საქართველოს ჩემპიონატის ფინალისტები, "შსს აკადემია" და "ოლიმპი" რაც მეტად უახლოვდებიან სეზონის დასასრულს, მით მეტად იძაბება სიტუაცია
საქართველოს ჩემპიონატის ფინალისტები, "შსს აკადემია" და "ოლიმპი" რაც მეტად უახლოვდებიან სეზონის დასასრულს, მით მეტად იძაბება სიტუაცია.

ეს ერთი მხრივ კარგია, დაძაბულობა მოედანზე მატჩის საინტერესოობაზე პირდაპირპროპორციულად მოქმედებს, თუმცა მთავარია, ემოციები მოედნის გარეთ არ გავიდეს.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე "ოლიმპის" მთავარმა მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა აღნიშნა - მეტოქემ ბინძური თამაში დაგვიპირისპირა, რისი საშუალება მსაჯებმაც მისცეს. მომდევნო მატჩში ჩვენც ვიცით, როგორ ვითამაშებთო... მწვრთნელმა იქვე დაამატა - წაგებას მსაჯებს არ ვაბრალებ, ჩვენი ბრალია, განსაკუთრებით ბევრი შეცდომა მეოთხე პერიოდში დავუშვითო.

მართლაც, "შსს აკადემიამ" განსაკუთრებით კარგად მეოთხე რაუნდი ჩაატარა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა.

ემოციები და დაძაბულობა ვახსენეთ და თამამად შეიძლება ითქვას, რომ წინა ორი ფინალისგან განსხვავებით, 23 მაისს, ბოლო წამებამდე თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა. წინასწარ იმის თქმაც შეიძლებოდა, რომ ერთ ჩაგდებულ ან აცილებულ საჯარიმოს შეხვედრის ბედის გადაწყვეტა შეეძლო.

ასეც მოხდა: საფინალო სირენამდე 2:16 წუთით ადრე საჯარიმოს ხაზზე დადგა შსს-ელი კირკ არჩიბეკი და ორივე ტყორცნა გამოიყენა - 67:65.

გავიდა 33 წამი და საპირისპირო კალათთან საჯარიმოს სატყორცნელად ოლიმპელი სტევან მილოშევიჩი მოემზადა, თუმცა ორივე სროლა გაუცუდდა და... ამას მოჰყვა ილია ლონდარიძის (შსს) სამი ქულა, რომელმაც აკადემიელები სირენამდე 1:11 წუთით ადრე 70:65 დააწინაურა. დარჩენილ დროში შსს-მ მიღწეულის შენარჩუნება შეძლო და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა.

დავწერეთ მატჩის ბოლო წუთებზე, მაგრამ არაფერი გვითქვამს ზოგად სურათზე.

- წარმოუდგენელია, მაგრამ მეტოქე ამის გამო პატივისცემას იმსახურებს - პირველ ტაიმში "ოლიმპმა" 10-დან 7 სამქულიანი ჩააგდო, - აღნიშნა შსს-ელთა დამრიგებელმა გიორგიოს კეცელიდისმა. მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე 5-დან 4 სამიანი იყო.

სწორედ შორეული ტყორცნების შედეგად დაწინაურდა "ოლიმპი" 8 ქულით, მაგრამ "შსს აკადემიას" კალათბურთელები საპასუხოდ ფარქვეშიდან უტევდნენ და პირველ ნახევარში სამწამიანი ზონიდან ჩაგდებული ქულებით მეტოქეს 20:12 აჯობეს. ლოგიკური იყო პირველი ტაიმის შედეგიც, რომელიც "ოლიმპმა" მინიმალური სხვაობით, 42:41 მოიგო.

მესამე ათწუთეულში ორივე გუნდმა დაცვის სიმტკიცე გვიჩვენა, სულ 20 ქულა ჩააგდო. მეოთხეში კი შსს ბოლომდე გაიხსნა - თუ მანამდე, 30 წუთში მხოლოდ ერთი სამიანი ჰქონდა ჩაგდებული, ბოლო რაუნდში დეონტა ვონმა, აკაკი ლომოურმა და ბენჟამინ რეიმონდმა აკადემიელებს სამქულიანებით 9 ქულა მოუტანეს.

ამას კი სოკის ("ოლიმპი") სამიანი მოჰყვა და ბოლო სამ წუთში რაც მოხდა, ზემოთ უკვე მოგახსენეთ.

ისიც დავწერეთ, რომ სერიას "შსს აკადემია" იგებს - 2:1. მეოთხე შეხვედრა 24 მაისს, 18 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ სერია სამ მოგებამდეა.

მატჩის შემდეგ მართებული რამ თქვა გიორგიოს კეცელიდისმა:

"არავის არაფერს ვაბრალებ, უბრალოდ, სამომავლოდ გასათვალისწინებლად ვამბობ: ფინალურ სერიაში მატჩებს შორის ერთმატჩიანი დასვენება უნდა იყოს, რათა კალათბურთელებმა ძალების აღდგენა მოასწრონ და უფრო ხარისხიანი მატჩები ვიხილოთ. ეს მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა".

შსს აკადემია-ოლიმპი 74:67

შსს აკადემია 19 22 8 25

ოლიმპი 25 17 12 13

სერია: 2-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს კანდიდატთა ნაკრებმა ჩინეთში ტურნირი გამარჯვებით დაასრულა
ბათუმმა თსუ ფანტასტიკურ ფინალში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"შსს აკადემია" ლეგიონერებით ძლიერდება
"ქუთაისმა" "ოლიმპი" ისევ ბოლო წამებზე დაამარცხა
სუპერლიგა 2013-14. XIII ტური: ტრანსფორმაცია მეოთხეში
სუპერლიგა. IV ტური: გიორგი ცინცაძე შსს-აკადემიას გამარჯვებაში დაეხმარა
"ქუთაისმა" ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა
"შსს-აკადემიამ" პირველი წრე საამაყო გამარჯვებით დაასრულა
სუპერლიგა. "იუვენტუსმა" ნეიტარლური პოზიცია დაიკავა
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | "ბათუმმა" "თელავი" დაამარცხა
ოლიმპმა ქუთაისი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერს გაუთანაბრდა
ევროსასამართლომ განაჩენი გამოიტანა - როდის მიიღებს პერესი სუპერლიგის შექმნაზე თანხმობას?
სუპერლიგა. კატასტროფის წინაშე - "ნაპოლი" შეიძლება მწარედ დასაჯონ
სპალეტი: ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სიტუაცია საგანგაშოა
"ქუთაისი 2010" საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა
"ნაპოლის" სუპერლიგაში ასპარეზობა სურს, ევროპული ფეხბურთი გახლეჩის პირასაა - დამარცხებული სასიკვდილო დარტყმას მიიღებს
"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ
"შსს-აკადემიამ" "დინამოს" პირველი მარცხი აგემა
"ქუთაისმა" "ოლიმპს" კვლავ მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონობას მიუახლოვდა