ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

სრული რევანში გასავარდნ ფინალში

სრული რევანში გასავარდნ ფინალში

"ვისოლი/ყოჩებმა" ვაკეშის სტადიონზე ქუთაისის "აია" 23:13 დაამარცხა
საქართველოს ჩემპიონატის გასავარდნ ფინალში თბილისის "ვისოლი/ყოჩებმა" ვაკეში, "ლოკომოტივის" სტადიონზე ქუთაისის "აია" 23:13 დაამარცხა და წინასწარ ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ამ გამარჯვებით თბილისურმა გუნდმა რეგულარულ გათამაშებაში მეტოქესთან განცდილი ორი მარცხის გამო რევანში აიღო.

მოთამაშე მწვრთნელის ბესიკ ხმაშურიძის დამოძღვრილი საკმაოდ ბრძოლისუნარიანი და სიმპატიური გუნდი, რომელიც რეგულარულ გათამაშებას დიდხანს ლიდერობდა, მხოლოდ მე-4 ადგილს დასჯერდა.

"აიას" წლევანდელი აქილევსის ქუსლი ცუდი სათამაშო დსიციპლინა იყო. ქუთათურები ხშირად არღვევდნენ თამაშის წესს, რაც თითქმის ყოველთვის მარცხის ფასად უჯდებოდათ. ასე იყო ამჯერადაც. "ვისოლი/ყოჩებმა" მათ კარში ექვსი საჯარიმო დაარტყეს და აქედან ხუთი გაიტანეს. თანაც ფრანგმა არბიტრმა ლეონ ვალენმა ათ-ათი წუთით მოდეანი მესამხაზელ ირაკლი რევიშვილს და გარემარბ გაგა გოშაძეს დაატოვებინა. რიცხობრივ უმცირესობაში ოცი წუთი ისეთ მებრძოლ გუნდთან თამაში "ვისოლი/ყოჩები" რომაა ურთულესი საქმეა.

და კიდევ, "ვისოლი/ყოჩების" მწვრთნელმა მეტოქეს სიურპრიზი მოუმზადა. მგეზავი თემურ სოხაძე ფულბეკად დააყენა. შავლეგ მახარაშვილი კი გარემარბად გაამწესა, ხოლო სოხაძის პოზიცია სათადარიგო მგეზავ გიგა გაბუნიას ანდო. ამან, ცხადია, "აია" აიძულა თამაშში გარკვეული კორექტივები შეეტანა, რაც, როგორც გამოჩნდა, ბოლომდე ვერც განახორციელა.

ანგარიში მე-6 წუთზე ქუთათურებმა გახსნეს. შუამარბმა გაგა სინაურიძემ საჯარიმო გაიტანა - 3:0. ორ წუთში მახარაშვილმა საჯარიმოთივე გაათანაბრა 3:3. პირველი ტაიმის დარჩენილი დრო თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა თბილისელმა მორაგბეებმა მაინც შეძლეს მეტოქის ორი შეცდომის გამოყენება და ჯერ სოხაძემ, მერე ისევ მახარაშვილმა, თითო საჯარიმო გაიტანეს. 9:3 - ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ "აიამ" უფრო აქტიურად დაიწყო თამაში და უკვე სამ წუთში საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვა, სინაურიძემ შანსი ხელიდან არ გაუშვა - 6:9. ამაზე მახარაშვილმა რვა წუთში ისევ საჯარიმოთი უპასუხა და ექვსქულიანი უპირატესობა აღადგინა - 12:6. ორ წუთში კი, სრულიად კომიკურ სიტუაციაში "ვისოლი/ყოჩებმა", ფაქტობრივად, გამარჯვების ლელო გაიტანეს. თბილისელმა მორაგბეებმა ლელოს მისადგომებთან მეტოქე ბურთიანად აუტში გადაიყვანეს. იქედან ბურთი სწრაფად დააბრუნეს თამაშში, ისე, რომ ქუთათურებმა თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრეს და მეორეხაზელი მიხეილ არჩუაშვილი ლელოში ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შეიჭრა. სოხაძემ ვერ გარდასახა - 17:6.

სამაგიეროდ, ხუთ წუთში იმავე სოხაძემ სხვაობა საჯარიმოთი 14 ქულამდე გაზარდა - 20:6. ასეთი ტოლსწორი გუნდების თამაშში, ეს საკმაოდ სოლიდური ჰანდიკაპია. თუმცა, "აია" ფარ-ხმალის დაყრას არ აპირებდა და 63-ე წუთზე ლელოს გატანაც მოახერხა.

"აია" მეტოქის 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან უტევდა, როცა ერთ-ერთ ეპიზოდში მგეზავმა ლევან შარვაშიძემ ბურთი მეტოქის ზურგს უკან ფეხით გადაჰკიდა. ყველას "აიას" გარემარბმა, საქართველის 19-წლამდელთა ნაკრების წევრამ გიორგი აბრამიძემ დაასწრო და ლელო კარის ძელებს შორის გაიტანა. შეცვლაზე შესულმა თორნიკე აშვეთიამ გარდასხა - 13:20.

"აიას" მატჩის გადარჩენის შანსი მიეცა. რამდენჯერმე მეტოქის ლელოს სახიფათოდაც შეუტიეს, მაგრამ თავდადებით მებრძოლი "ვისოლი/ყოჩების" დაცვას ვერაფერი მოუხერხეს. ვნებათა ღელვა კი თბილისელთა გარემარბმა სანდრო ნიჟარაძემ ჩააცხრო. მან ორმოცი მეტრიდან არეკნით ბურთი "აიას" კარის ძელებს შორის გაატარა, რითაც მეტოქის ყველანაირ ძალისხმევას ხაზი გადაუსვა - 23:13

ვისოლი/ყოჩები-აია 23:13

ვისოლი/ყოჩები (15-9) სოხაძე, მახარაშვილი, პ.მაისურაძე, ადანაია, ნიჟარაძე, გაბუნია, ბეგაძე. (1-8) გოგიშვილი (მამუკაშვილი 65), ბრეგვაძე, ხოსიტაშვილი, ბელაშვილი, არჩუაშვილი, ცხვედიანი (ტყეშელიაძე 52), კალმახელიძე, ნიკოლაიშვილი (დგებუაძე 50)

ლ: არჩუაშვილი. 5ს: მახარაშვილი (3), სოხაძე (2). ა: ნიჟარაძე.

აია (15-9) ხამაშურიძე, აბრამიძე, ი.ჩხიკვაძე, სინაურიძე (აშვეთია 54), გოშაძე, შერვაშიძე (ძნელაძე 66), როხვაძე (გოგია 54). (1-8) ლომიძე, სხულუხია (მატკავა 46), გურეშიძე (ტ.ჩხიკვაძე 75), იობიძე, მეტრეველი, რევიშვილი, შალამბერიძე, თხელიძე (ძაგნიძე 54)

ლ: აბრამიძე. გ: აშვეთია. 2ს: სინაურიძე

სინბინი: გოშაძე, რევიშვილი.

მსაჯი: ლეონ ვალენი (საფრანგეთი)

წინასწარი ფინალი. 8 ნოემბერი

ლოკომოტივი-ვისოლი/ყოჩები.

დიდი 10 | არმია 23:19 ლელო

დიდი 10 | ბათუმი 14:14 ხარები

crocobet დიდი 10 | ყაზბეგი 17:36 ბათუმი

ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა

[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს

[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო

20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"

"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს

"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა

მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა

"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა

იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე

რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს

"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა

"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა

დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს

ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ

ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება

ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს