ჩვენებური ფინალში ბოლო შედეგით შევიდა - 579 ქულა (მერვე ადგილი შესარჩევ ეტაპში)
ნინო სალუქვაძემ მეხუთე ადგილზე დაასრულა გამოსვლა მიუნხენში, მსოფლიოს თასზე. ჩვენებური ფინალში ბოლო შედეგით შევიდა - 579 ქულა (მერვე ადგილი შესარჩევ ეტაპში).

ისე მოხდა, რომ იგი ორივე დღეს ყველაზე ცუდად ბოლო სერიებში გამოვიდა - შაბათს მესამეში 95 ქულა დააგროვა, როცა პირველ ორში 98 და 99 აჩვენა, 27 მაისს კი სულაც 94-მდე დაეცა მაჩვენებელი მანამდელი 96-ისა და 97-ის საწინააღმდეგოდ.

94-იან სერიაში ის 9-იანის ზონიდან არ გამოსულა, ანუ 8-იანში ერთხელაც არ გაურტყია, თუმცა ათიანის ნიშნულშიც სულ ოთხჯერ მოახვედრა და ასეთი დაბალი შედეგიც ამან გამოიწვია. მისთვის ყველაზე წარმატებული მეორე სერია აღმოჩნდა, როცა 10-იანს მხოლოდ ერთხელ ააცილა - ბოლო, მეათე ტყვია და 99 ქულა დააგროვა.

როგორც გითხარით, საბოლოოდ ჩვენებურს 579 ქულა დაუგროვდა, თუმცა ფინალის საგზური მაინც საცილო გაუხდა, რადგან ასეთივე შედეგი აჩვენეს მონღოლმა ბაიარცეცეგ ტუმურჩუდურმა და კორეელმა კიეონგაე კიმიმ, თუმცა ქართველმა მათ დამატებითი მაჩვენებლებით შეასწრო ფინალში.

სალუქვაძეს ანგარიში აქაც საკამათოდ შეექმნა, რათა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მიეღო.

დასკვნით ეტაპზე ყველაზე უკეთ უტიტულო ჩინელებმა ისროლეს - ჯინ იუანმა 15 ქულა დააგროვა, ჯინჯინ ჭანმა (ამას მსოფლიოს თასის ორიოდე ეტაპი აქამდეც მოუგია) - 14, ანუ ოქროს მედლისთვის ბრძოლის უფლებაც მათ მოიპოვეს.

მესამე ადგილზე 44 წლის შვეიცარიელი ევროპის ჩემპიონი ჰაიდი გერბერ დიჩელმი გავიდა 11 ქულით, რომელსაც აშკარად მეორე სუნთქვა გაეხსნა - აქამდე თუნდაც ამ რანგის ტურნირებში მედალს არასოდეს მიახლოებია, ორი წლის წინათ კი 42 წლისამ ევროპის პირველობა მოიგო, ხოლო ახლა საბოლოოდ მესამეზე გავიდა.

ფინალში IV-V ადგილებს 9-9 ქულით სალუქვაძე და ჩრდილოკორეელი მი უნ იო ინაწილებდნენ. აქ უკვე დამატებითი მაჩვენებელი უკეთეს მეტოქეს აღმოაჩნდა და ბრინჯაოსთვის შვეიცარიელთან პაექრობის უფლებაც მან მოიპოვა, ჩვენებურმა კი მეხუთე ადგილით დაასრულა გამოსვლა.

ორივე ფინალი - ოქროსიც და ბრინჯაოსიც ერთნაირი ანგარიშით, 7:1 დასრულდა. მთავარ ფინალში იუანმა ჭანს აჯობა, მეორეში კი შვეიცარიელმა იმარჯვა.

შაბათს 50-მეტრიან დისტანციაზე ლევან ქადაგიძემაც ისროლა და 29-ე ადგილზე გავიდა 550 ქულით.

პნევმატური პისტოლეტიდან ქალებმა 27 მაისს უკვე დაიწყეს საკვალიფიკაციო ეტაპი და პირველი ჯგუფის წევრებმა ისროლეს კიდეც, თუმცა სალუქვაძე მეორეშია და 28-ში იასპარეზებს, როგორც ამავე დისტანციაზე გამომსვლელი ვაჟები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
[VIDEO] ფეხბურთის "იმპერატორის" ახალი გეგმა მუნდიალთან დაკავშირებით - ჯანი ინფანტინოს მორიგი მოულოდნელი სვლა
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
ნინო სალუქვაძეს სპეციალური ჯილდო გადასცეს
ევროპის ჩემპიონატი ტყვიის სროლაში: ბაქოს ორმაგი დატვირთვა
ტყვიის სროლა. ევროპის ჩემპიონატი: ცოტნე მაჭავარიანი დედის კვალზე
გუნდური ბრინჯაოს მედალი ტყვიის მსროლელთა დიდ პრიზზე
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
"იარაღს გვჩუქნიან, მაგრამ ჩვენი არალოგიკური კანონების გამო ვერ შემოგვაქვს"
53 წლის ნინო სალუქვაძის ვერცხლი
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
ტყვიის სროლა. მიუნხენის ტურნირი: შვიდეულით გერმანიაში
ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს
ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი რიოს დაზვერავენ
დედა-შვილი ოლიმპიადაზე - ცოტნე მაჭავარიანმა რიოს ლიცენზია მოიპოვა!