ეროვნული გუნდის ფეხბურთელები სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" შეიკრიბებიან და ირლანდიაში გამგზავრებამდე აქ მოემზადებიან
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ "ჯვაროსნებს" შეკრებაზე უხმო.

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" შეიკრიბებიან და ირლანდიაში გამგზავრებამდე აქ მოემზადებიან.

ამ ჯერზე ნაკრებში 28 ფეხბურთელია გამოძახებული:

მეკარეები: გიორგი ლორია ("დინამო", თბილისი), როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი"), ომარ მიგინეიშვილი ("ტორპედო", ქუთაისი), გიორგი მაკარიძე ("ლე მანი", საფრანგეთი)

მცველები: უჩა ლობჟანიძე ("კრივბასი", უკრაინა), ზურაბ ხიზანიშვილი ("ქაისერისპორი", თურქეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი ("კრასნოდარი", რუსეთი), დავით კვირკველია, გულვერდ თომაშვილი (ორივე - "დილა", გორი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), გიორგი ფოფხაძე ("ბაქი", აზერბაიჯანი), აკაკი ხუბუტია ("მორდოვია", რუსეთი), სოლომონ კვირკველია ("რუბინი", რუსეთი)

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი, ლევან ყენია (ორივე - "კარპატი", უკრაინა), ჯაბა კანკავა, ალექსანდრე კობახიძე (ორივე - "დნიპრო", უკრაინა), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, დავით თარგამაძე (ორივე - "ილიჩევეცი", უკრაინა), მერაბ გიგაური, ელგუჯა გრიგალაშვილი (ორივე - "ტორპედო", ქუთაისი), ირაკლი მაისურაძე ("დილა", გორი), ირაკლი ძარია ("დინამო", თბილისი), დავით დევდარიანი ("ორჰუსი", დანია), თორნიკე გორგიაშვილი ("ზესტაფონი")

თავდამსხმელები: ნიკოლოზ გელაშვილი ("ბოხუმი", გერმანია), ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია)

ამჟამად ეროვნული ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე მთავარი მწვრთნელის მეთვალყურეობით ვარჯიშობენ ომარ მიგინეიშვილი, როინ კვასხვაძე, გიორგი ფოფხაძე, თორნიკე გორგიაშვილი, ელგუჯა გრიგალაშვილი, დავით კვირკველია, ირაკლი მაისურაძე, გულვერდ თომაშვილი და გურამ კაშია.

22 მაისს ნაკრებს შეუერთდება ნიკოლოზ გელაშვილი. 23 მაისს შეკრებაზე შევლენ "დინამოელები" - გიორგი ლორია და ირაკლი ძარია. დანარჩენები კი გუნდთან ერთად 27 მაისიდან იქნებიან.

"ჯვაროსნები" ირლანდიაში 29 მაისს, ჩარტერული რეისით გაფრინდებიან და თემურ ქეცბაია თან მხოლოდ 24 ფეხბურთელს იახლებს.

შეგახსენებთ, რომ ირლანდიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა 2 ივნისს დუბლინში, სტადიონ AVIVA-ზე გაიმართება.

ამის შემდეგ ნაკრები დანიაში გაემგზავრება და 5 ივნისს ქალაქ ოლბორგის სტადიონ "ნორდისკ არენაზე" მეორე ამხანაგურ შეხვედრას დანიის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს.

სფფ-ის პრესსამსახური

ასევე იხილეთ:

ელგუჯა გრიგალაშვილი: ძმებს ნაკრებში ერთად თამაში არ გვეღირსა

მერაბ გიგაური: ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა ჩემხელა ბიჭისთვის ბევრს ნიშნავს

საქართველოს უკუსვლა ფიფას სანაკრებო რეიტინგში გრძელდება

თემურ ქეცბაია: ნაკრებიდან მაშინვე წავალ, როცა შანსი გაქრება!

დვალიშვილს მაინც რას ერჩის პოლონეთში ლამის ყოველ ტურში გააქვს გოლები. იძახიან ნაკრებში რატო ვე გააქვსო. პასი თუ არ მიეცი თავდამსხმელს საიდან უნდა გაიტანოს. დვალი და დვალიშვილის დუეტი ნაღდად მირჩევნია ამ ორ გამოძახებულ თავდამსხმელს
mari
ერთი აგვიხსნას ქეცბაიამ ბოლოს როდის გაიტანეს საერთოდ გოლები ან მჩედლიძემ და ანდა გელაშვილმა, თუ უბრალოდ მატჩის ჩატარების ფორმალობა იქნება ეს და მეტი არაპერი თუ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია რომ ქართველებმა გოლი უნდა გაუტანონ მეტოქეს მე ვერ ვიგებ აქ არანაირი ლოგიკა არ არსებობს, დაუძახოს დვალს რა იქნება?
Babu
დვალი არ მოსწონს, ნეტა რა დაუშავა?ჭანტურიაზე ხომ ლაპარაკიხ არაა.თუ თავხედი და უზრდელია, მწვრთნელი რისთვისა ხარ? კიბო ხარ თუ სარკომა, გაგვანებე რა თავი თემურ, სირცხვილის გრძნობა არა გაქვს?
zura
მჭედლიძე და გელაშვილი.... მოემზადეთ გოლებისთვის, არცერტი ესენი გოლის გამტანი არ არის , ვერ გავიგე რა ვალდებულები ვარტ ამატ ვუყუროტ და ვუქომაგოტ ესენი არცერტი არ არის დგესდგეობიტ პორმაში მყოპი თავდამსხმელი რასაც ქვია და უბრალოდ დზველის გახსენებით თუ გამოიზახებს მწვრთნელი და ასეც არის
bebero
ფუი ქეცბაიას... ფუი, ფუი, ფუი...წადი!
gega
რას გადაეკიდა ეს ქეცბაია მჭედლიძეს, ამის გატანილი გოლი ჯერ არავის უნახავს, მაგაზე უკეტესი ფორვარდები საქართველოს ჩემპოინატშიც გვყავს ტუ ეს აკრდზალულია საქართველოს ჩემპიონატიდან თავდამსხმელის აყვანა მაშინ გააუქმონ ეს ჩემპიონატი რაგა საჩიროა
Зура
Хизанишвилма ра унда гаакетос ром накребши агар гамоидзахон? квела тамашши саголе шецдомас ушвебс,ахалгазрда мцвели ар арсебобс сакартвелоши?
sof
აბა თქვენ იცით
taso
გოლს ვინ გაიტანს ,აუუუ რას უკუროტ დაცვის ტამასსს,,ეს რა უბედურება გვჯირს
Jigaro
ქეცბაია, ნამუსი არ გაქვს მაგრამ ეგება რაიმემ გაიღვიძოს შენს შეგნებაში...წადი რა, გ--ჯვი!
misha - akhals
გაიხარე! გამახსენდა ეგ თამაშები..... ნოვიკოვი-გუჩაევის ომები და ფეიენოორდის მოლოდინი.....კარგი დრო იყო....
levani kaxeti
რა ვთქვა უკვე აღარც ვიცი, ამ ადამიანს (ქეცბაიას) ან ალერგია აქვს ჯაბა დვალზე, ან ჯიბრით არ ეძახის ნაკრებში; სხვა რა ახსნა შეიძლება მოიძებნოს მაშინ,. არადა ჯაბასნაირი თავდამსხმელი ამჟამად საქართველოში არ მოიძებნება.არც გელაშვილის და არც მჭედლიძის საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი მაქვს, მაგრამ რეალობასაც უნდა შევხედოთ, ვერც ერთხელ ვერ დააყენა მწვრთნელმა სტაბილური ბრძოლისუნარიანი შემადგენლობა, ყველა მისმა ექსპერიმენტმა კრახი განიცადა, ეს კი მაინც რქებით აწვება და უფრო ღუპავს ამ ჩვენს გაუბედურებულ ვაინაკრებს.
ჯონი
გელაშვილის და მჭედლიძის იმედად, რო ხარ ტავდასხმაში.. ეს ტრაგედიაა!
akhali
შეფურთხება გასაკიცხია,მაგრამ მახსოვს ხინჩაგაშვილმა გრასჰოპერსთან მსაჯს შეაფურთხა(ასიანი პენალტი არ დანიშნა)!ფეიენოორდთან მატჩის წინ მოსკოვის დინამოს ვღებულობდით თბილისში.თამაშის პირველივე წუთებზე(არადა ყველას გვეშინოდა-ნოვიკოვმა გუცაევი არ დაამტვრიოსო)ნოვიკოვი უკნიდან ორივე ფეხით შეასკდა გუცაევს,თან ისე რომ გუზაევი სარბენ ბილიკებზე გადავარდა!მთელი გუნდი ცემდა ნოვიკოვს(კარებიდან საცემად გაბელიაც გამოიქცა)!მსაჯი შეშინებული იყო(გულშემატკივრები გადასვლას ლამობდენენ ნოვიკოვის საცემად და იქ მსაჯსაც ეშინოდა)!არცერთი დინამოელი არ გაუფრთხილებია,ნოვიკოვს-ყვითელი...ის თამაში წავაგეთ(1-2),მაგრამ მაშინ სსრკ ჩემპიონატის მატჩი არავის აინტერესებდა,ვცხოვრობდით-მომავალი ნახევარფინალით ფეიენოორდთან
akhali
ჭანტურიასთვის უნდა დაეძახა და თვითონ უნდა მიიღოს მონაწილეობა როგორც ფეხბურთელის ჩამოყალიბებაში!შეფურთხებით ხინჩაგაშვილმა მსაჯს შეაფურთხა ციურიხში გრასჰოპერსთან!არ ვამართლებ!მკაცრად უნდა განიკიცხოს,მაგრამ თუ ქეცბაიამ არ დაარიგა,აბა მე ხომ არ დავარიგებ ჭკუას ამ პოსტებით?
"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა