამოსვლას ვერ ახერხებს.

რაც შეეხება კალაძის მეგობრების გუნდს, მუჯირის განცხადებით, სრულად ჯერ არ არის დაკომპლექტებული, თუმცა ცნობილია, რომ კალაძის მეგობრების გუნდში ითამაშებს ფაბიო კანავარო.

"გუნდი იქნება ინტერნაციონალური და მასში, ქართველი ფეხბურთელების გარდა, სხვა ეროვნების ფეხბურთელებიც ითამაშებენ. "მილანის" მწვრთნელები იქნებიან კარლო ანჩელოტი და ჩეზარე მალდინი.

რაც შეეხება კალაძის გუნდს, ალექსანდრე ჩივაძე და ფათიჰ თერიმი უხელმძღვანელებენ", - აღნიშნა მუჯირმა.

კახა კალაძის გასაცილებელ მატჩზე ბილეთები "დინამო არენასა" და მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში 22 მაისიდან გაიყიდება. ფასი 5, 7 და 10 ლარი იქნება.

კახა კალაძის გასაცილებელი მატჩი "დინამო არენაზე" 31 მაისს, 20:30 საათზე დაიწყება. თბილისში მაღალი რანგის ოფიციალურ დელეგაციებსაც ელოდებიან.

"ინტერპრესნიუსი"

reva
MG-ს: შენ MG კი არა ბოღმა უნდა გერქვას. მალადეც კალაძე ასე გააგრძელო გირჩევნია ენერგეტიკოსობას)
ქართველი დედისგან
რომ იცოდეთ ბილეთების ფული მთლიანად საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება, სავარაუდოდ როგორც მახსოვს გაჭირვებული ბავშვების დასახმარებლად
mg
რატომ ბილეტები\/?კოფილიკო უფასო.რაა ლკალას ფული არ აკვს ტუ ბიდზოს.სჰეადარეს რა პელეს ეგაც.
sandro
რომელ საათზე იწყება ბილეთების გაყიდვა?
vasiko basiladze
მალხაზ ასათიანიც გამოიძახეთ გთხოვთ,კიდევ დავტკბეთ ასკას თამაშით
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა