მარიუპოლში ცინცაძის თანაგუნდელებმა იყოჩაღეს და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს - 2:2
"მესამე პერიოდის ბოლოს გიორგი ცინცაძემ სირენასთან ერთად ჩააგდო ორქულიანი და "ბუდიველნიკის" სასარგებლოდ 65:52 დაფიქსირდა.

13 ქულა კი ის სხვაობა იყო, რომლის აღმოფხვრა "აზოვმაშს" გაუჭირდა და 63:80 დამარცხდა", - ვკითხულობთ ინტერნეტ-გამოცემა "ისპორტში".

ზედა აბზაციდან ბევრს შეიტყობდით, მაგრამ არაერთი კითხვაც გაჩნდებოდა. ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ ეს იყო უკრაინის ჩემპიონატის ფინალური სერიის მეოთხე მატჩი.

მანამდე 2:1-ს "აზოვმაში" იგებდა და 22 მაისს შინ მოგებით ჩემპიონობას ძალიან მიუახლოვდებოდა.

თუმცა, როგორც ზემოთ წერია, მარიუპოლში ცინცაძის თანაგუნდელებმა იყოჩაღეს და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს - 2:2.

ჩემპიონობას მოიპოვებს ის, ვინც ოთხჯერ მოიგებს. ასე რომ, როგორც საქართველოს ჩემპიონატში, უკრაინაშიც ყველაფერი თავიდან იწყება. სერიის მეხუთე თამაში 26 მაისს კიევში იგეგმება და ვუსურვებთ ცინცაძეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გამარჯვებით აღენიშნოს.

რაც შეეხება მის გამოსვლას 22 მაისს, მარიუპოლში ბუდიველნიკელთაგან ყველაზე მეტი სწორედ "ბუმ" ითამაშა - 34 წუთი. ვინც შეხვედრა იხილა, დაგვეთანხმება, რომ სარგებლიანობის მიხედვით, იგი ერთ-ერთი პირველი იყო. ამას ციფრებიც ადასტურებს: როცა ცინცაძე მოედანზე იყო, "ბუდიველნიკი" 17 ქულით დაწინაურდა.

გიორგიმ ორქულიანები და საჯარიმოები 50-პროცენტიანი სიზუსტით სტყორცნა - ორიანი 5 ჩააგდო, რასაც 2 საჯარიმო მიამატა და 12 ქულამდე ავიდა.

ამასთან, ოქმში მის გასწვრივ წერია: 3 პასი, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა. არც ის უნდა გამოგვრჩეს, რომ ქართველი პლეიმეიქერის წინაშე იდგა ლინ გრირი, რომელსაც ევროლიგაში არაერთი სეზონი ჩაუტარებია მაღალ დონეზე. მან 22 მაისს 18 ქულა ჩააგდო.

"ბუდიველნიკის" ბომბარდირი უკრაინელი მეფარე მიხაილ ანისიმოვი გახდა - 18.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"კალათბურთი მაღალ დონეზე ესმის" - ოსტინ რივზმა სანდრო მამუკელაშვილზე ისაუბრა
მერკვილაძის 12 ქულა და მისი გუნდის მარცხი ბელგიელებთან
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
"რა სირცხვილია, დიეტოლოგი დაიქირავე!" - თურქეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლუკაკუ გააკრიტიკა
18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
"სენტ-ტრუიდენთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
კსუ კავკასიამ ევროასპარეზზე პირველი გამარჯვება რუსთავში იზეიმა
მერკვილაძის 12 ქულა და მისი გუნდის მარცხი ბელგიელებთან
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
[VIDEO] გიორგი შერმადინის ბენეფისი და MVP-ს ტიტული — ტენერიფემ რომა გაანადგურა
ფუტსალი | საქართველო 2:3 კოსოვო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მ სტუმრად "მანჩესტერ სიტის" მოუგო
ბარკოლას ჰეთ-თრიკი, ალისონის კვლავ სამი გაშვებული გოლი და "ლივერპულის" "ლასკთან" გამარჯვება
"მანჩესტერ სიტისთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ბითაძის 14 ქულა 19 წუთში და "ორლანდოს" დამაჯერებელი გამარჯვება "კლივლენდთან"
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
"ოლისემ სიმშვიდე დაკარგა და ბურთი სახეში მესროლა" - "ვიკინგის" ფეხბურთელი
ვინისიუსის "ელ კლასიკოში" თამაში თითქმის გამორიცხულია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
ჩემპიონთა ლიგის ფინალი: ფაჩულია, რონალდო, დელ პიერო, სელფი და ცრემლები [PHOTO]
პსჟ-ის მეკარემ 30 უკრაინელი ბავშვი შეიფარა - საკვებით უზრუნველყოფა, ლოცვა და კინოჩვენება...
ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დასასწრები ბილეთების ფასი ცნობილია
"ლიონის" პრეზიდენტი: არ ვიცი, წავალთ თუ არა უკრაინაში
მანუჩარ მარკოიშვილი ევროლიგაზე "გალათასარაის" თავკაცის ერთ-ერთი იმედია
უკრაინაში შესაძლოა ევროპალიგის ხვალინდელი მატჩები არ ჩატარდეს
გიორგი ცინცაძის "დონეცკი" უკრაინის თასის ფინალში "ბუდიველნიკთან" დამარცხდა
მარიუპოლში მომხდარ აფეთქებას 11 წლის ტანმოვარჯიშე ემსხვერპლა
უკრაინამ სილვიო ბერლუსკონი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
გიორგი ცინცაძეს ორმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა
საქართველოს თასის ფინალი ბათუმში გაიმართება
აინარს ბაგაცკისი გიორგი ცინცაძესა და საქართველოზე
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
გიორგი შერმადინის აგენტი: მოლაპარაკება "ბუდიველნიკთან" არც მიმდინარეობს
ვენა, სევილია, თბილისი - სად ჩატარდება ევროპა ლიგა 2021-ის ფინალი?
5 ივნისს "ლელოს" სტუმარი გიორგი ცინცაძე იქნება
გიორგი ცინცაძე უკრაინის ჩემპიონია!
ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...