"ფრთების" სიურპრიზი
სტატისტიკის თანახმად, დეტროიტში პირველი საშინაო მატჩი კარგს არაფერს უქადდა "რედ უინგზს".

ბოლო ოთხი სეზონის განმავლობაში "ჩიკაგო" მუდმივად ბატონობდა "ჯო ლუის არენაზე" - 11-დან ცხრა მატჩი მოიგო და 33 შაიბა გაიტანა. ეს ციფრები შემთხვევითი ნამდვილად არ არის და შესაბამისად, ფავორიტად სწორედ "ბლეკჰოქსი" მიიჩნეოდა.

მაგრამ ამჯერად სტუმრებისთვის ყველაფერი ცუდად განვითარდა. თუმცა თავიდან დეტროიტელებმა სრულიად გაუგებარი სტუმართმოყვარეობა გამოიჩინეს, როცა პირველ პერიოდში ორჯერ რიცხობრივი უპირატესობა მისცეს მეტოქეს, მესამედ კი ეს მეორე პერიოდის სტარტზე გააკეთეს, მაგრამ ზედმეტი ჰოკეისტის გათამაშებისას ჩიკაგოელებმა განსაკუთრებული ვერაფერი შექმნეს და ასეთი უპირატესობის გაფლანგვის გამო დაისაჯნენ კიდეც.

ჯერ ნიკუისტი გაიქცა კონტრშეტევაში, შემდეგ კი მილერმა მოიგო მეტოქის კარის სიახლოვეს ძალისმიერი ორთაბრძოლა და შედეგად, "დეტროიტმა" 31 წამის ინტერვალით ორი გოლის გატანა მოახერხა.

მესამე პერიოდში კეინმა ცოტა ხნით დაუბრუნა ინტრიგა შეხვედრას, როცა ერთი-ერთზე გასვლა გამოიყენა, მაგრამ ორი წუთის შემდეგ დაციუკმა ეფექტური წერტილი დაუსვა შეხვედრას.

ასე მოულოდნელად დაწინაურდა სერიაში "დეტროიტი", რომელმაც მართლაც შესანიშნავი ფორმა აკრიფა - წინა სერიაში მან დასავლეთის მეორე გუნდი - "ანაჰაიმი" გამოთიშა ბრძოლას, ახლა კი მთლიანად რეგულარული სეზონის ჩემპიონს დაემუქრა.

დეტროიტი-ჩიკაგო 3:1

0:0, 2:0, 1:1

გოლები: 1:0 ნიკუისტი-2 (ბრუნერი-4, ჟ. ანდერსონი-4), 2:0 დ. მილერი-1 (ივსი-2, ემერტონი-1), 2:1 პ. კეინი-2 (კიტი-5), 3:1 დაციუკი-3 (ფრანცენი-1, ბ. სმიტი-2).

სერია: 2-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NHL. პლეი ოფი: სასწაული ოტავაში

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა