ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

0000

0000

0000000000000000000000000000000000000000000000000000000000

0000000000000000000000000000000000000000000000000000000000

0000000000000000000000000000000000000000000000000000000000

სამი მედლის 12 მაძიებელი

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა 70-ე ეროვნულ ჩემპიონატში სხვადასხვა ქალაქის 12 წარმომადგენელი იბრძოლებს მედლებისთვის. ჭადრაკის სასახლეში შეჯიბრების საზეიმო გახსნისას გამართული კენჭისყრის შემდეგ მოასპარეზენი ასე განაწილდნენ: 1. სოფიკო გვეტაძე, 2. სოფიო ხუხაშვილი, 3. მაკა ფურცელაძე, 4. ლიკა კობეშავიძე, 5. ინგა ხურცილავა, 6. ნინო ხურციძე, 7. სოფიკო გურამიშვილი, 8. მერი არაბიძე, 9. სალომე მელია, 10. ანა კუჭავა, 11. მაია ლომინეიშვილი, 12. ნინო ბაციაშვილი. მათგან 9 დიდოსტატია, ერთი საერთაშორისო ოსტატი (ხურცილავა) და ორი ეროვნული ოსტატი (კუჭავა, კობეშავიძე).

ასპარეზობის მონაწილეებს 70-ე საიუბილეო ეროვნული ჩემპიონატის დაწყება მიულოცა ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ. თანადგომისთვის მან მადლობა გადაუხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, რომელმაც ამ ტურნირის საპრიზო ფონდად 16.000 ლარი გამოყო (გამარჯვებული 5000 ლარით დაჯილდოვდება, მეორე-მეხუთე ადგილოსნები, შესაბამისად, 4000-3500-2000 და 1500 ლარით). ფედერაციის პრეზიდენტმა დამსწრეთ ისიც აუწყა, რომ სამინისტროს მხარდაჭერით თბილისი სექტემბერში გრანდიოზულ საერთაშორისო ტურნირს - ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონ ნონა გაფრინდაშვილის თასს უმასპინძლებს.

შეჯიბრების მონაწილეებს მიესალმნენ სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, სპორტის მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე, ნონა გაფრინდაშვილი, ჩემპიონატის მთავარი მსაჯი მარგალიტა თანდაშვილი.

ლევან ყიფიანი: ჩვენი ქვეყანა მდიდარია საჭადრაკო ტრადიციებით, სპორტის ამ სახეობაში მნიშვნელოვანი გამარჯვებებით, რომლებსაც ქალბატონმა ნონა გაფრინდაშვილმა ჩაუყარა საფუძველი. ტრადიციას ახალგაზრდები განაგრძობენ. დასტურად ბელა ხოტენაშვილის ფიდეს გრან პრის პირველ ეტაპზე მიღწეული წარმატებაც გამოდგება. მსგავსი შეჯიბრება გაისად თბილისშიც გაიმართება და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ. ჭადრაკი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სპორტის სახეობაა და შესაძლებლობის ფარგლებში მის დასახმარებლად არაფერს დავიშურებთ.

ლერი ხაბელოვი: ეროვნული ჩემპიონატების 70-წლიანი ისტორიით ბევრი სახეობა ვერ დაიტრაბახებს. ჩვენი დიდოსტატების ბოლოდროინდელი მაჩვენებლები იმის მაუწყებელია, ჭადრაკი ჩვენთან ვითარდება და უწინდელივით პოპულარულია. მოხარული ვიქნები, ჭადრაკი თუ ოლიმპიური სახეობა გახდება.

ნნნ

გუშინ თბილისის ჭადრაკის სასახლეში ქალთა 70-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა. სოფიკო ხუხაშვილი და მაია ლომინეიშვილი მე-18 სვლაზე დაზავდნენ. ასევე, ყაიმზე შეთანხმდნენ სოფიკო გვეტაძე და ნინო ბაციაშვილი. საქართველოს ექსჩემპიონმა სალომე მელიამ ეროვნულ ოსტატ ლიკა კობეშავიძეს 41-ე სვლაზე აჯობა. ფაქტობრივად, ამდენივე სვლა დასჭირდა ნინო ხურციძეს სოფიკო გურამიშვილის დასამარცხებლად. დიდხანს იბრძოდნენ საქართველოს ორგზის ჩემპიონი ინგა ხურცილავა და სხვადასხვა ასაკში მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი მერი არაბიძე. უფრო გამოცდილმა ხურცილავამ 70-ე სვლაზე გაიმარჯვა. აი, მაკა ფურცელაძემ კი ანა კუჭავა 81-ე სვლაზე დააშამათა.

დღეს მეორე ტურის პარტიები გაიმართება: ბაციაშვილი - გურამიშვილი, არაბიძე - ხურციძე, მელია - ხურცილავა, კუჭავა - კობეშავიძე, ლომინეიშვილი - ფურცელაძე, გვეტაძე - ხუხაშვილი.

ვაჟა დანელია

ავტორის ფოტო

0000000000000000000000000000000000000000000000000000000000000

00000000000000000000000000000000000000000000000000

ვახტანგ იაგორაშვილი

დაიბადა 1964 წლის 5 აპრილს თბილისში. ცურვაში ვარჯიში დაიწყო 6 წლისამ. 9 წლის შემდეგ ხუთჭიდში გადაინაცვლა. 20 წლისა საერთაშორისო სპორტის ოსტატი გახდა. შედეგები: 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ხუთჭიდში. 1986 წლის კეთილი ნების თამაშების გამარჯვებული პირადსა და გუნდურში, 1990 წლის ამავე შეჯიბრების ვერცხლის მედალოსანი პირადში. ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1987 წელს -გუნდურში, 1989 წელს -პირადში, გუნდურსა და ესტაფეტაში). ბრინჯაოს პრიზიორი პირადში (1987), მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გუნდურში (1990, 1997, 2000 წ.წ.), ვერცხლის მედალოსანი პირადსა (1998) და გუნდურში (1989, 2004), ბრინჯაოს პრიზიორი გუნდურ ესტაფეტაში (1989, 1999). პანამერიკული თამაშების გამარჯვებული (2003), საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი (1986, 1988, 1991), სამგზის ბრინჯაოს მედალოსანი (1985, 1987, 1989), აშშ-ს სამგზის ჩემპიონი (1997, 1999, 2003). მსოფლიოს თასის ათგზის მფლობელი. 1998 წელს შვეიცარიაში ჩემპიონთა

ჩემპიონი გახდა.

მშობლების ინიციატივით კარიერა ცურვით დაიწყო. მამა ფეხბურთელი იყო, დედა - ველომრბოლი, ამიტომ ისურვეს, შვილისთვის გზა სპორტით გაეკვალათ.

- 9 წელიწადი ვიცურავე, მაგრამ განსაკუთრებული შედეგები არ მქონია, - გაიხსენა ყრმობის წლები ვახტანგ იაგორაშვილმა, რომელიც "ლელოში" გვეწვია. - მხოლოდ პირველ თანრიგს მივაღწიე, ერთ დღეს ივან ლუცენკო მოვიდა "შრომითი რეზერვების" აუზზე და ბიჭებს შემოგვთავაზა, ხუთჭიდში გვევარჯიშა. აგვიხსნა, რომ პისტოლეტიდან სროლაში შევეჯიბრებოდით ერთმანეთს, ცხენებით ვიჯირითებდით და ვიფარიკავებდით. 15 წლის ბიჭებს რომანტიკისთვის მეტი რა გვინდოდა - უცებ მუშკეტერებად წარმოვიდგინეთ თავი. მეორე დღესვე ვაკის ფარიკაობის დარბაზს მივაშურეთ. მაშინვე ფორმები ჩაგვაცვეს და საქმეს შევუდექით. თავიდან ჰო, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ეს არც ისე იოლი და რომანტიკული აღმოჩნდა - დიდი შრომა სჭირდებოდა. ჩემმა მეგობრებმა რამდენიმე დღეში ხუთჭიდს თავი დაანებეს და ისევ ცურვას დაუბრუნდნენ. მე კი შემოვრჩი, უბრალოდ, მწვრთნელის და საკუთარი თავის შემრცხვა.

- როდის იგრძენით, რომ თანამედროვე ხუთჭიდი თქვენი სახეობა იყო?

- მანამდე კარგა დრო დამჭირდა. ყველაზე მეტად ფარიკაობა მომეწონა და ეს სიყვარული დღემდე შემომრჩა. 15 წლისამ პირველად შევდგი უზანგში ფეხი. ბევრი სიმწარეც ვნახე, სანამ მხედრობას შევეჩვეოდი, რამდენჯერმე ცხენიდან ჩამოვვარდი, მაგრამ არ შემშინებია. მეტი ჟინი მიპყრობდა, როგორ ვერ უნდა დავიმორჩილო-მეთქი. არადა, ორ ოლიმპიადაზე სწორედ ცხენმა მიმტყუნა, ისე, ცხენოსნობაში ბევრი ტურნირი მაქვს მოგებული.

- ოლიმპიადა ახსენეთ. სეულის თამაშებზე რას იტყვით?

- ოლიმპიადამდე უკვე მქონდა კარგი შედეგები - ახალგაზრდებში ორჯერ მსოფლიოს პირველობა მოვიგე. 1987 წელს გუნდურში ევროპის ჩემპიონი გავხდი, პირადში კი მე-3 ადგილზე გავედი, არადა, ოთხი სახეობის შემდეგ ვლიდერობდი. მაგრამ წინაღობათა გადალახვისას მე და ჩემმა მერანმა ორ ბარიერზე წავიფორხილეთ, რაც საკმარისი გახდა, ორ მეტოქეს გაესწრო. ორჯერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა მოვიპოვე. 1988 წელს სეულში ჩემი გამგზავრება სათუო არ ყოფილა, რადგან იმ წელიწადს სან ანტონიოს და გერმანიის მსოფლიოს თასები მოვიგე, საბჭოთა კავშირის თასის გათამაშებასა და საკავშირო პირველობაზეც გავიმარჯვე. 1988 წლის თამაშებზე ფავორიტად მიმიჩნევდნენ. სეულში ხუთჭიდელთა ასპარეზობა ცხენოსნობით დაიწყო. 68 კაცი ჩაება მედლებისთვის ბრძოლაში. ორ ჯგუფად ვიყავით გაყოფილი და თითოეულ ცხენს ორ-ორჯერ უწევდა სტარტზე დადგომა. პირველ რაუნდში ორმა მხედარმა დისტანცია ვერ ჩამთავრა, რადგან ცხენებმა დააღალატეს. მეორე ნაკადისას, რომელშიც მე შევდიოდი, იმ "უიღბლო" ორი ცხენიდან ერთ-ერთი მე მერგო. მოთელვისას ურჩ მერანს ორ-სამჯერ მათრახიც გადავუჭირე, რისთვისაც მსაჯებმა შენიშვნა მომცეს. ჩემი ცდა მაინც ამაო გამოდგა. რადგან ოთხი ბარიერი ჩამოვაგდეთ. პირველი სახეობის შემდეგ 24-ე ადგილზე ვიყავი. კონკურენტებმა 100-120 ქულით გამისწრეს. მეორე ასპარეზობა ფარიკაობაში გაიმართა. არაობიექტური მსაჯობის მიუხედავად, მე-6 ადგილი მერგო და ორი სახეობის შემდეგ ათეულში შევედი. მერე იყო ცურვა, სადაც ჩემი საუკეთესო შედეგი ვაჩვენე, თუმცა მცირედით ფრანგმა კრისტოფ რეურიმ გამისწრო. საერთო ჯამში სროლის შემდეგ პირველ ადგილზე გადავინაცვლე. უნგრელი იანოშ მარტინეკი 12 ქულით, ხოლო იტალიელი კარლო მასულო 26 ქულით ჩამომრჩებოდა. ორივე ჩემზე ძლიერი იყო რბენაში და ოლიმპიადის ოქრო- ვერცხლიც სწორედ მათ ერგოთ. მე კი მესამე ადგილზე გავედი. რომ არა ცხენოსნობაში დიდი ჩამორჩენა, ჩემპიონობას მოვიპოვებდი.

- სეულში საბჭოთა კავშირის, 1996 წელს ატლანტის ოლიმპიადაზე კი საქართველოს სახელით იასპარეზეთ...

- საბჭოთა კავშირის სახელით ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონობა ბევრჯერ მაქვს მოპოვებული. როცა საბჭოეთი დაიშალა და ჩვენთან სპორტისთვის არავის ეცალა, 1991 წელს ამერიკაში წავედი. ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში ვცხოვრობდი. იქვე ვმუშაობდი მასწავლებლად. ამიტომ, ფაქტობრივად, ოთხი წელიწადი არ მივარჯიშია. 1996 წელს ატლანტის ოლიმპიადაზე საქართველომ დამოუკიდებელი გუნდით მონაწილეობის უფლება რომ მიიღო, სერიოზული მომზადება გადავწყვიტე, მაგრამ, თავი რომ მერჩინა, სამ ადგილას ვმუშაობდი და თავისუფალი დრო თითქმის არ მრჩებოდა. ზოგჯერ ღამის 11 საათზეც კი მირბენია. პისტოლეტი ნაცნობმა ამერიკელმა ხუთჭიდელმა მათხოვა. სერიოზული ვარჯიში 1996 წლის იანვრიდან დავიწყე. თბილისში ბატონ ჯანო ბაგრატიონს შევეხმიანე, რომელსაც სპორტის მესვეურთაგან ყველაზე ახლოს ვიცნობდი. მას ვუთხარი, რომ საქართველოს სახელით მინდოდა ოლიმპიადაზე გამოსვლა. სალიცენზიო ტურნირისთვის უკეთ მოსამზადებლად სწორედ მან აღმომიჩინა დიდი დახმარება. თებერვლის მიწურულს სან ანტონიოს მსოფლიოს თასზე პირველი ადგილი დავიკავე. სხვათა შორის, ისეთ ცნობილ სპორტსმენს გავუსწარი, როგორიცაა რუსი ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი დმიტრი სვატკოვსკი, რომელმაც მერე სიდნეიში ოლიმპიური ჩემპიონობაც მოიპოვა. 10 დღის შემდეგ მექსიკაში საკვალიფიკაციო საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. საქართველოს პასპორტთან დაკავშირებით პრობლემები შემექმნა, მაგრამ ეს საკითხიც ჯანო ბაგრატიონმა მომიგვარა. მექსიკაში ოლიმპიადის შვიდი საგზური თამაშდებოდა. მეოთხე ადგილი დავიკავე და ატლანტაში გამოსვლის უფლება მოვიპოვე.

- როგორც ვიცი, 1996 წლის თამაშებზე სამი სახეობის შემდეგ მესამე ადგილზე იყავით...

- დიახ, ცხენოსნობა და რბენა იყო დარჩენილი. კენჭისყრით "ჩარლი" მერგო - ისევ თეთრი ცხენი, როგორც სეულში. ცუდად მენიშნა, მაგრამ რას ვიფიქრებდი, ასეთი კატასტროფული შედეგი თუ მექნებოდა - შვიდი ბარიერი ჩამოვაგდეთ და ჩემი ოცნებაც ჩაიფუშა. საბოლოოდ კი მე-19 ადგილი დავიკავე. ამ წარუმატებლობის მიუხედავად, მაინც ამაყი ვარ. რადგან ერთ ოლიმპიადაზე სამშობლოს სახელით ვიასპარეზე.

- და მერე მოქალაქეობა შეიცვალეთ...

- სხვაგვარად ამერიკაში დარჩენა და იქ მუშაობა წარმოუდგენელი იყო. რადგან ატლანტის ოლიმპიადის შემდეგ ბევრმა გამიცნო. 1997 წლისთვის "მწვანე ბარათი" მომცეს და მეც რამდენიმე მნიშვნელოვან შეჯიბრებაში ამერიკის სახელით ვიასპარეზე: ორჯერ მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი გუნდურში. რადგანაც ამერიკის მოქალაქეობა ჯერ არ მქონდა, 2000 წელს სიდნეის ოლიმპიადაზე ქალების მწვრთნელად გავემგზავრე. იმ წელიწადს თანამედროვე ხუთჭიდი მანდილოსნებისთვის პირველად შეიტანეს თამაშების პროგრამაში. ჩემი შეგირდი ემილი დერიელი ვერცხლის პრიზიორი გახდა, ხოლო ჩემი მეუღლე მერი ბეთ იაგორაშვილი მეოთხე იყო. მერის ამერიკის ჩემპიონობა ექვსჯერ აქვს მოგებული, ერთხელ პანამერიკული თამაშების გამარჯვებულია.

2002 წელს ამერიკის მოქალაქეობა მივიღე, მომდევნო წელს პანამერიკულ თამაშებზე წარმატებას მივაღწიე და 2004 წელს ამერიკის სახელით ათენის ოლიმპიურ თამაშებშიც გამოვედი. ტრავმების მიუხედავად, მე-9 ადგილი დავიკავე.

- ახლა რას საქმიანობთ?

- ექვსი წელიწადი ბოსტონში ვცხოვრობდი და ფარიკაობის კლუბი გავხსენი. ახალგაზრდებსა და კადეტებში ამერიკის რამდენიმე ჩემპიონი და პრიზიორი გავზარდე. რვა თვის წინათ პენსილვანიის შტატის სტეიტ კოლეჯის უმაღლესი სასწავლებლიდან მიწვევა მივიღე ფარიკაობის მწვრთნელად მუშაობაზე. პრესტიჟული უნივერსიტეტია და სიამოვნებით დავთანხმდი. მით უმეტეს, რომ იქ ოთხი წელიწადია, თბილისელი გია აბაშიძეც მუშაობს. თანაც ჩემი ვაჟი - დანიელი ამ სასწავლებელში ჩაირიცხა და ჩემი იქ გადასვლით სწავლის ქირა საგრძნობლად შეუმცირდა. ისე, სტუდენტები წელიწადში 40.000 დოლარს იხდიან.

- სამშობლოსგან მოწყვეტით ცხოვრება არ გაგიჭირდათ?

- უცხო გარემოსთან ადაპტაციას სპორტმა მიმაჩვია. თავიდან ყურადღებას არაფერს ვაქცევდი. მთავარი იყო, იმდენი ხელფასი მქონოდა, რომ თბილისში მცხოვრებ მშობლებს დავხმარებოდი. მერე გაჩნდა ნაცნობების, მეგობრების დიდი წრე. დაფასებული სამსახური, იქაური ქალი შევირთე ცოლად, გაჩნდა ახალი კერა და... მართალია, მშობლებთან, ახლობლებთან განშორება ხშირად გახსენდება კაცს, მაგრამ ახალ ბუდეში თავს მაინც კარგად გრძნობ... თუმცა ბოლომდე ბედნიერი, ასე მგონია, ვერსად იქნები. ამერიკის მოქალაქეობის მიღების შემდეგ თბილისშიც ხშირად ჩამოვდიოდი. ამდენად, ნოსტალგიამ ძალიან შემაწუხა-მეთქი, რომ გითხრათ, არ იქნება მართალი.

- ამჯერად თბილისში მარტო არ ჩამოსულხართ...

- ჩვენს უნივერსიტეტს მოფარიკავეთა ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს. 350-ზე მეტი ქალ-ვაჟი ვარჯიშობს. ორი დიდი დარბაზი გვაქვს 17 საფარიკაო ბილიკით, ასევე, ტრენაჟორების ოთახი და მცირე ზომის საცურაო აუზი, რომლებიც ყოველთვის ჩვენს განკარგულებაშია. ჩვენს მუშკეტერებს ბოლო ოცი წლის განმავლობაში ამერიკის უნივერსიადა 12-ჯერ აქვთ მოგებული. მოწინავე სპორტსმენებს უნივერსიტეტი ოთხ წელიწადში ერთხელ სხვადასხვა სახელმწიფოში ერთობლივი საწვრთნელი ვარჯიშების ჩასატარებლად და მასპინძელი ქვეყნის ისტორიული ძეგლების დასათვალიერებლად გზავნის. წლეულს გია აბაშიძის ინიციატივით სტუდენტები საქართველოში ჩამოვიყვანეთ. აქაურ გოგო-ბიჭებთან ერთობლივი წვრთნა ჩავატარეთ. ჩვენს მთავარ მწვრთნელ ემანუელ კაიდანოვს, რომელიც წარმოშობით ხარკოველია და თბილისში ბევრი მეგობარი ჰყავს, ძალიან მოეწონა თეოდორა კახიანი. სწორედ მოხმალავე გოგონას ვეძებდით. მანაც არჩევანი თეოდორაზე შეაჩერა. ქართველი მოფარიკავე სექტემბრიდან ჩვენს უნივერსიტეტში ისწავლის, ამერიკის შეჯიბრებებზე ამ უმაღლესი სასწავლებლის სპორტულ ღირსებას დაიცავს, ხოლო საერთაშორისო ტურნირებში საქართველოს სახელით გამოვა.

ამერიკელ სტუდენტებს საქართველოს ბევრი კუთხე და ისტორიული ძეგლი დავათვალიერებინეთ. მოიხიბლნენ ჩვენი ქვეყნის ბუნებითა და ქართული სტუმართმოყვარეობით. მდიდარი შთაბეჭდილებით დახუნძლული გაემგზავრნენ სამშობლოში.

- ქართველ მოფარიკავეებზე რას იტყვით?

- სპორტის ეს სახეობა საქართველოში ყოველთვის იყო პრიორიტეტული და წარმატებული. ახლა იგი აღმავლობას განიცდის. ბევრ ჩვენს ნიჭიერ სპორტსმენს ვხვდები შეჯიბრებებზე. სანდრო და ბექა ბაზაძეები, მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე, ლუკა ღაღანიძე... სხვებიც არიან, სამწუხაროდ, ყველას გვარი არ მახსოვს. სასიამოვნო ის არის, რომ ფარიკაობაში გოგონებიც მრავლად არიან. დარბაზიც კარგი აქვთ. მწვრთნელებს მონდომება არ აკლიათ. მთავარია, მეტი ერთობლივი საწვრთნელი შეკრებები ფარიკაობაში მოწინავე ქვეყნების წარმომადგენლებთან და ხშირად შეჯიბრებებში მონაწილეობა. ქართველ მოხმალავეებს უკვე იცნობენ მსოფლიოში და ანგარიშსაც უწევენ მათ.

- თბილისში რამდენ ხანს დარჩებით?

- დედა შარშან გარდამეცვალა, აქ ახლა მამაჩემი ცხოვრობს, ასევე, მყავს მეგობრები, მათ შორის - კრივში საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი ალბერტ კაზანჯიანი და ჩემი პირველი მწვრთნელი ვანო ლუცენკო. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო "ლელოს" რედაქციას მოწვევისთვის. ეს გაზეთი ჩემი ბავშვობის მეგობარია და ამდენი ხნის განშორების შემედგ მის ფურცლებზე ისევ გამოჩენა ჩემთვის დიდი პატივი და ჭაბუკობასთან დაბრუნებაა. დიდი მადლობა ამისთვის. რაც შეეხება ამერიკაში წასვლას, 15 ივნისს გავემგზავრები.

ვაჟა დანელია

000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000

00000000000000000000000000000000000000000000000000000000000

პასი N1

უკრაინის ჩემპიონატში კვირას ფინალური სერიის მეხუთე თამაში გაიმართა, რომლის შესახებ გუშინ დავწერეთ. მატჩის საუკეთესო მომენტთა შორის პირველი იყო გიორგი ცინცაძის პასი, რომლის შემდეგ მიხაილ ანისიმოვმა ორი ქულა მიითვალა.

ამ ეპიზოდში გიორგიმ ჯერ საკუთარ ნახევარზე ბურთი პირით ხაზს მიღმა გასვლას გადაარჩინა, შემდეგ სწრაფ შეტევაში პარტნიორისგან გადაცემა მიიღო და სამქულიანის რკალიდან ზურგსუკნიდან ფარქვეშ ანისიმოვს უპასა (ამ მომენტის ამსახველი ფოტო ვიდეორგოლიდან ამოვიღეთ).

სერიის მეექვსე მატჩი მარიუპოლში 29 მაისს გაიმართება. მოგების შემთხვევაში გიორგის "ბუდიველნიკი" უკრაინის ჩემპიონობას გაინაღდებს.

000000000000000000000000000000000000000000000000

00000000000000000000000000000000000000000000000]

000000000000000000000000000000000000]

ჰიუნდაი, ჩემპიონი

ფინალური სერია

23 მაისი, რუსთავი

რუსთავი-ჰიუნდაი 62:69

22:20, 10:16, 14:16, 16:17

რუსთავი: დვალი (10ქ), ქიტოშვილი (8პ), ლორთქიფანიძე (11ქ, 5მ, 3პ), ხატიაშვილი (7ქ), ნარჩომაშვილი (14ქ, 16მ), ურიდია (17ქ, 8მ), ჯანხოთელი (3ქ).

ჰიუნდაი: სანაძე (15ქ), ტომარაძე (16ქ, 15მ, 4პ), ლომიძე, ზაქრაძე (15ქ, 5პ, 8მ), ბულიავა (8ქ), სალაყაია, ბოლქვაძე (8ქ, 5მ), მამფორია (7ქ, 8მ).

24 მაისი, თბილისი

ჰიუნდაი-რუსთავი 52:63

9:25, 21:6, 8:19, 14:13

ჰიუნდაი: სანაძე (1ქ), ტომარაძე (2ქ, 12მ, 3პ), ლომიძე (11ქ), ზაქრაძე (12ქ, 5პ, 8მ), ბულიავა (4ქ), სალაყაია, ბოლქვაძე (14ქ, 9მ), მამფორია (8ქ, 15მ, 4დ).

რუსთავი: დვალი (16ქ, 4ჩ), ქიტოშვილი (20ქ, 5მ, 5პ), ლორთქიფანიძე (5ქ), ხატიაშვილი (13ქ, 6მ), ნარჩომაშვილი (7ქ, 20მ), ურიდია (2ქ, 15მ, 3პ), ჯანხოთელი, ღვედაშვილი.

27 მაისი, რუსთავი

რუსთავი-ჰიუნდაი 71:72

15:21, 18:16, 20:24, 18:11

რუსთავი: დვალი (5ქ, 3პ), ქიტოშვილი (11ქ, 9პ), ლორთქიფანიძე (19ქ), ხატიაშვილი (12ქ), ნარჩომაშვილი (15ქ, 12მ), ურიდია (9ქ, 24მ, 3პ), ჯანხოთელი.

ჰიუნდაი: სანაძე (17ქ), ტომარაძე (23ქ, 10მ), ლომიძე (5ქ, 7მ, 4პ, 5ჩ), ზაქრაძე (9ქ, 7პ, 5მ), ბოლქვაძე (8ქ, 10მ, 4პ, 4დ), მამფორია (10ქ, 11მ).

საინტერესოდ დასრულდა საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატი, რომლის ფინალში ერთმანეთს "რუსთავი" და "ჰიუნდაი" დაუპირისპირდნენ. მოედნის უპირატესობა ქვემოქართლელთა მხარეს იყო, რომლებმაც პირველივე საშინაო მატჩში დათმეს შეხვედრაცა და პოზიციებიც.

სერიის მეორე შეხვედრა თბილისში გაიმართა და ბევრი ელოდა, რომ "ჰიუნდაი" ჩემპიონობას სწორედ საშინაო მატჩის დასრულებისთანავე იზეიმებდა, მაგრამ "რუსთავმა" არ დაანება, 63:52 გაიმარჯვა და მოედნის უპირატესობაც დაიბრუნა.

მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა გუშინ რუსთავში გაიმართა და კვლავ სტუმრებმა მოიგეს - 72:71. მეოთხე პერიოდის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ტომარაძის ტყორცნის შემდეგ "ჰიუნდაი" 10 ქულით დაწინაურდა (69:59), თუმცა მასპინძლებმა ფარ-ხმალი არ დაყარეს: დვალის, ნარჩომაშვილისა და ხატიაშვილის ზუსტ ტყორცნებს ურიდიამ ორი საჯარიმო მიამატა და სირენამდე 1:47 წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრა - 69:69. გადამწყვეტი აღმოჩნდა თვრამეტიოდე წამში კახა ტომარაძის მიერ შესრულებული სამქულიანი (72:69), რომლის შემდეგ წუთნახევარმა ისე ჩაიარა, რომ მხოლოდ რუსთაველმა ურიდიამ ჩააგდო ორქულიანი, რაც ჩემპიონობისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ოქროს მედლები ნიკო ჩერქეზიშვილის შეგირდებს დარჩათ.

გვერდი მოამზადა

ვაჟა სიმონიშვილმა

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა

"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე

"ყვე­ლა­ნი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ქალს რა უნდა ძი­უ­დო­ში, ეს კა­ცე­ბის სპორ­ტია და თავი და­ა­ნე­ბეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია