ბასილიამ, ნაკრების წევრებთან ერთად, ქუთაისის მე-17 სპორტული სკოლის დარბაზში სპორტსმენებისა და მწვრთნელებისთვის ერთდღიანი სემინარი ჩაატარა
საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, კახა ბასილიას ინიციატივით, რეგიონებში ადგილობრივი სპორტსმენებისთვის ყოველწლიურად საწვრთნელი სემინარები ტარდება, რომელიც ტრადიციული კარატეს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს.

კახა ბასილიამ, საქართველოს ნაკრების წევრებთან ერთად, ქუთაისის მე-17 სპორტული სკოლის დარბაზში სპორტსმენებისა და მწვრთნელებისთვის ერთდღიანი სემინარი ჩაატარა.

თეორიულ კურსთან ერთად, ახალგაზრდები კარატეს ილეთების დახვეწაში ავარჯიშა. სემინარის მონაწილეებს საქართველოს ნაკრების წევრებთან სპარინგის საშუალებაც მიეცათ.

"ეს იყო კალენდარული ღონისძიება, რომლის მიზანი რეგიონებში კარატეს პოპულარიზაციაა. შესაძლოა, მალე კარატე ოლიმპიური სახეობა გახდეს და 2020 წლის თამაშებში იქნეს წარმოდგენილი.

კარატე უკვე შეიტანეს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პროგრამაში, რომელიც 2015 წელს ბაქოში ტარდება. ჩვენი ძირითადი დასაყრდენი რეგიონებია. ამიტომ ეწყობა თეორიული და პრაქტიკული სემინარები" - განაცხადა კახა ბასილიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გოგიტა არქანია ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია
2 ოქრო კარატისტებისგან - ლარნაკაში ევროპის ახალგაზრდული ტურნირი ჩატარდა
კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა