"ბორუსია" პიშჩეკს კარგავს
"ბილდის" ცნობით, "დორტმუნდი" ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების შემთხვევაში იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ფინალში განაცხადში მოხვდებიან, პრემიის სახით 150 ათას ევროს გადაუხდის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრემია კლუბს ჯერ ისტორიაში არასოდეს გაუღია. რურელთა მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი შეგირდებზე ორჯერ მეტს, 300 ათასს მიიღებს. სწორედ ეს თანხა ჩაიწერა 2012 წელს კლოპის მიერ ხელმოწერილ ახალ ხელშეკრულებაში. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში გერმანულმა გრანდმა 60 მილიონი ევრო მოიხვეჭა, რასაც, გადამწყვეტი შეხვედრის შედეგის მიხედვით, თანხა კიდევ დაემატება. შეგახსენებთ, რომ ფინალი "უემბლიზე" 25 მაისს გაიმართება.

"კლუბი აქამდე ჩვენთან ყოველთვის სამართლიანად არ იქცეოდა და ეს, ალბათ, მომავალშიც ასე გაგრძელდება, მაგრამ ამის მიუხედავად, დორტმუნდში თასის ჩატანა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ამოცანაა," - განაცხადა კაპიტანმა სებასტიან კელმა.

რაც შეეხება "დორტმუნდის" მეტოქეს, "ბაიერნმა" "ბარსელონასთან" 1/2-ფინალში გამარჯვებისთვის ფეხბურთელებს უკვე გადაუხადა 200 ათასი. რამდენს ჩამოვა ული ჰიონესი ჩემპიონთა ლიგის მეხუთედ მოგების შემთხვევაში, ჩვენთვის უცნობია.

"ბორუსია" პიშჩეკს კარგავს

"ვესტდოიჩე ალგემაინე ცაიტუნგის" მტკიცებით, "დორტმუნდის" 27 წლის პოლონელი მარჯვენა მცველი ლუკაშ პიშჩეკი 25 მაისის შემდეგ ბარძაყის კუნთზე ოპერაციას გაიკეთებს და გუნდს, მინიმუმ, ხუთი თვით ჩამოშორდება. ფეხბურთელმა ლონდონურ შეხვედრამდე ოპერაციაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ლუკაშს ბარძაყი 5 წლის წინ, "ჰერტაში" თამაშის დროსაც აწუხებდა. 2008-ის ბოლოს ჩატარებული ოპერაციის შემდეგ მოედანს ის 6 თვის თავზე დაუბრუნდა. ჯერ კიდევ მიმდინარე სეზონში პოლონელმა 47 შეხვედრა ჩაატარა (46 ძირითადში) და 2 გოლის გარდა, 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასე რომ, მისი გამოკლება "შავ-ყვითლებისთვის" დიდი დანაკლისი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

იურგენ კლოპი: ილკაი გუნდოგანი ექსტრაორდინარული ფეხბურთელია

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა