22 მაისს, საქართველოს თასის ფინალში საჩხერის "ჩიხურა" თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდება
როგორც უნდა დასრულდეს 22 მაისს გასამართი საქართველოს თასის ფინალი, საჩხერის "ჩიხურა" ამ სეზონში უდავოდ წარმატებული გუნდი გამოდგა - უმაღლეს ლიგაში აღზევდა თუ არა, ევროპალიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა.

"ჩიხურა" საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდს დაუპირისპირდება და შეიძლება ითქვას, რომ ფინალს ფავორიტი ჰყავს, თუმცა ზოგი ფინალი ისეთია, მოულოდნელად რომ ვითარდება პერიპეტიები.

მატჩის წინა დღეს "ჩიხურამ" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა. სოსო ფრუიძემ ფეხბურთელები დიდად არ დატვირთა, მატონიზირებელ ვარჯიშში ტაქტიკური ელემენტები ვერ დავინახეთ.

რაც შესამჩნევი იყო, "ჩიხურას" ფეხბურთელების სილაღე გახლდათ, ფინალის ვერმოგების შემთხვევაში ხომ მათ ვერავინ დაძრახავს.

ვარჯიშამდე "ჩიხურას" დამრიგებელმა ფრუიძემ პრესკონფერენცია გამართა.

- ცხადია, ფინალშიც წარმატების მიღწევა გვსურს, გავალთ მოედანზე და თავისუფლად ვითამაშებთ. ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს. "დინამო" ყველანაირად შეეცდება, რომ ამ სეზონში დუბლი შეასრულოს. "ჩიხურას" სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ფინალის შემდეგ შევხვდები კლუბის ხელმძღვანელობას და დავსახავთ გეგმას.

- "ჩიხურა" ფინალს უდანაკარგოდ ვერ შეხვდება...

- ამ მატჩისთვის არ გვეყოლებიან დავით ოდიკაძე და გიორგი რეხვიაშვილი (ისინი "დინამო თბილისისგან" ინათხოვრა "ჩიხურამ" და შეთანხმების თანახმად, თავიანთი კლუბის წინააღმდეგ თამაშის უფლება არ აქვთ - რედ.), კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ნიკა კვასხვაძის თამაში, მას ტრავმა აწუხებს.

ამ ფინალისთვის დისკვალიფიცირებულნი იყვნენ დავით ბოლქვაძე და ედიკ საჯაია, მაგრამ "დინამომ" გვიშუამდგომლა ფეხბურთის ფედერაციასთან და ამ ფეხბურთელებს ფინალში თამაშის ნება დართეს. ცხადია, რომ არა "დინამოს" პოზიცია, ეს მოთამაშეები ფინალში არ გვეყოლებოდნენ.

- მეტოქეზე რას გვეტყოდით, უფრო რა განაპირობებს "დინამოს" ძალას - ცალკეული ფეხბურთელების ოსტატობა თუ გუნდური თამაში?

- "დინამოს" მართლაც კარგი შემსრულებლები ჰყავს, განსაკუთრებით, შეტევაში ინდივიდუალურად კარგი თამაშით აღწევს ეს გუნდი წარმატებას.

- და ასეთ მოწინააღმდეგესთან რის ხარჯზე შეუძლია "ჩიხურას" წარმატების მიღწევა?

- ვნახოთ, ვიბრძოლებთ, დაცვაში არ ჩავჯდებით, შეტევაში აქტიურად თამაშს ვაპირებთ; თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რამდენად მოგვცემს მეტოქე ამის საშუალებას.

- ისეთი შეგრძნებაა, თითქოს "დინამოს" უკვე მოგებული აქვს ეს ფინალი...

- მე არ მაქვს ასეთი შეგრძნება. "დინამოსთან" თამაშის არანაირი კომპლექსი არ გაგვაჩნია. ამ სეზონში "დინამოს" უკვე მეხუთედ ვეთამაშებით. ის ამოცანა, რაც სეზონის წინ გვქონდა, უკვე შევასრულეთ. ასე რომ, ამ შეხვედრაში თავისუფლად ვიმოქმედებთ.

- საჩხერიდან მოდიან გულშემატკივრები "ჩიხურას" მხარდასაჭერად?

- გულშემატკივრები ჩამოვლენ. გარდა ამისა, თბილისში ბევრი საჩხერელი ცხოვრობს და მათი მხარდაჭერის იმედიც გვაქვს.

- პრემიერ-მინისტრი არ აპირებს საქომაგოდ მოსვლას?

- არა მგონია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თბილისის "დინამო" დუბლს უმიზნებს, საჩხერის "ჩიხურა" - პირველ ტიტულს

chitovichi
წარმატებებს გისურვებთ საჩხერლებო აბა თქვენ იცით უნდა წავიღოთ თასი საჩხერეში
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა