ინტერვიუ ლეგენდარულ ნიკი ლაუდასთან
ლეგენდარული ავსტრიელი ნიკი ლაუდა დარწმუნებულია, რომ სეზონის დარჩენილ ორ რბოლაში "რედ ბული" ყოველმხრივ დაუჭერს მხარს ავსტრალიელ მარკ უებერს. ავსტრიულ გაზეთ Kleine Zeitung-სთვის მიცემულ ინტერვიუში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი აცხადებს, რომ სებასტიან ფეტელს აღარ დარჩა ჩემპიონობის რეალური შანსი...

- შეგიძლიათ თუ არა ურჩიოთ "რედ ბულს" ბოლო ორ რბოლაში გუნდური ტაქტიკის გამოყენება? თქვენი აზრით, როგორ უნდა განხორციელდეს ეს?

- წესების მიხედვით ეს აკრძალულია. არავისთვის მიმითითებია გუნდური ტაქტიკის გამოყენების შესახებ, უბრალოდ ყურადღებას ვამახვილებდი იმ ფაქტზე, რომ "რედ ბულმა" ბრაზილიის რბოლისთვის მაქსიმალურად ლოგიკურად უნდა შეიმუშავოს სტრატეგია.

- კონკრეტულად რა გაქვთ მხედველობაში?

- განსხვავება დეტალებშია. თუ გუნდურ ტაქტიკას ისე აშკარად გამოიყენებ, როგორც ეს "ფერარიმ" ჰოკენჰაიმში გააკეთა, ეს ზიანს აყენებს სპორტის იმიჯს და შეურაცხყოფილს ტოვებს მაყურებელს. "რედ ბულმა" უბრალოდ გონებით უნდა იმოქმედოს - ეს საკმარისი იქნება.

- წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი: უებერი ლიდერობს, ფეტელი მეორეზეა, მაგრამ ტემპი უფრო მაღალი აქვს. ასეთ სიტუაციაში სებასტიანმა არ უნდა შეუტიოს?

- რა თქმა უნდა, არა. აღარ უნდა განმეორდეს სტამბოლში დაშვებული შეცდომა, როცა ფეტელი და უებერი ერთმანეთს შეეჯახნენ. მაგრამ ამას არანაირი შეხება არ აქვს გუნდურ ტაქტიკასთან, საქმე მხოლოდ რბოლებისადმი გონიერ მიდგომას ეხება. "რედ ბულში" აქცენტი მთლიანად უებერზე უნდა გადაიტანონ, შეუქმნან მას ყველა პირობა იმისთვის, რომ კორეაში დაკარგული ქულები აინაზღაუროს.

- ალბათ, გუნდმა კვალიფიკაციის გაკონტროლებაც უნდა სცადოს?

- ეს არარეალურია. შეუძლებელია საკვალიფიკაციო რბოლის შედეგების დაგეგმვა. თუ ამის გაკეთებას შეეცდებიან, ალონსო შეიძლება მოულოდნელად წინ გავიდეს და უბრალოდ დასცინოს კონკურენტებს.

- როგორ შეაფასებთ ტიტულის მაძიებელთა შანსებს?

- კვლავინდებურად დარწმუნებული ვარ, რომ "რედ ბული" სამი-ოთხი მეათედი წამით სწრაფია დანარჩენ გუნდებზე. მაგრამ ალონსო - საუკეთესო მრბოლელია და კონკურენტებს საქმისადმი პროფესიული დამოკიდებულით ჯობნის. თუმცა უებერს შეუძლია საკუთარი მანქანის სისწრაფის ხარჯზე მოახდინოს ესპანელთან კლასში განსხვავების კომპენსირება.

- მხოლოდ მარკ უებერზე ლაპარაკობთ. გამოდის, ფეტელი აღარ უნდა მოვიხსენიოთ ჩემპიონობის პრეტენდენტთა რიცხვში?

- დიახ, ფეტელი შეიძლება ამოვშალოთ კანდიდატთა სიიდან. მას შანსი არ აქვს. რბოლა რომც მოიგოს, მისი კონკურენტებიც ხომ დააგროვებენ საკმარის ქულებს?!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა