შემდეგი მეტოქე შოტლანდიაა
შეხვედრა ისე დაიწყო, უკეთესს ვერც წარმოვიდგენდით, მე-6 ჯგუფის ფავორიტი ინგლისელები კი ამას არ ელოდნენ: მე-7 წუთზე მეკარე ჯორდან პიკფორდმა ქართველთა მოთამაშესთან უხეშად ითამაშა და შვეიცარიელმა მთავარმა არბიტრმა საშა ამხოფმა მოედნიდან გააძევა.

ინგლისელთა მთავარი მწვრთნელი ნოელ ბლეიკი იძულებული გახდა, ნახევარმცველი ბენ პირსონი მეკარე კემერონ დოუსონით შეეცვალა - სათამაშო სტრატეგია კი მთლიანად შეეცვალა.

ამის შემდეგ მოვლენები ბრიტანელებისთვის კიდევ უფრო კატასტროფულად წარიმართა: 8-ე წუთზე კი გიორგი ფანცულაიამ საჯარიმოს დარტყმის უფლება მიიღო და ანგარიში გახსნა - 1:0.

ინგლისელები მალე გამოფხიზლდნენ და შემოგვიტიეს: სახიფათო გამოდგა ლუის ბეიკერისა და კალუმ ჩემბერსის დაარტყმები.

არც ჩვენები იყვნენ გულხელდაკრეფილები: 33-ე წუთზე სახიფათო შეტევის დაგვირგვინებას დავით მთივლიშვილი ცდილობდა, მაგრამ მეკარე დოუსონმა თავისიანები გადაარჩინა.

ინგლისელებმა მაინც იძალეს: 38-ე წუთზე მაქს კლეიტონმა ანგარიში გაათანაბრა 1:1.

43-ე წუთზე ისევ კლეიტონმა შემოგვიტია და ამჯერად მეკარე გაბრიელ თებიძემ გუნდი გადაარჩინა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები უკეთ გამოიყურებოდა. პირველი სახიფათო მომენტი  გურამ სამუშიამ შექმნა - დოუსონმა კვლავ საიმედოდ ითამაშა. სახიფათო გამოდგა, მაგრამ უშედეგოდ დასრულდა ფანცულაიას, ბაჩო არაბულისა და  მთივლიშვილის შეტევები.

ინგლისელებმა რეალური მომენტი მხოლოდ 51-ე და 67-ე წუთებზე შექმნეს: მაგრამ ჩუბა აკპოვასა და კალუმ ჰარიოტის მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია.

ამის შემდეგ საქართველომ მთელი ძალებით შეუტია: ინგლისელები მეკარემ 69-ე წუთზე თემურ მაროზაშვილის დარტყმის შემდეგ გადარჩინა, 70-ე წუთზე კი რეალური საგოლე მომენტი არაბულს უკვე ჰქონდა.

78-ე წუთზე სახიფათო გამოდგა ავთო ენდელაძის შეტევა.

83-ე წუთზე კი გია ცეცაძის გუნდის დაწინაურება ისევ ფანცუალაიას შეეძლო, 88-ე წუთზე კი - მარკოზაშვილს, მაგრამ ბრიტანელთა მეკარე უშეცდომოდ თამაშობდა.

საბოლოოდ, მატჩი 1:1 დასრულდა და საქართველო ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსებს ინარჩუნებს.

მე-6 ჯგუფის მეორე შეხვედრა მასპინძელ ბელგიასა და შოტლანდიას შორის დრამატულად წარიმართა.

პირველ ტაიმში სქოთები 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ მასპინძლებმა მეორე ტაიმში თამაში შემოატრიალეს და მეტოქეს ქულა და ევროფინალში მოხვედრის იმედი გამოძალეს - 2:2.

საქართველო - ინგლისი 1:1

24 მაისი. ბორნემი. "რევეენსტადიონი".

გოლები: 1:0 ფანცულაია (8) კლეიტონი (38).

გაფრთხილება: სამუშია (30), ტერნბული (43), ზივზივაძე (45), ფანცულაია (64).

გაძევება: პიკფორდი (7)

საქართველო: თებიძე - მთივლიშვილი, ჭანტურია, სანდოხაძე, უბილავა - სამუშია, ცნობილაძე, ენდელაძე - ფანცულაია, არაბული, ზივზივაძე

სათადარიგოები: მიქავა, გურეშიძე, ზარანდია.

ინგლისი: პიკფორდი, ლეიგი, ტერნბული, ბრაუნინგი, ოკონელი, პირსონი, ჰარიოტი, ჩემბერსი, ბეიკერი, აკპომი, კლეიტონი.

სათადარიგოები: კულტჰერსტი, მერფი, უოლესი, სვიფტი.

8. პირსონი - დოუსონი

73. კლეიტონი - კემპბელი

86. ჰარიოტი - უებსტერი

57. სამუშია - მარკოზაშვილი

83. ცნობილაძე - დვალი

90. ფანცულაია - კაჭარავა

არბიტრი: ს. ამხოფი (შვეიცარია)

ბელგია - შოტლანდია 2:2

გოლები: 0:1 ბეკი (19), 0:2 მაკლეოდი (24), 1:2 ვერსტრეიტი (48), დე სარი 2:2 (55).

VI ჯგუფი

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბელგია 1 0 1 0 2-2 1

2. შოტლანდია 1 0 1 0 2-2 1

3. ინგლისი 1 0 1 0 1-1 1

3 საქართველო 1 0 1 0 1-1 1

შემდეგი ტურის მატჩები 26 მაისს გაიმართება. ვესტერლოს "ოოსტერზონენ არენაზე", თბილისის დროით 17:00 საათზე საქართველო შოტლანდიას შეხვდება, ბელგია კი - ინგლისს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფანცულაია "სამგურალის" ფეხბურთელი გახდა
ბათუმის "დინამომ" ფანცულაის კონტრაქტი გაუფორმა
ეროვნული ლიგის I ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
ფანცულაია ყაზახეთში ცხადაძის გუნდში გადავიდა
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
გიორგი ფანცულაია კარიერას "ჩიხურაში" გააგრძელებს
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
ქუთაისის "ტორპედომ" ოთხი ფეხბურთელის წასვლის შესახებ გვაუწყა
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა