ბაიერნული ამბები
"ბაიერნის" პრეზიდენტ ული ჰიონესისა და მთავარი მწვრთნელის, ლუის ვან გაალის დისკუსიაში, რომელიც, ოფიციალური განცხადებით, ამოწურულია (გუშინ ვწერდით, რომ ული და ლუისი შერიგდნენ), მიუნხენური გრანდის საპატიო პრეზიდენტი, გერმანული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა ფრანც ბეკენბაუერიც ჩაერთო.

"ვფიქრობ, ვან გაალი აჭარბებს, როცა ამბობს, რომ ჰიონესის განცხადებებით მისი ავტორიტეტი შეილახა და რომ პრეზიდენტი ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს. შესაძლოა, ვან გაალი ზედმეტად მგრძნობიარეა, ზედმეტაც ემოციურიც. ათწლეულებია, "ბაიერნში" მოსვენებული არცერთი მწვრთნელი არ ყოფილა და ათწლეულებია, ჰიონესი ყველას წნეხის ქვეშ ამყოფებს, რადგან ასეა საჭირო და სპეციალურად ვან გაალისთვის არაფერი შეიცვლება. მოკლედ, ულის არავინ მოუკლავს, ვან გაალი კი აჭარბებს. აზრთა სხვადასხვაობას ჯერ არავის რეპუტაცია არ შეულახავს," - უთხრა კაიზერმა "ბილდს".

ლამის კონტრაქტი

ფილიპ ლამს მიუნხენის "ბაიერნთან" კონტრაქტი 2012 წლის ზაფხულში უმთავრდება და გუშინ გავრცელებული ცნობების თანახმად, გერმანიის ნაკრების ვიცე-კაპიტანი მიუნხენური გრანდის შეფებს უკვე მოურიგდა ახალ ხელშეკრულებაზე, რომელსაც უახლოეს მომავალში გააფორმებს. გაირკვა, რომ ლამის ახალ კონტრაქტს ვადა 2016 წლამდე ექნება. ეს ინფორმაცია გუშინ "ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემაც დაადასტურა და იქვე აღნიშნა, რომ რიგში შემდეგი ბასტიან შვაინშტაიგერია.

"დიახ, ფილიპი ჩვენთან ახალ კონტრაქტს აფორმებს. მასთან უკვე ყველა დეტალზე შეთანხმებულები ვართ, დარჩა მხოლოდ ფორმალური მხარე, ანუ, კონტრაქტზე ხელის მოწერა," - უთხრა რუმენიგემ ჩვენს გერმანელ კოლეგებს. ფილიპი რეკორდმაისტერის ღირსებაც 1995 წლიდან იცავს - ის "ბაიერნის" სკოლის აღზრდილია. 2003-დან 2005 წლამდე ლამი "შტუტგარტში" იყო განათხოვრებული. ბუნდესლიგაში ჩატარებულ 201 შეხვედრაში, ფლანგის მცველ ფილიპს 6 გოლი აქვს გატანილი.

"ბაიერნისთვის" ლამთან ახალი კონტრაქტის გაფორმება იმ მხრივაც მნიშვნელოვანია, რომ რიგში ბასტიან შვაინშტაიგერი დგას, ეს უკანასკნელი კი, გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.

შვაინის ხელშეკრულებას ვადა 2012 წელს გასდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს