პარკერს მოკვლით დაემუქრნენ?
პირველი მატჩის შემდეგ, რომელშიც ლაინელ ჰოლინზის შეგირდებმა ვერაფერი დაუპირისპირეს "სან ანტონიო სპურსის" ბრწყინვალე თამაშს, ბევრმა ამ სერიაში "მემფისი" განწირულად გამოაცხადა. ეს არც არის გასაკვირი: "გრიზლისი" პირველად თამაშობს კონფერენციის ფინალში, "სან ანტონიოსთვის" კი ასეთი რამ ბოლო 15 წელიწადში მერვედ ხდება. მიუხედავად ამისა, სტუმრებმა კინაღამ გააცამტვერეს პროგნოზისტთა ვარაუდი.

პირველ ტაიმში "სპურსის" სრული უპირატესობის მიუხედავად, დიდი შესვენების შემდეგ გრეგ პოპოვიჩის გუნდს სერიოზული საფრთხე დაემუქრა. როგორც კი სათადარიგოთა სკამზე დასხდნენ ტიმ დანკანი (მეოთხე პერსონალურის გამო) და ტონი პარკერი, "მემფისმა" მაშინვე 16:6 გაქცევა მოაწყო და სხვაობა რვა ქულამდე შეამცირა. ხოლო, როცა პოპოვიჩმა პარკერი ისევ მოედანზე დააბრუნა, ფრანგმა სუპერგამთამაშებელმა (18 შედეგიანი პასი - პირადი რეკორდი პლეი ოფში) ზედიზედ ხუთი ტყორცნა ააცილა.

ამასთან, სტუმრებმა ოპტიმალურ სათამაშო სქემას მიაგნეს: მცველი პონდექსტერი ფორვარდის პოზიციაზე გადავიდა, უკანა ხაზზე კი ორი პირველი ნომერი (კონლი და ბეილესი) მოქმედებდა.

ასეთი მსუბუქი ხუთეულით "დათვები" უფრო მხიარულად ათამაშდნენ. მართალია, ისინი სირენამდე ერთი წუთით ადრე თითქმის უიმედოდ აგებდნენ (მინუს შვიდი), მაგრამ მაინც მოახერხეს მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა. რენდოლფმა ერთ შეტევაში სამი ქულა დააგროვა (ბონერის ჯარიმის შემდეგ). შემდეგ ჯინობილიმ ითამაშა ცუდად, როცა ბურთი დაკარგა და იქვე იუხეშა ალენზე, რითაც მეტოქეს ორი ჯარიმა და ბურთის ფლობა აჩუქა. ალენმა ორივე საჯარიმო გამოიყენა, შემდეგ კი კონლიმ საშუალო ტყორცნა ჩააგდო.

დამატებითმა ხუთმა წუთმა კი ტიმ დანკანის ბრწყინვალე თამაშით ჩაიარა. 37 წლის ვეტერანმა ოვერტაიმში პირველი ექვსი ქულა თავის ანგარიშზე მიითვალა, ერთი შედეგიანი პასი შეასრულა და ბოლოს მარკ გასოლს დაუფარა. ეს იყო ტიმისთვის მატჩში მეოთხე და პლეი ოფის მატჩებში მე-500 ბლოკშოტი. NBA-ს ისტორიაში ასეთი შედეგი არც ერთ კალათბურთელს არ აქვს.

ასეთი ფსიქოლოგიური დარტყმის შემდეგ "მემფისს" გაუჭირდება გონს მოსვლა, თუმცა პლეი ოფის პირველ რაუნდში ამ გუნდმა შეძლო 0:2-დან "კლიპერსის" წინააღმდეგ სერიის მოგება. ასე რომ, "გრიზლისის" ჩამოწერა ჯერ ნაადრევია.

შემდეგი მატჩი შაბათს, "მემფისის" მოედანზე გაიმართება.

სან ანტონიო-მემფისი 93:89 (ო)

15:13, 31:18, 30:33, 9:21, 8:4

ს-ა: დანკანი (17+9 მოხსნა+4 დაფარება+3 პასი), პარკერი (15+18 პასი+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), სპლიტერი (14), ლეონარდი (12+9 მოხსნა), გრინი (11+3 დაფარება).

მ: ბეილესი (18+3 პასი), კონლი (18+4 პასი), რენდოლფი (15+18 მოხსნა+3 პასი), მ. გასოლი (12+14 მოხსნა+4 პასი).

სერია: 2-0

დურანტმა მილიონი შესწირა

“ოკლაჰომა-სიტის” ლიდერმა კევინ დურანტმა ერთი მილიონი დოლარი შესწირა ორგანიზაცია “წითელ ჯვარს”. ამით NBA-ს ვარსკვლავი ტორნადოთი დაზარალებულებს დაეხმარა. სტიქიური უბედურება ოკლაჰომას შტატს 20 მაისს დაატყდა. ბოლო ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 91 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 20 ბავშვია, რადგან უზარმაზარი ტალღის პირველი დარტყმა დაწყებითმა სკოლამ მიიღო, რომელიც ქალაქ მურში მდებარეობდა.

პარკერს მოკვლით დაემუქრნენ?

ამერიკის პოლიცია გამოიძიებს ინციდენტს “სან ანტონიო სპურსის” გამთამაშებლის, ტონი პარკერის მკვლელობის მუქარასთან დაკავშირებით. როგორც ამერიკული პრესა წერს, დასავლეთ კონფერენციის ფინალის პირველი მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე უცნობმა 911-ში კალათბურთელის მისამართით მუქარის ზარი განახორციელა.

ინფორმაცია გადაეცა შერიფის ოფისს, რომელიც AT & T Center-ის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. არენაზე მაშინვე მიიღეს უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები, თუმცა არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

მატჩის შემდეგ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ფრანგი სახლამდე მიაცილეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. პლეი ოფი. დასავლეთის ფინალი: "სპურსმა" გასეირნებით დაიწყო

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა