"ბოსტონი" "რეინჯერსს" აშკარად ჩაგრავს
"ბოსტონისა" და "რეინჯერსის" სერიის მესამე მატჩი ბენეფისი უნდა გამხდარიყო ნიუიორკელთა მეკარე ჰენრიკ ლუნდკვისტისთვის. ამის შესახებ წერდნენ ჟურნალისტები და შვედს მესამე მატჩების "მეფედ" მოიხსენიებდნენ:

ბოლო ხუთ შეხვედრაში, რომელიც სერიაში რიგით მესამე მატჩი იყო, ლუნდკვისტი აუცილებლად ახერხებდა გამარჯვებას და ამ ხუთი სერიიდან "რეინჯერსმა" სამში გამარჯვება მოიპოვა. მოყვანილ იქნა სწორედ ამ მესამე მატჩების ფანტასტიკური სტატისტიკა: 1.01 გაშვებული გოლი და მოგერიების 96.6 პროცენტი.

ლუნდკვისტი მართლაც მოწოდების სიმაღლეზე იყო მთელი მესამე მატჩის განმავლობაში, მაგრამ "ბოსტონს" მაინც ვერ გაუმკლავდა, რადგან "დათვებს" მთელი 60 წუთი მიჰყავდათ თამაში. მარტო პირველ პერიოდში მასპინძლების მეკარემ ორჯერ გადაარჩინა გუნდი მეტოქის ერთი-ერთზე გასვლის შემდეგ. მეორე პერიოდშიც "მშრალად" შეინახა საკუთარი კარი და თითქოს ამართლებდა "მესამე მატჩების მეფის" სტატუსს, მაგრამ ბოლომდე ვერ გაძლო.

გამარჯვების გოლი, რომელიც დანიელ პეიმ გაიტანა, კურიოზული გამოდგა. გრეგორი კემპბელმა შორი მანძილიდან დაარტყა, შაიბა კარის წინ მდგარი შონ ტორნტონის ყვანჯს მოხვდა და რიკოშეტით შეეხო ჯერ ლუნდკვისტის ჩაფხუტს, შემდეგ ძელს და ყინულზე დავარდა, რის შემდეგაც პეიმ ის ცარიელ კარში შეაცურა.

სერიაში ანგარიში გახდა 3:0, რაც უდიდესი უპირატესობაა, მაგრამ ბოსტონელ ჰოკეისტებს სიტყვაც არ დაცდენიათ იმის შესახებ, რომ სერია თითქმის მოგებულია. ბევრს კარგად ახსოვს 2012 წლის ისტორიული სერია, როცა "ფილადელფიამ" სწორედ 0:3-დან მოახერხა "ბოსტონის" სტენლის თასიდან გაგდება.

რეინჯერსი-ბოსტონი 1:2

0:0, 1:0, 0:2

გოლები: 1:0 პიატი-2 (მაკდონაჰი-2), 1:1 ბოიჩაკი-4 (პეი-2, შ. ტორნტონი-1), 1:2 პეი-2 (შ. ტორნტონი-2, გ. კემპბელი-2).

სერია: 0-3

"სან ხოსემ", რომელმაც სტუმრად ორი სასტარტო შეხვედრა წააგო, მოახერხა სერიაში თანაფარდობის აღდგენა - მან მეორე საშინაო მატჩიც მოუგო სტენლის თასის მოქმედ მფლობელს. მოკრძალებული ანგარიშის მიუხედავად, ამჯერად "ზვიგენები" გაცილებით აღემატებოდნენ მეტოქეს, რომელსაც პირველ ორ პერიოდში თითქმის არ ჰქონია შეტევა.

21:9 - ასეთი იყო დარტყმების შეფარდება საწყისი 40 წუთის შემდეგ, თუმცა მესამე პერიოდი, აქტივობის მხრივ, სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. "სან ხოსემ" უკან დაიხია და საშუალება მისცა მაიკ რიჩარდსს, დამატებაზე გაეტანა ერთი საპასუხო შეტევა, თუმცა მასპინძლებმა მაინც შეინარჩუნეს სასურველი ანგარიში.

სან ხოსე-ლოს ანჯელესი 2:1

1:0, 1:0, 0:1

გოლები: 1:0 ბერნსი-2 (ჯ. ტორნტონი-8, გალიარდი-1), 2:0 კუტური-5 (დ. ბოილი-4, პაველსკი-6), 2:1 მ. რიჩარდსი-2 (ჯ. კარტერი-3, კკოპიტარი-4).

სერია: 2-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NHL. პლეი ოფი: "დეტროიტი" ჩემპიონს დაემუქრა

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა