ამ უქმეებზე ტიუმენი ძიუდოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს - მასტერსს მასპინძლობს
ამ უქმეებზე ტიუმენი ძიუდოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს - მასტერსს მასპინძლობს, რომლის საპრიზო ფონდიც 200 ათასი დოლარია. აქედან ჩემპიონები 6 000 მიიღებენ, ვერცხლის მედალოსნები - 4 000, ბრინჯაოსი - 2 000. ამასთან 1000-1000 დოლარით დაჯილდოვდებიან საუკეთესო იპონის შემსრულებლები ქალებში და ვაჟებში.

თანხის გარდა, მასტერსი ქულებითაც გამორჩეულია. მაგალითად, გამარჯვებული რეიტინგში 700 ქულას მიიღებს, ამაზე მეტი კი მხოლოდ მსოფლიოს პირველობასა და ოლიმპიადაზე გაიცემა.

ტიუმენში ჩვენგან 10 ქართველი ჭიდაობს, რადგან ლომერ ჟორჟოლიანი (100) ჯერ კიდევ ანთალიაში ერთობლივ ვარჯიშებზე ყოფნისას ავად გახდა და იქიდანვე დაბრუნდა თბილისში, ტიუმენში არც წასულა.

ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ამირან პაპინაშვილი (60) პირველ წრეში ისვენებს და ფრანგი სოფიან მილუსა და ყაზახი იელდოშ სმეტოვის შეხვედრას დაელოდება.

ევროპის ექს-ჩემპიონ ფრანგს ჩვენებური ორჯერ შეხვედრია და ორივე მოუგია, ყაზახთან კი წლეულს თბილისის ტურნირის ნახევარფინალში დამარცხდა.

ამათთან წარმატების შემთხვევაში პაპინაშვილი მეოთხედფინალში გადის, იქ კი სავარაუდო მეტოქეთა შორის ყველაზე ძლიერები მონღოლები ჩანან - ამარტუვშინ დაშდაავა და ბოლდბაატარ განბატი.

პირველ წრეში დაშდაავა ბრაზილიელ დიეგო სანტოსს ხვდება, განბატი - რუსთა ქართველ რობერტ მშვიდობაძეს.

ვფიქრობთ, მათ ამ ბარიერის გავლა არ უნდა გაუჭირდეთ. პაპინაშვილს დაშდაავა ერთხელ დაეჭიდა და მოუგო, განბატთან კი სამი პაექრობიდან ბოლო ორი წააგო. მეორე სულაც წლეულს, გერმანიის "დიდ პრიზზე".

შალვა ქარდავა (66) განუთესავებშია და თავიდანვე ლიდერთა ჯგუფის წევრს, პარიზის წლევანდელი "დიდი მუზარადის" მესამე პრიზიორ იაპონელ ტომოფუმი ტაკაჯოს დაეჯახა.

თუ განსაკუთრებით იყოჩაღებს და მას მოუგებს, მეორე წრეში მეტოქედ ევროპის წლევანდელი პირველობის ფინალში ლაშა შავდათუაშვილთან დამარცხებულ რუს კამალ ხან-მაგომედოვსა და ფრანგ დმიტრი დრაჟინს შორის გამარჯვებული ეყოლება.

73-ში ევროპის წლევანდელი ბრინჯაოს მედალოსანი ზებედა რეხვიაშვილი პირველ წრეში უზბეკ მირალი შარიპოვს ხვდება, წარმატების შემთხვევაში კი მეოთხედფინალში მონღოლი ნიამ-ოშირ საინჯარგალი ელოდება.

ჩვენებური ორივეს თითოჯერ შეხვედრია და წაუგია. საინჯარგალთან სულაც წლეულს დამარცხდა ცოტა არ იყოს და საეჭვო პაექრობაში.

ნახევარფინალში სავარაუდო მეტოქედ ბელგიელი დიკ ვან ტიხელტის, იაპონელი იუკი ნიშიამას, მონღოლი ცაგანბაატარ ხაშბაატარის და რუსი მურად კოძოკოვის კვარტეტში საუკეთესო ელოდება.

ამათგან მონღოლ მსოფლიოს ჩემპიონსა და ოლიმპიურ პრიზიორს ჩვენებური საერთოდ არ შეხვედრია, ბელგიელს წლეულს ევროპირველობაზე ბრინჯაოსთვის პაექრობაში აჯობა, კოძოკოვი კი თებერვალში პარიზში ლამის ორჯერ დაამარცხა - მსაჯებმა ის შეხვედრა ხელახლა დანიშნეს, რაც ძიუდოში, პრაქტიკულად, არ ხდება, და ჩვენებურმა უკვე იპონით მოიგო.

ამ კვარტეტიდან რეხვიაშვილისთვის ყველაზე უხერხული მეტოქე იაპონელია - მასთან სამივე შეხვედრა წააგო.

ამავე წონაში ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი რეხვიაშვილს ფინალამდე არ ხვდება.

სამაგიეროდ, ჯგუფში მისთვის მეტად უხერხული მეტოქე, ჰოლანდიელი ევროპისა და მსოფლიოს ვერცხლის მედალოსანი დექს ელმონტი ერგო - მასთან ოთხივე პაექრობა წაუგია.

თუმცა იქამდე პირველ წრეში ბრაზილიელ ბრუნო მენდოსას ხვდება, ვისთანაც ასევე უარყოფითი ბალანსი აქვს - ერთი შეხვედრა და ამდენივე მარცხი.

73-ის მსგავსად, 81-შიც ორი მონაწილე გვყავს, ოღონდ აქ ჩვენები ბადის ერთ მხარეს მოხვდნენ ანუ მათი გზები ნახევარფინალში იკვეთება.

იქამდე ევროპის წლევანდელ ჩემპიონ ავთანდილ ჭრიკიშვილს ბევრად იოლი ბადე ელოდება - პირველ წრეში სულაც თავისუფალია, მეორეში კი რუსთა ევროპის ვიცე-ჩემპიონ მურატ ხაბაჩიროვს ან მოლდოვიდან არაბულ საამიროებში გაქცეულ ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორ სერგეი ტომას შეხვდება.

მეტოქეთა ტიტულების მიუხედავად, ჭრიკიშვილი მათზე ძლიერი გვგონია და რაკი ჩავარდნაც დასძლია, მის სამასტერსზე შანსებს ოპტიმიზმით ვუყურებთ.

წიკლაური უფრო ძნელ ჯგუფშია - პირველ წრეში იაპონელი კეიტა ნაგაშიმა ერგო, აქვეა რუსთა ევროპის ორგზის ჩემპიონი სირაზუდინ მაგომედოვი და ფრანგი ალაინ შმიტიც.

90-შიც ორი მონაწილე გვეყოლება - ვალერი ლიპარტელიანი და ზვიად გოგოჭური. ლიპარტელიანს პირველ წრეში რუსი გრიგორი სულემინი ერგო, ვისაც შარშან ევროპირველობის ფინალში დამაჯერებელად აჯობა.

ვფიქრობ, ჩვენებურისთვის დაუძლეველი არც აზერბაიჯანელი შაინ გარამანოვია და არც - იაპონელი შოჰეი შიმოვადა.

რეიტინგიდან გამომდინარე, ნახევარფინალამდე ასცდა რუსი კირილ დენისოვი, ვისთანაც უკვე ხუთი ორთაბრძოლა წააგო წლევანდელი ევროპირველობის ჩათვლით, თუმცა რუსს ჯგუფში ბრაზილიელ ტიაგო კამილოს სახით კერკეტი კაკალი ჰყავს. ვნახოთ, ვინ გააღწევს მათგან ნახევარფინალში, განუთესავი გოგოჭური კი არც წილისყრამ დაინდო და პირველივე მეტოქედ კუბელი მსოფლიოს პრიზიორი და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ეშლი გონსალესი არგუნა.

ძნელ ჯგუფშია ადამ ოქრუაშვილიც (+100) - პირველ წრეში კი ისვენებს, მაგრამ მეორეში კუბელ ოსკარ ბრისონთან მოუწევს დაპირისპირება, რომელიც, სავარაუდოდ, მანამ უცილობლად დაამარცხებს ბრიტანელ კრისტოფერ შერინგტონს.

თუმცა, ვფიქრობთ, ოქრუაშვილმა ის შემართება თუ შეინარჩუნა, როგორითაც ევროპირველობაზე ფინალში გავიდა, კუბელი არაა დაუმარცხებელი, აი, მერე კი სხვა ორ შედარებით სუსტთან ერთად ბრაზილიელი ვალტერ სანტოსი და, განსაკუთრებით, გერმანელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი ანდრეას ტოლცერი ელოდებიან, ვისთანაც დღემდე შვიდივე პაექრობაში დამარცხებულა.

ქალებში ერთადერთი მონაწილე გვყავს, რაც ამ ტურნირზე ჩვენი მანდილოსნების დებიუტია. ირინა ლეონიძეს (+78) პირველ მეტოქედ ჩინელთა ახალბედა სონ იუ ერგო, თუმცა ჩვენებური საკუთარ თავს თუ გადაახტა და ამას მოუგო, მეორე წრეში კუბელ ოლიმპიურ ჩემპიონ იდალის ორტისს შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე - ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ავსტრიის გრან-პრიზე ქართული ფინალი შედგება
[VIDEO] პირველი დღე უმედლოდ - მარგველაშვილი ავსტრიის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება
[VIDEO. ძიუდო. ზაგრების გრან პრი] მაისურაძე ოქროსთვის, ინანეიშვილი ბრინჯაოსთვის...
ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბექაური და თუშიშვილი ტოკიოს გრანდ სლემს ჩაეხსნენ
პაპინაშვილი და მხეიძე მე-3 ადგილისთვის იჭიდავებენ(განახლებადი)
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა
ბოლო 5 წელი - რა შედეგი ჰქონდა საქართველოს ნაკრებს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატებზე?
ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ - ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე
ბუდაპეშტის გრან პრი: უშანგი მარგიანი ფინალში დამარცხდა
ბუდაპეშტის გრან პრი: ადამ ოქრუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
მსოფლიო ჩემპიონატი სამშობლოში - ქართველ ძიუდოისტებს იაპონელებთან დიდი ბრძოლა ელით!
მსოფლიოს ჩეპიონატისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების განაცხადი ცნობილია
10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ
[VIDEO] ფიასკო! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის გრანდ სლემი უმედლოდ დაასრულა
[შეჯამება] დაცალკევებული ნაკრები, ოქროს ტურისტი და მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოს სამშობლოში
[მსოფლიო ჩემპიონატი] წილისყრა დასრულდა - ქართველი ძიუდოისტების ბადე ცნობილია
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
მინსკი 2019. ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილი მედლის გარეშე დარჩა
აბუ-დაბის გრანდ სლემი: ხუთივე ქართველი ძიუდოისტი მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა
ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში
ბუდაპეშტის გრან პრის TOP 5 იპონი - ორი ქართველებისაა [VIDEO]