"შანსი ყოველთვის არის, როდესაც ისეთ საფეხბურთო ქვეყანაში თამაშობ, როგორიც ესპანეთია"
ბოლო ათწლეულებში, უცხოეთში ბევრი ქართველი გადაიხვეწა. მცირე ნაწილი საინტერესო და პერსპექტიული ფეხბურთელია, რამდენიმე სხვადასხვა ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებში მოხვდა და ძლიერი გუნდები დააინტერესეს. ბევრზეც ამას ვერ ვიტყვით. მაგრამ შესაძლოა, მათი რაოდენობა უფრო მეტიც იყოს, ვიდრე საქართველოში დარჩენილი ფეხბურთელებისა და ვცდილობთ, საინტერესოები აღმოვაჩინოთ და მათზე მოგითხროთ...

ერთ-ერთი ასეთი გეგი კეკუაა - ახალგაზრდა ფეხბურთელი ბედის საძიებლად ესპანეთში გაემგზავრა და თვლის, რომ გაუმართლა.

"უკვე წელიწად-ნახევარია, რაც ესპანეთში ჩამოვედი. მანამდე საქართველოში ვთამაშობდი, გურამ ჩომახიძესთან და თემურ ფოცხვერიასთან ვვარჯიშობდი. მერე "ავაზა-ვისოლის" წევრი ვიყავი, რომელსაც ქუთაისს "ტორპედო" აფინანსებდა და საიდანაც მთავარ გუნდში რამაზ მუმლაძემ ბევრი ახალგაზრდა გადაიყვანა.

სხვათა შორის, ვასილ მაისურაძემ ერთხელ გასინჯვაზე იმ 17-წლამდელთა ნაკრებშიც მიმიწვია, რომელიც მერე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.

მაგრამ რაც ქართულ ფეხბურთში ხდება, ყველას კარგად მოგეხსენებათ და ევროპაში წასვლა მსურდა და მზად ვიყავი, თუნდაც დაბალი ლიგის გუნდში ჩავრიცხულიყავი. დარწმუნებული ვიყავი, რომ კარიერის აწყობას ასე უფრო მოვახერხებდი", - ამბობს კეკუა.

19 წლის მოთამაშე გვიყვება, როგორ მოხვდა ესპანეთში:

"ჩემდა საბედნიეროდ, გავიცანი ქართველი მენეჯერი თორნიკე მაისურაძე, რომელსაც ბარსელონაში სამენეჯერო სააგენტო აქვს და "ესპანიოლის" სელექციაში ეხმარება. ამ გუნდში გასინჯვაზე მისი დახმარებით მოვხვდი და მერე ბარსელონაში დავრჩი.

წინა სეზონი დაბალი ლიგის გუნდ "ბელვიტგეში" გავატარე, რომელიც ჟუვენილ პრიმერა დივიზიონს გამოდიოდა. ახლანდელ სეზონში კი კატალონიის უმაღლეს ლიგაში ვთამაშობ. არის ასეთი გუნდი "გრამანეტი", რომელმაც საბუთების პრობლემა მომიგვარა, შრომის ვიზა გამიკეთა და ერთწლიანი კონტრაქტი გამიფორმა.

"გრამანეტი" 2014 წელს ესპანეთის ლიგიდან გამოვარდა და ახლა კატალონიის რეგიონულ ლიგაში გამოდის. მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობას ესპანურ ლიგაში დაბრუნებისა და ინვესტიციების მოზიდვით გაძლიერების იმედი გააჩნიათ.

შესაძლოა, ბევრს "გრამანეტის" სახელი არაფერს ეუბნება, პრიმერა და სეგუნდა დივიზიონებშიც არასოდეს უთამაშია. მაგრამ ჩემთვის ეს გუნდი ყველანაირად სასურველია, რადგან ძალიან კარგ პირობებში ვვარჯიშობთ, საკმაოდ დიდი ისტორიის მქონე გუნდია და მშვვენიერი სტადიონი აქვს.

რაც მთავარია, ეს გუნდი ცნობილი მოთამაშეების გაზრდითაა ცნობილი. მაგალითად, ბოლო წლებში, აქ იწყებდნენ კარიერას ესპანეთის ნაკრებისა და "ვალენსიას" ყოფილი მცველი კურო ტორესი და "ბარსელონასა" და "აიაქსის" ყოფილი მცველი ოლეგერი, რომელიც, ერთი ხანობა, "ბარასას" დაცვის ცენტრში პუიოლთან ერთად იდგა".

კეკუა ცენტრალური ნახევარმცველია და გუნდში 10-ნომრიანი მაისურით თამაშობს. ამბობს, რომ მომავალს იმედიანად უყურებს:

"ამ გუნდში კარიერულ პერსპექტივასაც ვხედავ და უკეთეს ლიგასა და გუნდში მოხვედრის იმედიც მაქვს. ამის შანსი ყოველთვის არის, როდესაც ისეთ საფეხბურთო ქვეყანაში თამაშობ, როგორიც ესპანეთია.

ჩემს აგენტთან ლაპარაკის შემდეგ რაღაც გეგმები დავსახეთ და ზაფხულისთვის კონკრეტულ შემოთავაზებებს ველოდებით. წინასწარ გუნდებზე ლაპარაკი არ მინდა, მაგრამ იმას კი გავამხელ, რომ ესპანეთის ბევრად მაღალი ლიგის გუნდები დაინტერესდნენ.

ვნახოთ, ამ მოლაპარაკებებიდან რა გამოვა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოიგებს "კვარა" "ოქროს ბურთს"? - დეტალური ანალიზი
მოლაპარაკებები ბერძნულ გრანდთან - გოჩოლეიშვილი სავარაუდოდ, "შახტარში" ისევ არ დარჩება
კიტეიშვილის საგოლე გადაცემა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგისკენ მიიწევს
გადაწყდა - ბელგიის ნაკრებს ვან ბომელი ჩაიბარებს
ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება
18 წ. | მესამედ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე
7-კაცა | მეორე ეტაპზე სპლიტში
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
მჯდომარე ცხოვრების წესი და პროქტოლოგიური პრობლემები
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
[VIDEO] უნაი სიმონმა და იერემი პინომ ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს
"სლოვანის" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, "იბერია 1999" ფეხბურთელებსა და სტაფს 1 მილიონიან პრემიას გაუკეთებს
[PHOTO] ვინისიუსის ცნობა გაგიჭირდებათ - ბრაზილიელმა პლასტიკური ოპერაცია ჩაიტარა
ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
თბილისის "დინამომ" ფრანგ ნახევარმცველს გაუფორმა კონტრაქტი
ლეგენდარული კევინ კიგანი გარდაიცვალა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
წიტაიშვილის დამატების სურვილი ფრანგულ, გერმანულ და ნიდერლანდურ კლუბებს აქვთ
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
"დე ლა ფუენტეს ისეთ ადგილას დავიხატავ, რომ..." - კუკურელია პირობას ასრულებს
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
რამაზ მუმლაძე: თამაშს ერთი კაცი არ აგებს...
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
[ტრანსფერი] ლევან მაჭარაშვილმა უკრაინის პირველ ლიგას ლიტვის ჩემპიონატი ამჯობინა
წარმოგიდგენთ ევროს გრანდებს. იტალიის ნაკრებს გაგაცნობთ რამაზ მუმლაძე
19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით
მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
...უცნობი ისტორია ჯაბა კანკავაზე - გერმანია-საქართველო სპეციალისტის თვალით
ᓞᓝᓠᓢᓠᓔᓢᓘ: ᓯᓐᓑᓐ ᓙᓐᓜᓙᓐᓕᕐ - ᓒᓐᓕᓠᓝᓨᓘ
16 წლის ქართველი, რომელმაც "ესპანიოლი", "ვილიარეალი" და "სარაგოსა" მოხიბლა
ოთარ ჭიჭაღუა - "ესპანიოლის" ნაცვლად, "ბადალონაში"
უცხოეთიდან ბევრი ქართველი ჩამოსულა და ქართულ ფეხბურთში ფული დაუბანდებია?!
უცნობი ისტორიები: ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია აღმზრდელის თვალით
გიორგი აბურჯანია: მიყვარს რემარკი, ჭავჭავაძე, დოჩანაშვილი...
ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]
დავით ხოჭოლავა: ნაკრები? ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ!..
გაბრწყინებული საქართველო: ჰქმენ, რაც შენი ფერია
ევროთასები 2017/18. ჩვენ და სლოვაკები: აქაც უარყოფითი ბალანსი...
დავით თარგამაძემ "ოლეკსანდრიაში" ბესიკ ამაშუკელი მიიყვანა
"მზად ვარ, "ტორპედოში" სოლიდური ინვესტიცია დავაბანდო და "დინამოს" კონკურენტი გავხდეთ"
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
არმაზ ჯელაძე: ბოლნისის "სიონს" შეუძლია ევროსაგზურის მოპოვება
გიორგი პაპავა: ამპლუის გამო თბილისის "დინამოში" სულ უსიამოვნებები გვქონდა
რამაზ მუმლაძე: ეს თაობა მალე ქართული ფეხბურთის კრიზისს დაგვავიწყებს
რამაზ მუმლაძე: ევროთასების წილისყრამ ოპტიმისტურად განმაწყო!
U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
უცნობი ქართველი ესპანეთში - პრიმერას დუბლები ან სეგუნდა?