ქართველმა ჩოგბურთელმა ფრანგი სპორტსმენი კაროლინ გარსია დაამარცხა
სტრასბურგში გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 235.000 დოლარი), რომლის მთავარ ბადეში ჩაება თბილისელი ანა ტატიშვილი.

ჩვენებური ასპარეზობის პირველ დღეს "უაილდ ქარდით" მიწვეულ მასპინძელს - კაროლინ გარსიას უნდა დაპირისპირებოდა, მაგრამ უამინდობის გამო ეს შეხვედრა 21 მაისს გაიმართა.

პირველი სეტი ფრანგმა დაძაბულ ბრძოლაში 7:6 მოიგო, მაგრამ საბოლოო გამარჯვებისთვის ძალა არ ეყო: მომდევნო ორი ხელი დათმო - 5:7, 4:6 და ტატიშვილი შემდეგ ეტაპზე გავიდა, რითაც 30 სარეიტინგო ქულაც დაიმსახურა.

მეორე წრეში იგი მე-5 ნომერს, რუმინელ მონიკა ნიკულესკუს (მსოფლიო რეიტინგით 49-ე) შეხვდება. ამ უკანასკნელმა მძიმე პაექრობაში მარინა ერაკოვიჩს (ზელანდია) სძლია - 6:7, 6:3, 7:6.

ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი მასპინძელი მარიონ ბარტოლი, მაგრამ მან იოლად დათმო სასტარტო ორთაბრძოლა იტალიელ კამილა ჯორჯისთან - 3:6, 2:6.

წყვილებში ტატიშვილი ვესნა დოლანჩთან (სერბეთი) იყო შეამხანაგებული. ქართველი ჩოგბურთელი 21 მაისს მეორედ გავიდა კორტზე და ვესნასთან ერთად კარა ბლექისა (ზიმბაბვე) და მარინა ერაკოვიჩის (ზელანდია) დუეტს დაუპირისპირდა.

თავიდან ჩვენებურისა და სერბის ტანდემი დაწინაურდა - 3:2, თუმცა იმდენი მოახერხეს, რომ საქმე ტაიბრეიკებამდე მიიყვანეს და საბოლოოდ პირველი ხელი 6:7 წააგეს.

მეორე სეტში ტატიშვილმა და მისმა მეწყვილემ ზედიზედ 4 გეიმი დათმეს. მართალია, მერე გარკვეულწილად მდგომარეობა გამოასწორეს, მაგრამ მარცხს მაინც ვერ გადაურჩნენ - 4:6 და შეჯიბრებას გამოეთიშნენ.

ბლექი და ერაკოვიჩი მეორე წრეში პოლონელებს - მარტა ლინეტეს და კატარზინა პიტერს შეხვდებიან. ამ წყვილმა 21 მაისს ნიკოლ კლერიკო (იტალია) და ჟუსტინა ჟეგიოლკა (პოლონეთი) იოლად დაჯაბნა - 6:2, 6:0.

იტალიურ კასერტაში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) წარმატებით აიღო სტარტი მარგალიტა ჩახნაშვილმა.

პირველ წრეში მან კვალიფიკაციიდან აღზევებული კაროლინა პილოტი (იტალია) დაამარცხა და მე-2 წრეში მესამე ნომრად განთესილ კრისტინა დინუს (რუმინეთი) გაუწევს მეტოქეობას. ამ უკანასკნელმა 21 მაისს ბრაზილიელი ედუარდა პიაი დაამარცხა - 6:0, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა