საქართველოს ჩემპიონატის ჭაბუკთა B ლიგაში მეოთხე ტურის მატჩები გაიმართა
საქართველოს ჩემპიონატის ჭაბუკთა B ლიგაში მეოთხე ტურის მატჩები გაიმართა, რომლის შემდეგაც დაუმარცხებელი სამი დარჩა. ესენია: "არმია", რუსთავის "ხარები" და ქუთაისის მესამე გუნდი.

აღმოსავლეთის ზონის A ჯგუფში უდავო ფავორიტია "არმია", რომელმაც 19 ქულა დააგროვა და, სავარაუდოდ, მეტოქეებისთვის დარჩენილ ორ ტურში მიუწვდომელი იქნება.

პლეი ოფში გამსვლელი მეორე საგზურისთვის კი თბილისის "ლელო" და "ლოკომოტივის" პირველი გუნდი იბრძვიან. მათ შორის სხვაობა ორი ქულაა. ისინი ერთმანეთს მომდევნო ტურში დაუპირისპირდებიან და გამორიცხული არ არის, მეორეადგილოსნის ბედი სწორედ ამ მატჩში გადაწყდეს.

B ჯგუფში ლიდერი თბილისის "ხულიგანაა". მართალია, მას პირველი ადგილი გარანტირებული არ აქვს, მაგრამ მეორეადგილოსან თბილისის "აკადემიასთან" ერთად, მეტოქეებს იმდენად უსწრებს, რომ პლეი ოფში თამაში განაღდებული აქვს.

იდენტური ვითარებაა დასავლეთ ზონის A ჯგუფში. აქ ქუთაისური დუეტი, ამ ქალაქის პირველი და მესამე გუნდები ლიდერობენ. ფოთის "რაინდები" და ოზურგეთის "არწივები" მათ კონკურენციას ვერ უწევენ.

სრულიად განსხვავებული მდგომარეობაა B ჯგუფში, სადაც პლეი ოფში გასვლისთვის ერთბაშად სამი გუნდი იბრძვის. სტარტზე განცდილი წარუმატებლობის შემდეგ საგრძნობლად მოღონიერდა "ბათუმი", რომელმაც ზედიზედ სამი მატჩი მოიგო და გალიდერდა. მას კვალში უდგანან ქუთაისის მეორე გუნდი და ბორჯომის "თორი".

ჭაბუკთა B ლიგა. აღმოსავლეთი ზონა

A ჯგუფი

არმია-ლოკომოტივი 1 23:0, ლელო-ყოჩები 43:7

სატურნირო მდგომარეობა

1. არმია - 19 ქულა, 2. ლელო - 10, 3. ლოკომოტივი 1 - 8, 4. ყოჩები - 1.

V ტური

ლოკომოტივი 1-ლელო, არმია-ყოჩები

B ჯგუფი

აკადემია-ხულიგანა 16:3, ხარები-ივერია 41:21

სატურნირო მდგომარეობა

1. ხარები - 19 ქულა, 2. აკადემია - 13, 3. ხულიგანა - 4, 4. ივერია - 3.

V ტური

ხარები-ხულიგანა, ივერია-აკადემია

დასავლეთი ზონა

A ჯგუფი

ქუთაისი 1-რაინდები 27:7, ქუთაისი 3-არწივები 70:0

სატურნირო მდგომარეობა

1. ქუთაისი 3 - 19 ქულა, 2. ქუთაისი 1 - 15, 3. რაინდები - 5, 4. არწივები - 0.

V ტური

ქუთაისი 3-რაინდები, არწივები-ქუთაისი 1

B ჯგუფი

ბათუმი-თორი 27:11, ქუთაისი 2-ქუთაისი 4 39:0

სატურნირო მდგომარეობა

1. ბათუმი - 13 ქულა, 2. ქუთაისი 2 - 12, 3. თორი - 10, 4. ქუთაისი 4 - 4.

V ტური

ქუთაისი 2-თორი, ქუთაისი 4-ბათუმი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Luka
B ჯგუფში ლიდერი თბილისის "ხულიგანაა". მართალია, მას პირველი ადგილი გარანტირებული არ აქვს, მაგრამ მეორეადგილოსან თბილისის "აკადემიასთან" ერთად, მეტოქეებს იმდენად უსწრებს, რომ პლეი ოფში თამაში განაღდებული აქვს. ხულიგანას კი არა ხარებს აქვს განაღდებული მგონი შეცდომითაა
crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა