ნინო სალუქვაძის შემდეგ ტყვიის სროლაში რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზია მისმა 18 წლის ვაჟმაც მოიპოვა
ფოტოზე: ცოტნე მაჭავარიანი და ნინო სალუქვაძე

ნინო სალუქვაძის შემდეგ ტყვიის სროლაში რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზია მისმა შვილმა ცოტნე მაჭავარიანმაც მოიპოვა. 18 წლის ჩუბინმა ეს უნგრულ დიორში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გააკეთა, რომელიც პნევმატური პისტოლეტიდან ტარდება.

ლიცენზია, პირადი რეკორდი და ერთ-ერთ სერიაში მაქსიმალური შედეგი, 100 ქულა - ასეთია მაჭავარიანის გამოსვლა, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპზე პირადი რეკორდი ერთი ქულით გააუმჯობესა, 579 ქულა დააგროვა და ფინალში მეექვსე შედეგით შევიდა. თუმცა ამდენივე ქულა ჰქონდა ფინალური ოქტეტის ხუთ მონაწილეს, მათ შორის ადგილები კი უფრო ახლო 10-იანებით გადაწყდა.

მაჭავარიანმა თავიდანვე კარგად დაიწყო გამოსვლა და ცალკეულ სერიებში 98, 96, 96 და 100 ქულა დააგროვა, თუმცა შემდეგ ცოტა მოუკლო და ბოლო ორში 95 და 94 აჩვენა.

ფინალშიც კარგად დაიწყო, თუმცა შემდეგ მოუკლო და 118.3 ქულით საბოლოოდ მეექვსე ადგილზე გავიდა. ევროპის ჩემპიონი თურქი იუსუფ დიკეცი გახდა 198.5 ქულით. მეორეზე ესპანელი პაბლო კარერა გავიდა 197.6-ით, ბრინჯაო კი უკრაინელმა პავლო ხოროშილოვმა დაისაკუთრა 178.4-ით.

ცოტნე მაჭავარიანის ლიცენზია ჩვენი ოლიმპიური გუნდისთვის მე-15 საგზურია. ქართულ სპორტში პირველი პრეცედენტია, როცა დედა-შვილი ერთად იასპარეზებს ოლიმპიადაზე, თუმცა მსგავსი რამ მსოფლიოს ოლიმპიზმისთვისაც არ არის ჩვეულებრივი ამბავი. ოღონდ ჩვენი შემთხვევა კიდევ უფრო უნიკალურია, რადგან დედა-შვილს ბაბუა - ვახტანგ სალუქვაძე ავარჯიშებს. პრაქტიკულად, ჩვენს შემთხვევაში ერთი ოჯახის სამი თაობაა ნაკრებში.

ვაჟთა ტურნირში ლევან ქადაგიძეც გამოდიოდა, რომელიც 566 ქულით 61-ე ადგილზე გავიდა.

საბედნიეროდ, მაჭავარიანის ლიცენზია ევროპის ამ ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის ერთადერთი მიღწევა არაა - ახალგაზრდა გოგოებში ვერცხლის მედალი ქუთაისელმა ნინო ხუციბერიძემ მოიპოვა. თუმცა ჩემპიონატი 27 თებერვალს დასრულდება, როცა შეჯიბრებაში ჩვენი გუნდის ლიდერი ნინო სალუქვაძე და ლიზი კილაძე ჩაებმებიან. ამათგან სალუქვაძის ამოცანა მედლისთვის ბრძოლაა, კილაძისა - ლიცენზიის მოპოვება.

ლალუკა
ძალიან მიყვარს ნინო, მას თავი კარგი სპორტსმენობის გარდა საზოგადოებისთვის თავი არ მოუბეზრებია, მის შვილს დიდ წარმატებებს ვუსურვებ
ზურა
მე ვიცი ასი პროცენტით - ჩემი მეზობლის გოგონა იყო ნინო ფანჩულიძე. ახალგაზრდულ ევროპაზე მე - 4 აჩვენა და ეგრევე დაუწყეს ჭამა - პაესტკების წილებში ჩაჯდომა და საერთოდ კაპიკს არ აძლევდნენ. დაანება მერე თავი...
daji
წარმატებები.
ბაჯო
ამატ გარდა ნუტუ არავინ გამოჰნდა ნიჰიერი ამ ცლების განმავლობასჰი.ეტყობა მატი საკუტრებააა ეს სახეობააა
koba
ძალიან მაგარი ამბავია! მოულოდნელი და სასიხარულო! წარმატებები რიოში!
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
სიტუაცია რთულია - რა მოხდება საფონოვმაც რომ ტრავმა მიიღოს
15-წლამდე ნაკრები ერევნის განვითარების თასზე მიემგზავრება
საფრანგეთის ნაკრების მეკარე პსჟ-დან წასვლას აპირებს
დავით ნემსაძე "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ფიზ. მომზადების მთავარი მწვრთნელია
ედერსონ ზაფხულში სავარაუდოდ, "ფენერბაჰჩეს" დატოვებს
ახალი კონტრაქტი კარიუსს - გერმანელი სავარაუდოდ, "შალკეში" დარჩება
შენარჩუნება სურთ - რაშფორდი სავარაუდოდ, "ბარსელონაში" დარჩება
"ხვიჩა ახლა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია" - ზეედორფი კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებულია
პრესტიანისა და ვინისიუსის საქმის შედეგი - FIFA 2026 წლის მუნდიალზე ორ ახალ წესს ამატებს
კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე დემბელეს რეკორდი დაამხო
"ის, რაც "ბაიერნის" წინააღმდეგ გააკეთა, უბრალოდ ტალანტი არ არის" - რუნიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა
კვარაცხელიას უფრო მაღალი ქულები და MVP დემბელე - როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბაიერნთან" მატჩში?
[VIDEO] სეზონის მშვენება მატჩი. კვარაცხელიას დუბლი - პსჟ-მ "ბაიერნს" მოუგო
[VIDEO] უკვე დუბლი - კვარაცხელიამ "ბაიერნს" ისევ გაუტანა
[VIDEO] კვარაცხელიამ ნოიერს გაუტანა და "ბაიერნთან" ანგარიში გაათანაბრა
პსჟ - "ბაიერნი". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
"შავი ლომი" დიდი 10-ის ნაკრებთან გახურდება
ვინ შეცვლის კონტეს "ნაპოლიში"?
და დაიწყება თავდავიწყება - მოურინიო "რეალში" ბრუნდება
39 წლის უგო ლორისს დეშამი მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანს
ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მორიგი ლიცენზია ნინო ხუციბერიძემ მოიპოვა
ევროპის ჩემპიონატი ტყვიის სროლაში: ბაქოს ორმაგი დატვირთვა
ევროპის ჩემპიონატი. ტყვიის სროლა: ბაქოში გამრუდებული სამიზნე
ლიზი კილაძემ ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
ტყვიის სროლა. ევროპის ჩემპიონატი: უფინალოდ და ულიცენზიოდ
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
ტყვიის სროლა. ევროპის ჩემპიონატი: ცოტნე მაჭავარიანი დედის კვალზე
"ჯერაც ვერ წარმომიდგენია, რომ ოლიმპიადაზე მე და ჩემი შვილი ერთად გამოვალთ"
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
"იარაღს გვჩუქნიან, მაგრამ ჩვენი არალოგიკური კანონების გამო ვერ შემოგვაქვს"
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
ტყვიის სროლა. ევროპის ჩემპიონატი: დიორში ბრაზილიისთვის
ტყვიის სროლა. მიუნხენის ტურნირი: შვიდეულით გერმანიაში
ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...
ტყვიის სროლა. ევროპის ჩემპიონატი: ამჯერად უმედლოდ
ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები: ქართველი სპორტსმენების გამოსვლის კალენდარი
ახალგაზრდული ოლიმპიადა: ვერცხლი - სულამანიძეს, ბრინჯაო - ხუციბერიძეს
53 წლის ნინო სალუქვაძის ვერცხლი
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
ნინო სალუქვაძე: მე ვაგრძელებ კარიერას, რადგან ახლა ვჭირდები ცოტნეს გვერდით
ნინო სალუქვაძეს სპეციალური ჯილდო გადასცეს
მიუნხენის ტურნირი: ცოტნე მაჭავარიანის მორიგი რეკორდი
თბილისის ღია თასი: როდის დააფინანსებენ ფედერაციებს?
გუნდური ბრინჯაოს მედალი ტყვიის მსროლელთა დიდ პრიზზე
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
ნინო სალუქვაძემ ვაჟთან ერთად ევროპულ თამაშებზე საქართველოს მე-17 მედალი მოუტანა!
ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი რიოს დაზვერავენ