ამბობენ, კომპანია "ვისოლი" "ტორპედოს" პატრონობას აღარ აპირებს და გუნდიდან მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძეც მიდისო
ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ბევრ კითხვის ნიშანსა და საფიქრალს აჩენს. "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ გუნდი ქალაქის მუნიციპალიტეტს გადააბარა; გორის "დილას" პრობლემები ნაწილობრივ მოუგვარეს, მაგრამ არავინ უწყის, საბოლოოდ რა ბედი ელის.

გაურკვევლობაა სახელმწიფო გუნდებში - დააფინანსებენ თუ არა პირველ ლიგაში გავარდნილ ბათუმის "დინამოს", ფოთის "კოლხეთს"; ან ექნება თუ არა სათანადო ბიუჯეტი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ ლანჩხუთის "გურიას"?

ფეხბურთზე გული აუცრუვდათ "ვიტ ჯორჯიასა" და მარტვილის "მერანის" მეპატრონეებსაც...

ქართველი გულშემატკივარი უმაღლესი ლიგის კლუბების პრობლემებით შეწუხებულია და აქციებს აპირებს. ეს პროტესტი განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ფუტსალში უეფას "ოთხთა ფინალის" მონაწილის, "იბერია სტარის" მომავალიც სათუო გახდა.

ბოლო და ყველაზე მძაფრი რეაქცია კი ქუთაისის "ტორპედოში" განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია. აჟიოტაჟი არ ცხრება.

ბოლო ჭორი ასეთია: კომპანია "ვისოლი" "ტორპედოს" პატრონობას აღარ აპირებს და გუნდიდან მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძეც მიდისო.

რა ხდება სინამდვილეში? მართლა აპირებს "ვისოლი" გუნდის მიტოვებას? ამის შესახებ ქუთაისური კლუბის აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი პაპიაშვილს დავუკავშირდით.

- ბევრმა უკვე მიიჩნია, რომ გუნდიდან წახვედით. რეალურად რა ხდება "ტორპედოში"?

- ამ ხმებმა ჩემამდეც მოაღწია. თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ ახლა ისეთი აჟიოტაჟია ატეხილი, გაოცებული ვარ. მადლობა "ლელოს", ჭორ-მართალში გარკვევა რომ მოისურვა. გულშემატკივარი რომ არ ვანერვიულო, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის ჭორი და რეალობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია.

- შესაძლოა, ხმების გავრცელებას ხელი იმანაც შეუწყო, რომ შემადგენლობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე ინფორმაცია დადასტურდა...

- საკადრო ცვლილებები "ტორპედოშიც" ხდება და "რეალშიც", მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გუნდიდან მივდივართ და მის დაშლას ვაპირებთ. ამაზე არც გვიფიქრია. საერთოდ, რატომ ჩათვალეს, რომ გაახალგაზრდავება დაშლის ტოლფასი იქნებოდა?!

- ალბათ, იმიტომ, რომ გამოცდილი მოთამაშეების გაშვებაზე გავრცელდა ხმები, ასე კი გუნდი დასუსტდება...

- ჯერ ერთი, ჩვენ ყველა გამოცდილი ფეხბურთელის გაშვებას არ ვაპირებთ; მეორეც - გაცილებით ძლიერი გუნდის მშენებლობა გვსურს და არა "ტორპედოს" მიტოვება.

- ჯერ კიდევ ზამთარში ლაპარაკობდნენ ქუთაისში "ლუკოილის" მისვლაზე...

- დამიჯერეთ, მსგავსი მოლაპარაკება ჩვენ არც "ლუკოილთან" გვქონია და არც სხვა კომპანიასთან. ეს სრული აბსურდია. რომელ წასვლაზეა ლაპარაკი, პირიქით, "ტორპედოს" გაძლიერება და ქუთაისელი გულშემატკივრების გახარება გვსურს. ამ ხალხმა დაიმსახურა, რომ უფრო ძლიერი და სოლიდური კლუბი ჰყავდეთ.

თუმცა უფრო დეტალურად ამაზე ჩვენი პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე ილაპარაკებს - ის ახლა უცხოეთშია, თბილისში მალე დაბრუნდება და იტყვის - სად და როგორ მოვემზადებით.

ყველა დარწმუნდება - კი არ დავიშლებით, არამედ გავძლიერდებით. ბოლოს და ბოლოს, გუნდი ევროპის ლიგაზე გავიდა და უპასუხისმგებლო ხალხი არ ვართ, ასეთ დროს გუნდი მივატოვოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ევროსეზონი ახლოვდება: რას უმზადებს ქართულ კლუბებს წილისყრა

გრიგოლ დოლიძე - "ჩიხურაში", გიორგი ბერიაშვილი - "დინამოში"?

ქუთაისის "ტორპედო" გავრცელებულ ხმებს არ ადასტურებს

ქუთაისის "ტორპედო" და თბილისის "ლოკომოტივი" ერთიანდებიან?

ზაზა
მართალი ხარ ძმა რა უბედურებაა ეს საბჭოტა სახელები, იმ *** ჯოზეფ კლეიმ რო გადაარქვა რუსთავს მეტალურგი,დარჩეს მარტო დინამო ისიც იმიტომ რო ისტორია აქ,დანარჩენს კიდე ქონდეს მარტო იმ ქალაქის სახელი საიდანაც არის გუნდი
akhali
სახელწოდება-,,ტორპედო,ძალიამ მაგარია!მაგრად ჟღერს?თუ რატომ არ უცვლით?ვერ გამოდიხართ ამ საბჭოურ-რუსული სახელწოდებების აურიდან?ტრადიციები?ევროტურნირებზრ გუნდს მიღწევა არ ქონია,პოსსაბჭოეთში თუ ვინმე ბებერს ახსოვს-ჩაწყობილი თამაშებით(დეპრთან-4-3 და პროტასოვის ჰეთ-რიკი.. ,,სპექტაკლებით,,) რაგბისტების ადრე ,,სახლმშენი,, დღეს აიაა და ცუდია?ან მეტალუგი-დღეს ზესტაფონია! ან ამიხსენით ეს ტორპედო,მანქანის ნაწილია,რაკეტაა თუ უზბეკური ნესვი?
"ტორპედომ" ფრანგ შემტევს კონტრაქტი გაუფორმა
"ტორპედო" ევროთასებისთვის ძლიერდება - ლაცაბიძე საქართველოში დაბრუნდა
"ქართულ ფეხბურთში სტაგნაციას ვაფინანსებთ! მომაკვდავი პაციენტი აპარატზე გვყავს შეერთებული!" - გველესიანმა ფონდის ფულზე, ეროვნულ ჩემპიონატზე და გამოსწორების გეგმაზე ისაუბრა
შამანი ჯადოს მოხსნით კეინს დაეხმარა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონიც დაასახელა
"ტორპედო" ევროთასებისთვის ძლიერდება - ლაცაბიძე საქართველოში დაბრუნდა
მარინა შალამბერიძემ ნახევარფინალი და საჩემპიონო მატჩი იმსაჯა
უარი "ლივერპულს" - მუნდიალის ერთ-ერთმა აღმოჩენამ პსჟ აირჩია
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
კვლავ თურქეთში - მარკის რიდის ახალი კლუბი ცნობილია
ეუშტაკიუ: მაროკოს ან ნიდერლანდებს ყველაზე რთული მატჩი ელოდებათ
[VIDEO] პირველი მერვედფინალოსანი ცნობილია - კანადამ სამხრეთ აფრიკას სძლია
[VIDEO] გენერალური რეპეტიცია - საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ მატჩში სტუმრად ლატვია დაამარცხა
7-ქალა თასის ნახევარფინალშია
"ბორჯღალოსნები" | სამხრეთული ტურნესთვის 34 შეირჩა
პირველად ისტორიაში - აფრიკელების დიდი მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
კვლავ ნიდერლანდებში, თუმცა სხვა კლუბში - ვეგჰორსტი "ტვენტეში" გადაბარგდა
ჯგუფიდან ვერგასვლა არ აპატიეს - შოტლანდიამ სტივ კლარკი დაითხოვა
ყოფილ მწვრთნელთან - გრანიტ ჯაკა კარიერას სავარაუდოდ, "ჩელსიში" განაგრძობს
"ქართულ ფეხბურთში სტაგნაციას ვაფინანსებთ! მომაკვდავი პაციენტი აპარატზე გვყავს შეერთებული!" - გველესიანმა ფონდის ფულზე, ეროვნულ ჩემპიონატზე და გამოსწორების გეგმაზე ისაუბრა
ორი შემტევი გაუშვეს და შევსებაც მალევე მიიღეს - პსჟ 24 წლის ვინგერით ძლიერდება
[VIDEO] თოფურიამ საავადმყოფო დატოვა - როგორ გამოიყურება ქართველი ბრძოლიდან რამდენიმე დღის შემდეგ
[VIDEOS] მესიმ კვლავ გაიტანა, ალჟირმა და ავსტრიამ ფრედ ითამაშეს
სასჯელი სირცხვილისათვის - ურუგვაიმ ნაკრები უკან არ წაიყვანა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ქუთაისის მერია: გუნდი არ დაზარალდება!
ჟერარდ სარაგოსა: "ტორპედოსნაირი" პირობები ბევრ გუნდს ესპანეთშიც არ აქვს
ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე
"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე
ვინ იცის, რამდენი ტალანტი დაგვიკარგავს...
ტორპედო VS ჟილინა - სტუმარი ფავორიტია, მაგრამ ვიცით, როგორ მოვუგოთ
ჟერარდ სარაგოსა: საბანაძეს ფეხბურთის თამაში არ უნდა
ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
მამუკა კვარაცხელია: ყრილობას ეს წინადადებები მოეწონა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ᜐ
"ტორპედოს" დირექტორი: კლუბსა და ქომაგებს შორის დაპირისპირება არ არსებობს
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...
ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული
რევაზ ძოძუაშვილი: "ვისოლთან" პრეტენზია არ გვაქვს, მაგრამ "ტორპედოს" რა ეშველება?
ლევან ფხაკაძე: გულშემატკივრების გულისწყრომას გაგებით ვხვდებით