ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მშვიდობა კლუჟამდე: ული და ლუისი შერიგდნენ

მშვიდობა კლუჟამდე: ული და ლუისი შერიგდნენ

მაგრამ ვან გაალმა ჰიონესს მაინც უკბინა!
"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა პრეზიდენტ ული ჰიონესს კრიტიკაზე (ორშაბათის ნომერში დაწვრილებით ვწერდით) პასუხი "კლუჟთან" მატჩის წინ გასცა. ჰოლანდიელმა თქვა, რომ ჰიონესის კომენტარების გამო "გაკვირვებული და იმედგაცრუებულია" და რომ "გუნდის პრეზიდენტი მნიშვნელოვანი მატჩის წინ ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს." ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ვან გაალის განცხადების შემდეგ, რუმინეთში რეკორდმაისტერის მწვრთნელსა და ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა შედგა, რომელიც მიზნად ვან გაალისა და ჰიონესის შერიგებას ისახავდა.

"კიკერის" ინფორმაციით, ლუისმა და ულიმ შეხვედრის დროს ერთმანეთში გულახდილად ისაუბრეს, ხოლო საუბრის ბოლოს კი ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. შეხვედრის შემდეგ, "ბაიერნის" ვებ-გვერდმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ჰიონესსა და ვან გაალს შორის გაუგებრობა ამოწურულია და რომ პრეზიდენტიცა და მწვრთნელიც ძველებურად აგრძელებენ მუშაობას. შეხვედრაზე, რომელიც უშუალოდ "კლუჟთან" მატჩის წინ შედგა, ჰიონესისა და ვან გაალის გარდა, "ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე, ფინანსური მენეჯერი კარლ ჰოპფნერი და სპორტული დირექტორი კრისტიან ნერლინგერი იმყოფებოდნენ. ამ უკანასკნელის თქმით, ყველანაირი გაუგებრობა დასრულებულია და ისიც გადაწყდა, რომ "ბაიერნის" შეფები მომავალში უფრო ხშირად შეიკრიბებიან და ყველაფერს დეტალურად განიხილავენ ხოლმე.

ახლა კი, რაც შეეხება ვან გაალის პასუხს, რომელიც, ვფიქრობთ, მკითხველს ძალიან აინტერესებს. რუმინეთში ჩაფრენის შემდეგ, ბოსებთან შეხვედრამდე ლუისმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე ჰიონესის კრიტიკის შესახებ შემდეგი განაცხადა: "ახლა ნამდვილად არ მაქვს იმის სურვილი და დრო, რომ ისეთ პიროვნებას გავუმართო ფსიქოლოგიური ომი, როგორიც "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესია, მაგრამ არ შემიძლია, არ ვთქვა, რომ ჩემი აზრით, გუნდისთვის ასეთი მნიშვნელოვანი პერსონა ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს და ისიც უნდა იცოდეს, რომ პრეზიდენტის მკვახე კრიტიკას ყოველთვის კარგი შედეგი არ მოაქვს. ძალიან გაკვირვებული ვარ იმით, რომ "ბაიერნის" პრეზიდენტმა ჩემზე ასე ილაპარაკა, რადგან მიმაჩნია, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა სხვანაირი უნდა იყოს. მიკვირს ისიც, რომ ჰიონესმა ასეთი განცხადებების გაკეთება გუნდისთვის საკმაოდ რთულ პერიოდში გადაწყვიტა. სხვა თუ არაფერი, "ბაიერნს" ერთბაშად ცხრა ფეხბურთელი ჰყავს ტრავმირებული. მხოლოდ ერთს დავამატებ: ძალიან მიხარია, რომ ჯერ კიდევ "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ვარ."

ვან გაალი ჰიონესის კრიტიკას უფრო კონკრეტულადაც გამოეხმაურა. მაგალითად, ულის ბრალდებაზე იმის შესახებ, რომ ლუისი მეორეხარისხოვან ფეხბურთელებს ნაკლებ ყურადღებას აქცევს და მათი მოტივირებისთვის არაფერს აკეთებს, ჰოლანდიელმა უპასუხა: "მეორეხარისხოვანი ფეხბურთელები? ეს ჩემი კი არა, ჰიონესის სიტყვებია. მე ჩემს განკარგულებაში მყოფ არცერთ ფეხბურთელს მეორეხარისხოვანს არ ვუწოდებ. მთავარი ის არის, რომ მეც და ჰიონესმაც ერთმანეთზე კი არა, ერთმანეთთან ვისაუბროთ."

საუბარი კი, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, უკვე შედგა და ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური განცხადებით, პოზიტიური შედეგით დასრულდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა

თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა