ევროლიგაზე გიორგი შერმადინის გამარჯვებამ საქართველოს ნაკრებს რეიტინგში წინსვლის საშუალება მისცა
ფიბა-ევროპის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის წილისყრის შემდეგ რეგულარულად ქვეყნდება მონაწილე ქვეყნების რეიტინგი.

საქართველოს ნაკრები თავდაპირველად მე-14 ადგილზე იყო, თუმცა მარტში, მას შემდეგ, რაც ზაზა ფაჩულიას ტრავმის შესახებ ინფორმაცია რეიტინგის შემდგენლებმაც შეიტყვეს, ჩვენი ნაკრების მაჩვენებლებმაც დაიწია და აპრილში სულაც ბოლო, 24-ე ადგილი მიგვიჩინეს.

22 მაისს გამოქვეყნდა ახალი მონაცემები, რომლის მიხედვით, ცოტა დავწინაურდით - 22-ე პოზიციაზე ავინაცვლეთ.

იქვეა მცირე განმარტება: "როგორც ცნობილია, გიორგი შერმადინი სლოვენიის ევრობასკეტზე ითამაშებს. იგი ბერძნული "ოლიმპიაკოსის" წევრია და თავისი წვლილი შეიტანა ევროლიგის ოთხთა ფინალის მოგებაში. შეგახსენებთ, რომ ბერძნებმა ევროლიგა ზედიზედ მეორედ მოიგეს".

ახლა ჩვენს მეტოქეებზე: პირველად დეკემბრის შემდეგ, ესპანეთმა პირველი ადგილი დათმო. ამის მიზეზი ისაა, რომ ოფიციალურად ითქვა - პაუ გასოლი სლოვენიაში არ ჩავა. პირველზე საფრანგეთის ნაკრები ავიდა.

მასპინძელი სლოვენია რეიტინგში მეხუთეა, ხოლო მეათეა ხორვატია, რომლის მწვრთნელმა ჟასმინ რეპეშამ ესპანურ "უნიკახასთან" სეზონის დასრულების შემდეგ კონტრაქტი გაწყვიტა.

ერთი საფეხურით დაწინაურდა და მე-17-ეზე ავიდა პოლონეთი, რომლის შემადგენლობაში თამაშიც საბოლოოდ გადაწყვიტა ფინიქსელმა მარცინ გორტატმა.

საქართველოს ერთით უსწრებს (21-ე ადგილზეა) ჩეხეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო