ოთარ ჭიჭაღუა: "ესპანელი ბიჭების პროფესიონალურმა დამოკიდებულებამ გამაოცა - მათ მიდგომაში მივხვდი, რამდენით ჩამოვრჩებით"
ახლახან 16 წლის ოთარ ჭიჭაღუა ესპანეთში გასინჯვაზე იყო. მან "ესპანიოლის" ასაკობრივი გუნდის მწვრთნელებს თავი მოაწონა და მისი გუნდში დატოვება გადაწყვიტეს.

ოთარი თბილისელია, ვარჯიშობდა "საბურთალოში", "დინამოს" აკადემიასა და "ლოკომოტივში". ცენტრალური მცველი, ასაკის კვალობაზე, საკმაოდ მაღალია (185 სმ).

ორი წლით ესპანიოლში

"მე თემურ ფოცხვერიასა და გურამ ჩომახიძის აღზრდილი ვარ. მათი ნასწავლი ესპანეთშიც გამომადგა. იქ ქართველი მენეჯერის, თორნიკე მაისურაძის დახმარებით მოვხვდი - რუსთავის "მეტალურგის" ყოფილ მწვრთნელში არ აგერიოთ, წლებია, ბარსელონაში ცხოვრობს, სამენეჯერო სააგენტო აქვს და "ესპანიოლთან" ხელშეკრულებით თანამშრომლობს. კლუბმა მას ნიჭიერი ბავშვების შერჩევა დაავალა და სინჯებზე ასე აღმოვჩნდი.

სულ 60 უცხოელი ვიყავით, მათ შორის, 4 - ქართველი. საბოლოოდ, 10 საუკეთესოს შორის 3 ქართველი მოვხვდით, ბოლოს კი მე და ბრაზილიელი დაგვტოვეს და გვითხრეს, რომ მალე "ესპანიოლი" 2-წლიან კონტრაქტს გაგვიფორმებდა.

გუნდმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში საბუთები წარადგინა და "ესპანიოლს" ერთ თვეში შევუერთდები. მართალია, ევროკავშირში ქართველ არასრულწლოვნებს თამაშის უფლებას შეზღუდულად აძლევენ, მაგრამ ამ შემთხვევაში, პრობლემებს თავად ესპანელები მოაგვარებენ.

ამ ქვეყანაში თამაში ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და დიდი სტიმულია. ძალიან მინდა, რომ ეს შანსი გამოვიყენო და დიდი ფეხბურთი ვითამაშო", - ამბობს ჭიჭაღუა.

ახალგაზრდა მოთამაშე ესპანელთა პირობებზეც გველაპარაკა:

"ესპანიოლი" ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საუკეთესო კლუბია. რა თქმა უნდა, პირობებიც ძალიან მაღალ დონეზეა - ფეხბურთელს ყველანაირად ხელს უწყობენ, შესაძლებლობები რომ წარმოაჩინოს.

ძალიან დიდი დატვირთვებია და სულ ტემპში თამაშს ითხოვენ. ყველაზე სასიამოვნო კი მოთამაშეებისადმი მწვრთნელთა მიდგომაა. მოედნის გარეთ ფეხბურთელებთან საკმაოდ მეგობრული დამოკიდებულება აქვთ.

სხვათა შორის, ესპანელი ბიჭების პროფესიონალურმა დამოკიდებულებამაც გამაოცა - მათ მიდგომაში მივხვდი, რამდენით ჩამოვრჩებით.

ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი კვების საკითხშია. თავად იციან, სპორტსმენს რა სჭირდება, თამაშის დღეს როგორ იკვებოს და დასვენების დროს სხვა მენიუ რომ ესაჭიროება.

საქართველოში კი შეიძლება, თამაშამდე ერთი საათით ადრე ფეხბურთელი გარეთ გავიდეს და ხაჭაპური ჭამოს. ეს ყველაფერი თამაშზე აისახება. არადა, სპორტსმენისთვის სწორი კვება ძალიან მნიშვნელოვანია".

კიდევ სამს ელოდებიან

"ლელო" ფეხბურთელის მენეჯერს, თორნიკე მაისურაძესაც გაესაუბრა:

"ადრე ესპანელებს მოთხოვნა ჰქონდათ სამხეთამერიკელებზე, მაგრამ ჩემი დარწმუნების შედეგად, გადაწყვიტეს, ქართველი ბავშვებიც წაიყვანონ. მათ კარგად იციან, რომ ნიჭიერი ბავშვები გვყავს და ჩემს წინადადებას დათანხმდნენ. ასე აღმოჩნდა ჭიჭაღუა "ესპანიოლში".

ჩემი აზრით, ოთარს ესპანეთში დამკვიდრების შანსი აქვს. მისი იმედი არა მხოლოდ მე მაქვს, არამედ მწვრთნელებსაც. ყველა ამბობს, რომ 16 წლის ბავშვს დიდი ასაკის მოთამაშის აზროვნება და გონიერება აქვს. მწვრთნელმა მითხრა, ეს ბავშვი შვილივით შემიყვარდაო. ეს იმ დროს, როდესაც ძალიან ბევრი რეკლამირებული მოთამაშე უკან გაუშვეს.

ოთარის პოზიციაზე მოსკოვის "სპარტაკის" მოთამაშე, რუსეთის ნაკრების კანდიდატი ჩამოიყვანეს და წინასწარ ისეთ ლეგენდებს ყვებოდნენ, ვიფიქრე, ვარსკვლავი მოგვყავსო. მაგრამ მწვრთნელმა პირდაპირ უთხრა, რომ ოთარის კონკურენტად ვერ გამოდგებოდა.

რომ იცოდეთ, ჭიჭაღუას ვარჯიშებზე სხვა გუნდების სელექციონერებიც აკვირდებოდნენ და კონტრაქტის გაფორმების სურვილი "ვილიარეალისა" და "სარაგოსას" წარმომადგენლებმაც გამოთქვეს, მაგრამ "ესპანიოლი" მისი ხელიდან გაშვებას არ აპირებს, 18 წლის რომ გახდება, მერე უკვე პროფესიონალურ ხელშეკრულებას შესთავაზებენ.

მთავარია, შრომა არ დაიზაროს და არ ჩათვალოს, რომ უკვე ვარსკვლავია. პირიქით, კარიერის აწყობას ახლა იწყებს".

მაისურაძე გვიყვება, როგორ მოხვდა ესპანეთში:

"უკვე 12 წელია, რაც ესპანეთში ვცხოვრობ. 20 წლიდან სეგუნდა "ბ" დივიზიონის "ორიჰუელას" ახალგაზრდულ და ძირითად გუნდებში ვთამაშობდი, მაგრამ მერე ფეხი სამ ადგილას მოვიტეხე და კარიერა ვეღარ გავაგრძელე.

ფეხბურთის გარეშე ცხოვრება არ მსურდა და ესპანეთის ფედერაციაში ლიცენზირება გავიარე. ბავშვთა მწვრთნელად საფეხბურთო აკადემია "დეპორტივო ვილა ოლიმპიცაში" ვმუშაობდი - ეს ბარსელონაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი საფეხბურთო სკოლაა და ყველა ასაკში 42 გუნდი ჰყავს, ფილიალები აქვს აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში.

არ გამოვრიცხავ, მალე რომელიმე ქართულ სკოლასთანაც ვითანამშრომლოთ, ერთკვირიანი კემპები მოვაწყოთ და ესპანეთში ნიჭიერი ბავშვები წავიყვანოთ.

მენეჯერობა შარშან დავიწყე და წარსულში საკმაოდ ცნობილ ფეხბურთელთან, ისიდრო ივერიო ლუისთან ერთად, სამენეჯერო სააგენტო ჩამოვაყალიბე. ვთანამშრომლობთ ესპანეთის პრიმერა, სეგუნდა და სეგუნდა B დივიზიონის გუნდებთან.

სხვათა შორის, ოთარის გარდა, "ესპანიოლში" კიდევ 3 ქართველი ბიჭი იყო ჩამოსული. მართალია, ახლა მხოლოდ ჭიჭაღუა დატოვეს, მაგრამ მათგან ორი, გეგი კეკუა და ლუკა სტეფანიშვილი, მომავალ სინჯებზე კიდევ მიიწვიეს, რადგან ისინიც მოეწონათ და დიდი ალბათობაა, დეკემბერში ჩამოიყვანონ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი სარჯველაძე - "ერკულესიდან" ბასკეთში

nini
წარმატებები ამ ბიჭს, ისე მართლა რამდენ გუნდშია ტურმე აქ საქრთველოში დაწუნებული, ვინ იცის როგორ ატკინეს გული, მართლა ვაი საცოდავო საქართველოვ და აქ უნდათ მერე საქართველომ წარმატებას მიაგწიოს? ასე ვერაპერსაც ვერ მიაგწევს, აქ სულ ნაცნობობიტ ხდება ყველაპერი და ამიტომაცააა რომ ჩაკვდა ქართული პეხბურტი, ამ ახალგაზრდას კი დიდ ქარმატებებს ვუსურვებ და მის გამზრდელ მწვრტნელებსაც ვულოცავ
Temo
წარმატებები, არ დაიზარო დაუღალავი ვარჯიში. დაგლოცოს ღმერთმა
uza
წარმატებები
gizog
სულ გამარჯვებით გევლოს ოთარ! შანსი უნდა გამოყენო 100%-ით. უფალი გფარავდეს ყველგან.
ელი გორდელიანი
გილოცავ,ოთარ,აბა შენ იცი, შვილო, გვასახელე ქართველები მსოფლიო მასშტაბით.ბედნიერია ის მასწავლებელი, რომელსაც ასეთ სახელს მოუტანს თავისი აღსაზრდელი, დიდი აპლოდისმენტები თემურ ფოცხვერიასა და გურამ ჩომახიძეს,ასევე მაისურაძეს, რომელმაც ირწმუნა შენი შესაძლებლობები,( სამწუხაროდ, დინამოს აკადემიამ და საბურთალოს კლუბმა ვერ დაინახეს)ნეტავ საქართველოში ბლომად გვყავდეს ამნაირი ადამიანები. მხოლოდ წინ გევლოს,შვილო,ვარსკვლავებისკენ!
დუდუ
ეხლა აქ რამდენ გუნდში დაბრაკეს, გაიკითხეთ ჟურნალისტებმა და გეცოდინებათ, რა დღეშია და ვის ხელშია საცოდავი ქართული ფეხბურთი.
irine
ძალიან მიხარია ოთარის წარმატება, ნამდვილად კარგ ფეხბურთს თამაშობს და დიდი იმედი მაქვს რომ ახლო მომავალში არა მარტო ჩვენ არამედ მთელი მსიფლიო უგულშემატკივრებს!!! რაც სშეეხება თორნიკე მაისურაძეს ანუ ჩემს მაზლუკას:))))) ვუსურვებ რომ კიდევ ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას გაუკვალოს გზა. ოთოს კი ველოდებით ბარსაში!!!!
kei
მისასალმებელი და ძალიან სასიამოვნოა ფაქტია მთავარია ქართველებმა სიზარმაცე დავძლიოთ და ყველაფერს შევძლებთ ოთარს წარმატებები.
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
“მახსოვს ეს ისტორია…” - უკრაინელმა ჟურნალისტმა ახსნა, რატომ არჩია წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
ოთარ ჭიჭაღუა და "ალავესი" ესპანეთის პრიმერა დივიზიონზე ფიქრობენ
ოთარ ჭიჭაღუა - "ესპანიოლის" ნაცვლად, "ბადალონაში"
ბედის საძიებლად ესპანეთში - გეგი ვეკუა უკვე კონკრეტულ შეთავაზებებს ელოდება
გიორგი აბურჯანია: მიყვარს რემარკი, ჭავჭავაძე, დოჩანაშვილი...
არმაზ ჯელაძე: ბოლნისის "სიონს" შეუძლია ევროსაგზურის მოპოვება
უცნობი ქართველი ესპანეთში - პრიმერას დუბლები ან სეგუნდა?