ბრძოლის შემდეგ დოპინგ-ტესტი არ გამართულა!
პროფესიული კრივის სამყაროს ახალი სკანდალი ელის, რომელიც ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის სახელს უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ 30 ოქტომბერს პარიზში ჭBA-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის საშუალედო ქამრისთვის ერთმანეთს კამერუნელი ჰასან ნ'დამ ნ'ჯიკამი და ავთანდილ ხურციძე ებრძოდნენ. სამივე მსაჯმა 12-რაუნდიანი ბრძოლის შემდეგ ჩემპიონად აფრიკელი საშუალოწონოსანი გამოაცხადა (117-111, 115-114, 115-114), თუმცა პუბლიკამ და მედიამ მათი გადაწყვეტილების სამართლიანობაში ეჭვი შეიტანა.

წაგებული მხარე მსაჯებს უჩივის, როგორც არასამართლიანი ქულების მინიჭებისთვის, ასევე რამდენიმე წესის უხეში დარღვევისთვის. თურმე კრივის შემდეგ, ბრძოლის მონაწილეები დოპინგზე არ შეამოწმეს! კიევის პრომოუთერულმა კომპანია "ელიტ ბოქსინგ პრომოუშენმა", რომლის კლიენტი ხურციძეა, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მსოფლიო კრივის ასოციაციაში (WBA) საჩივარს შეიტანს ბრძოლის შედეგის გაუქმების მოთხოვნით.

"ჩაქუჩამ" ჰასანს პირველივე წუთებიდან შეუტია და ცაციათი რამდენიმე ძლიერი დარტყმა მიაყენა. უკვე მეორე რაუნში აფრიკელს მარცხენა წარბი გაუსკდა. ნ'დამს ძვლივს შეუჩერეს სისხლდენა, რომ ახლა ხურციძემ მას მარჯვენა წარბი გაუხეთქა. ჩვენებურმა სადღაც მე-8 რაუნდიდან გაუშვა ხელიდან უპირატესობა. მიუხედავად ამისა, პარიზის სპორტის სასახლეში შედეგის გამოცხადებას სტვენა და უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა, არადა გულშემატკივართა აბსოლუტური უმრავლესობა დარბაზში ჰასანის მხარდასაჭერად მივიდა.

ახლა დარღვევების შესახებ, რაც მსაჯებმა დაუშვეს ამ შეხვედრაში: მეორე რაუნდში ხურციძეს კაპა გამოუვარდა და ნახევარი რაუნდი მან ამ დამცავი საშუალების გარეშე იბრძოლა, რაც კატეგორიულად აკრძალულია. პროფესიულ კრივში ყველა სატიტულო ორთაბრძოლა აუცილებლად უნდა დასრულდეს დოპინგ-ტესტით. ამ დარღვევის შესახებ ხურციძის პრომოუთერებმა პატაკის დაწერა მოითხოვეს, რაზეც ხელი მატჩის სუპერვაიზერმა მოაწერა. "რეგლამენტის უხეში დარღვევის გამო ორგანიზაცია აპირებს საჩივრის შეტანას. ჩვენ ვითხოვთ ბრძოლის შედეგის გაუქმებას და რემატჩის ჩატარებას", - ვკითხულობთ უკრაინული სააგენტოს განცხადებაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

state
ღმერთმა გამარჯვება მოგცეს ჩაქუჩა.... მადლობა ამაყი ადამიანობისთვის...
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა