პარიზში ვერც ფიში და ბეიკერი ითამაშებენ
მოახლოებული როლან გაროსის წინ შესამჩნევად გაღარიბდა მამაკაცთა სატურნირო ბადე. არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტროს შემდეგ საფრანგეთის ღია პირველობაზე თამაში იუარა მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, ბრიტანელმა ენდი მარეიმ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, რომის მასტერსზე მარეიმ მეორე წრის მატჩი შეწყვიტა ესპანელი მარსელ გრანოლერსის წინააღმდეგ, რისი მიზეზიც ზურგის ტრავმა იყო. უკვე მაშინ ენდიმ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ვერ მოასწრებდა როლან გაროსისთვის აღდგენას. 22 მაისს ამის შესახებ ოფიციალურად გამოცხადდა.

"ეს იყო ძალიან რთული გადაწყვეტილება, რადგან ყოველთვის მომწონდა პარიზში გამოსვლა, მაგრამ სხვადასხვა სამედიცინო პროცედურის მიუხედავად, ვერ მოვასწარი ფიზიკური ფორმის აღდგენა", - განაცხადა მარეიმ.

ასევე ვერ შეძლებს საფრანგეთის ღია პირველობაზე თამაშს ორი ამერიკელი ჩოგბურთელი - მარდი ფიში და ბრაიან ბეიკერი.

31 წლის ფიშს, რომელიც რეიტინგში 41-ე ადგილს იკავებს, კვლავაც გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. რაც შეეხება 28 წლის ბეიკერს (73-ე ჩოგანი), მან ვერ მოასწრო მარჯვენა მუხლზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელება.

უკვე ცნობილია, რომ ამერიკელებს ძირითად ბადეში პორტუგალიელი ჟოაო სოუზა (123) და არგენტინელი გვიდო პეია (101) შეცვლიან.

დაბოლოს, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არის როლან გაროსზე შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკას თამაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

უცნაური როჯერი როლან გაროსის წინ

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა