ნინო ხუტულაშვილი, რომელიც არაერთი სიგელისა და მედლის მფლობელია, ფინანსური კრიზისის გამო დღეს მიმტანად მუშაობს
ჩვენი სტუმარია წარმატებული სპორტსმენი, ტაიკვანდოში ევროპის და საქართველოს ჩემპიონი ერთადერთი ქართველი გოგონა ნინო ხუტულაშვილი, რომელიც არაერთი სიგელისა და მედლის მფლობელია. ფინანსური კრიზისის გამო ნინო დღეს მიმტანად მუშაობს.

- მამაჩემი კარატეს ასწავლიდა და 11 წლისამ გადავწყვიტე, მეც მეცადა ბედი სპორტის ამ სახეობაში. ეტყობა, გენეტიკურად გამომყვა ამის სიყვარული. პირველად რომ მივედი ვარჯიშზე, ძალიან გამიჭირდა, ყველაფერი მტკიოდა, მაგრამ შემდეგ უფრო დიდი შემართებით დავიწყე ვარჯიში.

გოგონებს იშვიათად იზიდავთ სპორტის ეს სახეობა, ბევრი ვერც უძლებს. ამიტომ მხოლოდ მე შემოვრჩი გოგონებიდან ტაიკვანდოს.

პირველ შეჯიბრებაზე რომ გავედი, მძიმეწონიანი მოწინააღმდეგე შემხვდა და ცხვირიც კი გამიტეხა.

- რა მიღწევები გაქვს სპორტის ამ სახეობაში?

- ვარ ევროპის და საქართველოს ორგზის ჩემპიონი, ასევე, შავი ქამრის მფლობელი. 10 მედალი და უამრავი სიგელი მაქვს. დღეში 3 საათზე მეტხანს ვვარჯიშობ. კომუნალური დავალიანების გამო დარბაზში არ გვაქვს შუქი, სიცივეა, მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, დარბაზშიც ისე წვიმს, როგორც გარეთ, მაგრამ 8 წელია, სპორტის ამ სახეობას მივდევ და არ მინდა, ამდენი შრომა წყალში ჩავყარო. მინდა ვასახელო საქართველო და ჩემი მწვრთნელებიც. რაც ფინანსურად გამიჭირდა, ჩემი მწვრთნელი ირაკლი ტუღუში ვარჯიშის ფულს არც კი მახდევინებს.

- შეჯიბრებაზე გასამგზავრებელ ხარჯებს ვინ გინაზღაურებს?

- საქართველოში ტაიკვანდო დაუფასებელია. პარლამენტარი გუგული მაღრაძე გავიცანი ცოტა ხნის წინ და, ჩემი ამბავი რომ გაიგო, დახმარებას დამპირდა.

დედაჩემმა საქართველოს პარლამენტსაც მიმართა განცხადებით. თავდაპირველად ეს საქმე განსახილველად გადაეცა ლერი ხაბელოვს. მან კი, როგორც ვიცი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანს გადაუგზავნა და ველოდები პასუხს.

მეტისმეტად მძიმე სოციალურ პირობებში მიწევს ცხოვრება, საკუთარი სახლიც კი არ მაქვს, მაგრამ ფარ-ხმალს არ ვყრი. გურიის მუნიციპალიტეტი მიწევდა ცოტაოდენ ფინანსურ დახმარებას, ოზურგეთში ბინის ქირას ისინი მიხდიდნენ. შემდეგ დაფინანსება შემიწყვიტეს, მაგრამ ამჟამინდელი გუბერნატორის დავალებით, ისევ მეხმარებიან. სამწუხაროდ, სპორტის ამ სახეობას სათანადო დაფინანსება არა აქვს.

იხილეთ ვიდეო

- როგორი რეაქცია აქვს ხალხს, შენს პროფესიას რომ იგებს?

- რადგან ტაიკვანდოს ჩემპიონი ერთადერთი გოგო ვარ, ყველა განსაკუთრებული პატივისცემით მექცევა. გურია პატარაა და ყველა მიცნობს. ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, მანქანა გაუჩერებიათ, გადმოსულან და გულთბილი სიტყვები უთქვამთ.

- როგორც ვიცი, ოჯახსაც შენ არჩენ...

- უმძიმეს სოციალურ პირობებში გავიზარდე. თავდაპირველად თბილისში ვცხოვრობდით, მაგრამ იძულებულნი გავხდით, სახლი გაგვეყიდა და ოზურგეთში, ნათესავის ბინაში გადმოვსულიყავით საცხოვრებლად. მანამდე ხან სად ვცხოვრობდით და ხან სად. საკუთარი ჭერი არ გამაჩნია, დედასაც მე ვარჩენ. თავის გატანა ხომ გვინდა? ამიტომ დავიწყე მიმტანად მუშაობა ოზურგეთის ერთ-ერთ რესტორანში.

დიდი შემოსავალი არა მაქვს, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ. ღამის 4 საათამდე ვმუშაობ, მერე სახლში ვბრუნდები და დღის პირველ ნახევარში ვვარჯიშობ. ადამიანმა არანაირი შრომა არ უნდა ითაკილოს. ამის პარალელურად მაინც ვვარჯიშობ და ვემზადები დიდი შეჯიბრებისთვის.

- კლიენტები შენი დამსახურებების შესახებ რომ იგებენ, რას გეუბნებიან?

- ოზურგეთელები კი მიცნობენ, მაგრამ უცხო ადამიანებიც ხშირად გვსტუმრობენ და როცა ჩემი ჩემპიონობის ამბავს იგებენ, გაოცებულნი რჩებიან. ეს რესტორანი ძალიან პრესტიჟულია ოზურგეთში და თბილისიდან ჩამოსული მაღალჩინოსნებიც ხშირად გვაკითხავენ.

- ვინ დადის თქვენს რესტორანში მაღალჩინოსნებიდან?

- ქალბატონი გუგული მაღრაძე სწორედ აქ გავიცანი. ჩემი ამბავი გულთან მიიტანა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფას და სტიპენდიის დანიშვნას დამპირდა. ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძეც ხშირად დადის ჩვენთან. კახი კალაძეც აქ გავიცანი. ძალიან თბილად მომექცა და წარმატებები მისურვა.

მიხეილ სააკაშვილიც დადის ჩვენს რესტორანში. უშუალო ადამიანია, კარგად ვიცნობ, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩემი წარმატებების შესახებ არაფერი სმენია...

ესაუბრა თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

uza
სირცხვილია, ამდენი გაქსუებული ქართველი, რერსტორანში ერტ ჯერზე დახარჯავს ფულს და ერთ ქართველსაც არ დაასპონსორებს. რა ოხრად გინდათ ფული, თუ მერე ვინმემ შენდობა თუ არ გითხრა,
ციური
წარმატებებს გისურვებ! მერე რა, რომ დღეს მიმტანად მუშაობ.არაუშავს. შენი დროც მოვა. უკან მოიხედავ, გაიღიმებ და იტყვი: უქმად არ ვყოფილვარ,ვშრომობდი და ისე მივაღწიე ყველაფერს!
დათო21
მიმტანად სირცხვილია?
დათო
კარგი ადამიანია
დათო
როგორ შეიძლება ამ ადამიანთან დაკონტაქტება? არ ვარ ბიზნესმენი უბრალოდ მსურს რითაც შევძლებ დავეხმარო ამ დიდ ადამიანს...
გოგიტა არქანია ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია
2 ოქრო კარატისტებისგან - ლარნაკაში ევროპის ახალგაზრდული ტურნირი ჩატარდა
კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
"ბარსელონა" ერიკ გარსიას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
უმოტივაციო, მაგრამ პრინციპული მატჩი - Sportall.ge სოფიადან
ნორვეგიამ იტალიას თამაში შემოუტრიალა და მუნდიალზე გავიდა
შენგელიას 14 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება ყოფილ გუნდთან
შერმადინმა ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მე-2000 ბურთი მოხსნა
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
უკრაინამ ისლანდიას სძლია და მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდა
[VIDEO. ძიუდო. ზაგრების გრან პრი] სრული დომინაციით! საბა ინანეიშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელია
[VIDEO. ძიუდო. ზაგრების გრან პრი] ლუკა მაისურაძე დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა
9:1. სომხეთმა სასწაული ვერ შემოგვთავაზა - პორტუგალია მუნდიალზე გავიდა
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
18 წ. | პოლონეთის გავლით მასპინძელ ჩეხეთზე
[VIDEO. ძიუდო. ზაგრების გრან პრი] მაისურაძე ოქროსთვის, ინანეიშვილი ბრინჯაოსთვის...
ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო - "პალმერ მალიორკაში" დუდა სანაძის დებიუტი შედგა
თსუ-ს, ქუთაისის და რუსთავის გამარჯვებებით მე-6 ტური დასრულდა
უცნაურია - ESPN-მა ლუკა შევალიე წლის საუკეთესო ტრანსფერად დაასახელა
"არსენალმა" "დორტმუნდის" შემტევთან მოლაპარაკებები დაიწყო
"მადრიდის რეალზე" ფიქრის დრო საერთოდ არ მრჩება" - კაზემირო
"მადალენას საქართველოში წასვლა სჭირდება, მახაჩევი კი..." - თოფურია დღევანდელ ბრძოლას გამოეხმაურა
[VIDEO] მამუკელაშვილის სათამაშო დრო იზრდება - "ტორონტო რაპტორსმა" "ინდიანა პეისერსი" დაამარცხა