"ინდეპენდიენტეს" ხუან კაისედომ მოაგებინა
არგენტინის ჩემპიონატის მე-14 ტურში რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ მოხდა. სამივე ლიდერმა ქულები დაკარგა და ამით ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ჩართვის მცირე შანსი სხვებსაც დაუტოვა.

ძალიან დაიძაბა სიტუაცია სარელეგაციო ცხრილში, სადაც ყველაფერი ბოლო ტურებში უნდა გადაწყდეს...

ლიდერები

როგორც აღვნიშნეთ, ლიდერთა ტრიოდან გამარჯვება ვერავინ მოიპოვა. "ნიუელსმა", "ლანუსმა" და "რივერმა" ფრედ ითამაშეს, თუმცა სამივე შემთხვევაში ვითარება განსხვავებული იყო. "ნიუელს ოლდ ბოისი" "კილმესს" ეწვია, რომელიც ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის და ამ გუნდს ქულები ჰაერივით სჭირდება.

მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ხერარდო მარტინოს გუნდი ფლობდა და შეხვედრის საბოლოო შედეგი მინდორზე განვითარებულ მოვლენებს ადეკვატურად ვერ ასახავს. ანგარიში მე-9 წუთზე იგნასიო სკოკომ გახსნა, რომელმაც მოგვიანებით პენალტიც მოიპოვა, მაგრამ 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა. ამის გამო "ნიუელს ოლდ ბოისი" დაისაჯა - მატჩის დამთავრებამდე 3 წუთით ადრე მიგელ კანეომ საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და მასპინძელთა ერთადერთი მომენტი გოლად აქცია.

30 წლის ნახევარმცველმა წინა ტურში შესრულებულ დუბლს ამჯერად ერთი გოლიც მიამატა და"კილმესს" ძალიან მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა.

ლიდერის უიღბლობით ვერ ისარგებლეს მდევრებმა. "ლანუსმა" "ტიგრესთან" უგოლო ფრე ითამაშა, "რივერ პლეიტი" კი "უნიონს" ხვდებოდა და მარცხს ძლივს გადაურჩა. მასპინძლები, რომლებიც 99-პროცენტიანი ალბათობით, მეორე დივიზიონის საგზურს მომდევნო ტურში გაიფორმებენ, ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ, მაგრამ რამონ დიასის გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და სანტა ფედან ქულის წამოღება შეძლო. "ლოს მილიონარიოსის" მხრიდან გოლები როხელიო ფუნეს მორიმ და როდრიგო მორამ გაიტანეს.

მდევრები

შესანიშნავ ფორმაში შევიდა "სან ლორენსო", რომელმაც ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო, ხოლო ბოლო 5 ტურში 13 ქულა დააგროვა. რომის პაპის საყვარელი გუნდი უკვე მეოთხე ადგილზეა და "ნიუელსს" 6 ქულით ჩამორჩება. მე-14 ტურში ხუან ანტონიო პიცის შეგირდებმა "ოლ ბოისი" დაიბრიყვეს - 3:0. მატჩის გმირი იგნასიო პიატი გახდა. "ლეჩედან" არგენტინაში დაბრუნებულმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა და "სან ლორენსოში" პირველი გოლები გაიტანა.

კიდევ ერთი ბურთი გონსალო ვერონის ანგარიშზეა, ვინც თავი ზედიზედ მესამე შეხვედრაში გამოიჩინა. არადა, მანამდე ჩატარებულ 13 შეხვედრაში გოლი არ ჰქონდა გატანილი.

ასევე 23 ქულა აქვს კიდევ ერთი ყოფილი ფორვარდის, მარტინ პალერმოს "გოდოი კრუსს". მენდოსელებმა ჩემპიონი დაამარცხეს, თანაც, ეს საკმაოდ მარტივად გააკეთეს. "ველესი" უკვე მე-19 ადგილზეა და ერთადერთი პოზიტიური, რაც ამ გუნდში მოხდა, ლაზარეთიდან დაბრუნებული ფაკუნდო ფერეირას მორიგი გოლია. ტორნეო ინისიალის თანაბომბარდირმა (სკოკოსთან ერთად) ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა.

ბურთების უარესი სხვაობის გამო მეექვსე პოზიციაზეა "არსენალი". 2012 წლის კლაუსურას ჩემპიონმა "რასინგს" უმასპინძლა და 1:0 მოუგო. ამჯერად გოლი არ გაუტანია დარიო ბენედეტოს. სამაგიეროდ, იყოჩაღა ვეტერანმა მარიანო გონსალესმა - "პორტუს" და "ინტერის" ყოფილმა ნახევარმცველმა საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. ერთადერთი გოლი კი ნიკოლას აგირემ გაიტანა და სარანდელებს ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი გაუჩინა.

აუტსაიდერები

ამ კატეგორიაში გუნდები ორად უნდა გავყოთ: ისინი, ვინც ტორნეო ფინალში ცუდად თამაშობენ და ისინი, ვისაც ლიგიდან გავარდნა ემუქრებათ.

პირველი კატეგორიიდან მხოლოდ "ბოკა ხუნიორსზე" გვსურს საუბარი, რომელმაც 12-მატჩიანი უიღბლო სერია შეწყვიტა და როგორც იქნა, გამარჯვება მოიპოვა. ცარიელ "ბომბონერაზე", რომელიც "რივერთან" "სუპერკლასიკოს" დროს მომხდარი არეულობის გამო დისკვალიფიცირებული იყო, ერთადერთი გოლი ხუან მანუელ მარტინესმა გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიიდან დაბრუნებულ ფორვარდს აქამდე არგენტინის ჩემპიონატში გატანილი არ ჰქონდა.

რაც შეეხება ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლას: აქ სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. "ინდეპენდიენტემ" ერთ-ერთი კონკურენტი, "სან მარტინი" დაამარცხა, მის წინ მყოფმა "არხენტინოს ხუნიორსმა" კი შინ წააგო ("ბელგრანოსთან", 1:3). ახლა ამ გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ სამი ქულაა, რაც საოცრად დაძაბული ფინიშის გარანტიას იძლევა.

აღსანიშნავია, რომ "არხენტინოსმა" ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო, ლიბერტადორესის თასის 7-გზის მფლობელმა კი უკანასკნელ 4 ტურში 10 ქულა დააგროვა.

ტორნეო ფინალი. XIV ტური

არსენალი-რასინგი 1:0

გოლი: 1:0 ნ. აგირე (48).

გოდოი კრუსი-ველესი 3:1

გოლები: 1:0 ხ. ფერნანდესი (45), 2:0 კასტელანი (49-პენ), 3:0 ნ. კასტრო (59), 3:1 ფ. ფერეირა (88).

ატლ. რაფაელა-ესტუდიანტესი 0:2

გოლები: 0:1 დ. საპატა (7), 0:2 რ. მარტინესი (90).

კილმესი-ნიუელსი 1:1

გოლები: 0:1 სკოკო (9), 1:1 კანეო (87).

ბოკა-კოლონი 1:0

გოლი: 1:0 ხ. მარტინესი (49).

გაძევება: ურიბარი (73. კოლონი).

ინდეპენდიენტე-სან მარტინი 3:1

გოლები: 1:0 გოდოი (26), 2:0 ხ. კაისედო (41), 2:1 ოსორიო ბოტელიო (58), 3:1 ხ. კაისედო (73).

უნიონი-რივერი 2:2

გოლები: 1:0 ფრანსოია (26), 2:0 კავალიარო (35), 2:1 როხელიო ფუნეს მორი (37), 2:2 მორა (84).

გაძევება: გონსალეს პირესი (90. რივერ პლეიტი).

ოლ ბოისი-სან ლორენსო 0:3

გოლები: 0:1 ი. პიატი (61), 0:2 გ. ვერონი (75), 0:3 ი. პიატი (84).

არ. ხუნიორსი-ბელგრანო 1:3

გოლები: 0:1 მელანო (11), 1:1 მატელანი (18), 1:2 ფ. მარკესი (33), 1:3 მ. საპატა (61).

ტიგრე-ლანუსი 0:0

სატურნირო მდგომარეობა

ბომბარდირები: 10 - სკოკო (ნიუელს ოლდ ბოისი); 8 - სილვიო რომერო (ლანუსი); 7 - ჟიგლიოტი (კოლონი); 6 - ობოლო (გოდოი კრუსი), ვიეტო (რასინგი), დ. საპატა (ესტუდიანტესი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ტორნეო ფინალი. XIII ტური: ლიდერი ისევ შეიცვალა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს