გია ცეცაძე: "დღეს საქართველოს თავზე დააფურთხეს. ის, რაც დღეს ესპანელმა არბიტრმა გააკეთა, არამზადობაა!"
26 მაისს გია ცეცაძის შეგირდებმა ნამდვილი "ძლევაი საკვირველი" მოახდინეს და მეტოქე 9-კაციანი გუნდით დაამარცხეს - საქართველოს ნაკრებმა ვესტერლოში შოტლანდიის ნაკრების იმედები დაასამარა.

ინგლისთან შეხვედრის შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა: ცენტრალური მცველის, ნიკა ჭანტურიას ადგილას "სკონტოს" მცველი ლაშა დვალი დააყენა, თავდასხმაში კი გიორგი ფანცულაია ნიკა კაჭარავათი შეცვალა.

შოტლანდიელებმა პირველ ტურში მასპინძელ ბელგიასთან ღირსეულად ითამაშეს და მეორე ტაიმში რომ არ მოდუნებულიყვნენ, 3 ქულასაც მოიპოვებდნენ. აქედანაც ცხადი იყო, რომ სკოტების დამრიგებელმა რიჩარდ სბრაგიამ ძლიერი გუნდი ჩამოაყალიბა.

საქართველოს ნაკრებმა ელიტრაუნდის მეორე შეხვედრაც წარმატებით დაიწყო და ტაიმის შუაწელს დაწინაურდა. პირველი სახიფათო მომენტი ბუდუ ზივზივაძემ შექმნა, მაგრამ ბრიტანელები მეკარე ჯეკ ჰემილტონმა გადაარჩინა.

მალე შოტლანდიელებმა შემოგვიტიეს. მეკარე გაბრიელ თებიძე ჯერ მარკ ბეკის დარტყმულ ბურთს გადაეღობა, მე-18 წუთზე კი მეტიუ კენედის აუღო.

ცეცაძის გაწვრთნილებმა შედეგიანი შეტევა 28-ე წუთზე განახორციელეს: ბაჩო არაბულის გადაცემის შემდეგ შოტლანდიელთა კარი ყაზანის "რუბინის" თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ აიღო და საქართველო დააწინაურა - 1:0.

შოტლანდიელებმა მწვავე შეტევებით გვიპასუხეს: ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდნენ ჯონ ჰერონი და ორჯერ რაიან ფრეიზერი - თებიძე კვლავ დამაჯერებლად მოქმედებდა.

ტაიმის ბოლოს უკვე ჩვენებმა იძალეს - კარის აღების მცდელობა ჰქონდათ თემურ მარკოზაშვილსა და ზივზივაძეს. სამწუხაროდ, 43-ე წუთზე დავით მთივლიშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და საქართველო კაცნაკლული დარჩა.

ესპანელი არბიტრის, კარლოს დე სეროს "კაიკაცობაზე" მატჩის შემდეგ ცეცაძე გველაპარაკა. მთივლიშვილს მეორე ყვითელი ბარათი უსაფუძვლოდ აჩვენა.

ამის მიუხედავად, ტაიმის ბოლოს საგოლე მომენტი ისევ ჩვენებმა შექმნეს, მაგრამ არაბულმა ჰემილტონს ვერ აჯობა.

არბიტრმა მეორე ნახევარში ნამუსზე საერთოდ აიღო ხელი. 54-ე წუთზე კარლოს დე სერომ ჩათვალა, რომ არაბულმა ხელით ითამაშა, ყვითელი ბარათი უჩვენა და პენალტი ისე დანიშნა, სკოტებიც გაოცებულები დარჩნენ. მარკ ბეკის დარტყმა თებიძემ მოიგერია და გადაგვარჩინა.

საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ამ მეკარემ შოტლანდიელებთან მატჩის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

ესპანელმა არბიტრმა ოთხ წუთში კატასტროფულ მდგომარეობაში ჩაგვაგდო: მეკარესთან პირისპირ გასული არაბული წააქციეს და მსაჯმა ჩასტვინა. ჩვენებს ეგონათ, პენალტი დანიშნაო, მაგრამ ესპანელმა თავდამსხმელს მეორე ყვითელი აუფრიალა და საქართველო 9 კაცით დატოვა.

სწორედ ამ დროს დაიწყო ნამდვილი "ძლევაი საკვირველი". მარკოზაშვილის გადაცემა ზივზივაძემ გამოიყენა და ჯვაროსნები 2:0 დაააწინაურა!

72-ე წუთზე კი ჩვენებში ერთ-ერთმა საუკეთესომ, ზივზივაძემ დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა ავთო ენდელაძე და 3:0!

76-ე წუთზე ჯონ ჰერონის გადაცემით რაიან ფრეიზერმა ანგარიში შეამცირა - 3:1.

იხილეთ ვიდეო

ეს იყო და ეს - ბრიტანელებმა კინაღამ მეოთხეც გაუშვეს, მაგრამ 90-ე წუთზე დავით უბილავას გადაცემით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა მარკოზაშვილმა მომენტით ვერ ისარგებლა!

მესამე შეხვედრა 29 მაისს ბელგიასთან გვექნება, სადაც არაბული და მთივლიშვილი დაგვაკლდებიან, მაგრამ დაგვემატება გიორგი ფანცულაია, რომელმაც მატჩი ყვითელი ბარათების გამო გამოტოვა.

გია ცეცაძე კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს:

"დღეს საქართველოს თავზე დააფურთხეს და დაგვჩაგრეს. ის, რაც დღეს ესპანელმა არბიტრმა გააკეთა, არამზადობა და შეგნებულად გუნდის დაძირვის მცდელობაა!

ამას უეფას დაუყოვნებელი რეაგირება უნდა მოჰყვეს: ესპანელი არბიტრი მკაცრად უნდა დასაჯოს, ჩვენი წითლები კი გააუქმოს, რადგან მთივლიშვილიც და არაბულიც ტყუილად გაგვიგდეს. თანაც, აშკარად ჩანდა, რომ ესპანელი მიზანმიმართულად გვძირავდა.

ჩვენ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა გვსურს და ასეთ უსამართლობასთან შეგუებას არ ვაპირებთ" (გია ცეცაძის ვრცელი ინტერვიუ იხილეთ "ლელოს" 28 მაისის ნომერში)!

გასაგებია, რომ ახლა ფედერაციას ფინანსურად არ ულხინს, მაგრამ ასეთ ტურნირზე გუნდს ძლიერი დელეგაცია უნდა ახლდეს, "ჯვაროსნები" რომ დაიცვას და დაეხმაროს, თორემ ქართველებმა ევროსარბიელზე სულ ორ-სამჯერ გავიფართხალეთ და ყოველ მცდელობაზე თავში ხელი წამოგვარტყეს, რასაც წლებია, ვეგუებით.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში ბელგიამ ინგლისთან ფრედ, 1:1 ითამაშა.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი. ელიტრაუნდი

26 მაისი. ვესტერლო. სტადიონი "ოსტერზონენი".

საქართველო-შოტლანდია 3:1

გოლები: 1:0 კაჭარავა (28. არაბულის პასით), 2:0 ზივზივაძე (66. მარკოზაშვილის პასით), 3:0 ენდელაძე (72. ზივზივაძის პასით), 3:1 ფრეიზერი (76. ჰერონის პასით).

გამოუყენებელი პენალტი: ბეკი (54. მეკარე)

საქართველო: თებიძე - მთივლიშვილი, დვალი, სანდოხაძე, უბილავა -მარკოზაშვილი, ცნობილაძე (61. ჭანტურია), ენდელაძე - კაჭარავა (46. გეგეჭკორი), არაბული, ზივზივაძე (82. გურეშიძე)

სათადარიგოები: მიქავა, სამუშია, ფანცულაია, ზარანდია.

მთავარი მწვრთნელი: გია ცეცაძე

შოტლანდია: ჰემილტონი, ოჰარა, გრიმერი, ფინდლეი, კინგსლი (75 გოლდი), ლინდსეი (60. მაკმანუსი), კენედი (86. კინგი), მაკლეოდი, ჰერონი, ფრეიზერი, ბეკი.

სათადარიგოები: ჰენლი, დეივი, საუტარი, მაკგინი.

მთავარი მწვრთნელი: რიჩარდ სბრაგია

გაფრთხილება: კაჭარავა (5), გრიმერი (26), მთივლიშვილი (34), ენდელაძე (36), ფინდლეი (45), არაბული (54), ფრეიზერი (64), სანდოხაძე (80), მაკლეოდი (81).

გაძევება: მთივლიშვილი (43. მეორე ყვითელი), არაბული (58. მეორე ყვითელი)

არბიტრი: კარლოს დე სერო (ესპანეთი)

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. საქართველო 2 1 1 0 4-2 4

2. ბელგია 2 0 2 0 3-3 2

3. ინგლისი 2 0 2 0 2-2 2

4. შოტლანდია 2 0 1 1 3-5 1

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველო - ინგლისი 1:1 - პირველი ფრე და შენარჩუნებული შანსი

gio
ძლევაი საკვირველი! ამ წინადადებას ხშირად და უადგილოდ იყენებთ.
shalva
*** სრულიად ევროპისა შეერთდნენ, მაგრამ საქართველოს მაინც ვერაფერი დააკლეს, ყოჩაღ ბიჭებს
mate_berekashvili@mail.ru
მაგარი იგრა იყო
Zma
ბოღმა ესპანელების დედებს მოხვდა მოსახვედრიიიი ალბათ შარშანწნდელ ბოღმა ახსოვს მაგ დედი *** გაკეტებულს
ika
მიდით ბიჭებო ბელგიაც ამოტენეთ,,, უეფა და ევროვიზია ერთია ყველა,,,, ჩვენ ჩვენი ვანახოთ,,, 9 კაცმა გადაუარეთ შოტლანდიას,,, დავტოვოთ ბრიტანელები ჯგუფში,,,
gladiator
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო
16-წლამდე ნაკრებმა თურქული შეკრება დაასრულა
15-წლამდე ვაჟთა ნაკრები თურქეთში მიემგზავრება
U18 | სასელექციო შეკრება რუსთავში
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
საბა ხარებაშვილი 19-წლამდელებს შეუერთდება
შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა
[VIDEO] ზივზივაძემ პენალტი ვერ გაიტანა - "ჰაიდენჰაიმი" თასიდან რეგიონული ლიგის გუნდმა გამოაგდო
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
გელა სანაია: "კოლხეთში" გრძელი სკამი გვჭირდება
სანდრო კობახიძე გამოირიცხა - კახა ცხადაძემ ნაკრების მზადება დაიწყო
ჩვენმა მუშაობამ შედეგი გამოიღო... "ჭიათურის" პრეზიდენტს დიდი გეგმები აქვს
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
[VIDEO] U19. სამი გოლი კომპენსირებულ დროში - საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან დამარცხდა
ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა
გია ცეცაძე: მინდა, უეფას გასაგონად ვთქვა, რომ ქართველები მათხოვრები არ ვართ!
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს
ლუქსემბურგთან მატჩისთვის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებულთა სია ცნობილია
ფოთის "კოლხეთი" მოსკოვის "ტორპედოს" მეკარე სტეპან სიკაჩს იმატებს
ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
ფოთის "კოლხეთი": იქნებ გელა სანაიამ გაბრიელ თებიძესაც უშველოს...
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
საქართველოს თასი. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩების წინ: "კლასიკოთი" გავაცილოთ!
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
ხვიჩას მატჩის დღე! ნაცნობი და ახალი შემტევები - ბევრი ქართველით...
ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" "ჰერტასთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
[VIDEOS] ზივზივაძემ ჩემპიონატი გოლით, "ჰაიდენჰაიმმა" კი გამარჯვებით დაიწყო
[VIDEO] ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" "მაინცთან" დამარცხდა და მეორე ბუნდესლიგაში გავარდა
ქართველი სპორტსმენები სოცქსელებში: ჩემპიონები, ძალოსნები მარათონზე და ბედნიერი ქართველები
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს