22 მაისს თბილისის "დინამოსთან" გასამართი თასის ფინალის წინ "ჩიხურას" ფეხბურთელები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი
22 მაისს გასამართი თასის ფინალის წინ "ჩიხურას" ფეხბურთელები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.

"ლელოს" რესპონდენტი საჩხერელთა 32 წლის მცველი ედიკ საჯაიაა, რომელიც იმედოვნებს, რომ მისი გუნდი წარმატებულ სეზონს საქართველოს თასის მოპოვებით დააგვირგვინებს.

- რას ნიშნავს პირადად შენთვის ეს მატჩი?

- ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა და მისთვის განსაკუთრებული მონდომებით ვემზადები. ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ ჩემი გუნდის გამარჯვებაში წვლილი შევიტანო.

- გუნდში როგორი განწყობაა?

- განწყობა საბრძოლო და ოპტიმისტურია. თითოეული ჩვენგანი ფინალის მნიშვნელობას კარგად აცნობიერებს და გვაქვს იმედი, რომ ტიტული ჩვენ დაგვრჩება. "ჩიხურას" ისტორიაში ეს უმნიშვნელოვანესი დღეა - კლუბს აქვს შანსი, არსებობის ისტორიაში პირველი ტიტული მოიგოს და ამ მიზნის მისაღწევად მეც და ჩემი თანაგუნდელებიც მოედანზე თავს დავდებთ.

"ჩიხურამ" შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და უკვე ბევრს მიაღწია, მაგრამ ტიტულს სულ სხვა ფასი აქვს.

- "ჩიხურამ" ევროსაგზური უკვე დაიბევა. ამის გამო ხომ არ არის იმის საშიშროება, რომ გუნდი ფინალზე მაქსიმალურად არ იყოს კონცენტრირებული?

- ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. ფინალამდე მეც და ჩემი თანაგუნდელებიც დავივიწყებთ იმას, რომ ევროპის ლიგაზე თამაში გარანტირებული გვაქვს და მხოლოდ თასის მოსაპოვებლად ვიბრძოლებთ.

- "ჩიხურას" გულშემატკივრები არც თბილისში უნდა მოაკლდეს...

- ჩვენი ერთგული ქომაგები "მიხეილ მესხზე" მრავლად მოვლენ და თავს სტუმრად ნამდვილად არ ვიგრძნობთ. საჩხერელი გულშემატკივრები "ჩიხურას" წარმატებაში დიდ როლს თამაშობენ და გვჯერა, ისინი ფინალშიც აქტიურ დახმარებას გაგვიწევენ.

- სხვადასხვა მიზეზის გამო "ჩიხურას" ფინალში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდება...

- ეს ძალიან ცუდია, მაგრამ არც მათი შემცვლელები არიან ურიგო შემსრულებლები და ჩვენს ხელთ არსებული ძალებით მაინც შევეცდებით მეტოქის წინააღმდეგობის დაძლევას.

- "დინამოზე" რას იტყვი?

- საქმე ძლიერ და გამოცდილ მოწინააღმდეგესთან გვაქვს. "დინამოს" დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ მისი არ გვეშინია. ბრძოლისთვის მზად ვართ. შანსებს 50/50-ზე შევაფასებდი.

- ბრძოლასთან ერთად, სანახაობრივ მატჩსაც თუ ელი?

- იმედი მაქვს, რომ სანახაობაც კარგი გამოვა. მოვუწოდებ როგორც ჩვენს, ასევე ნეიტრალურ გულშემატკივრებს, მობრძანდნენ სტადიონზე. ფინალისტები მათ კარგ ფეხბურთს აჩვენებენ. მჯერა, რომ ფინალში ბრძოლაც იქნება და სანახაობაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თბილისის "დინამო" დუბლს უმიზნებს, საჩხერის "ჩიხურა" - პირველ ტიტულს

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა