"სან ანტონიომ" დასავლეთი მოიგო
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის წლევანდელი სეზონის პირველი ფინალისტი გახდა "სან ანტონიო სპურსი". ტექსასელთა "დიდი ტრიოს" ასაკმა ხელი ვერ შეუშალა ტიმ დანკანს, ტონი პარკერსა და მანუ ჯინობილის, გადამწყვეტ სერიაში თამაშის უფლება მოეპოვებინათ. ახლა ისინი ფინალში "მაიამის" "დიდ ტრიოს" ელიან, მაგრამ სანამ ეს მოხდება, "სპურსმა" სეზონის ბოლო სერიისთვის დასასვენებლად საკმარისზე მეტი დრო მიიღო.

"მემფისთან" სერიის ბოლო მატჩმა კარგად გამოაჩინა "სან ანტონიოს" უპირატესობა "გრიზლისზე". "დათვები" მთელი პლეი ოფის განმავლობაში სოლიდურად გამოიყურებოდნენ, ფინალამდე დაამარცხეს ძლიერი "კლიპერსი" და საჩემპიონო ამბიციების მქონე "ოკლაჰომა". "სან ანტონიოსთან" დაპირისპირებაში ისინი აუტსაიდერებად მიიჩნეოდნენ, მაგრამ სერიაში 0:4-ს არავინ ელოდა.

ბრწყინვალე იყო მატჩში ტონი პარკერი, რომელსაც ხელი არც მაშინ შეეშალა, როცა მარკ გასოლის თითი მოხვდა თვალში და მეოთხე მეოთხედში დროებით მოედნის მიტოვება მოუწია. "მემფისის" ესპანელმა ცენტრმა მეტოქეს შემთხვევით მოარტყა ხელი სახეში, მოგვიანებით კი საკუთარი გუნდის სათადარიგოთა სკამთან მუშტი დაუშინა სარეკლამო ბანერს: საკუთარი უმწეობის გამო "მემფისის" კალათბურთელები ემოციებს ვერ თოკავდნენ.

ამ მხრივ, ყველაზე შორს ჯარედ ბეილესი წავიდა, რომელმაც კინაღამ ხელჩართული ჩხუბი გაუმართა საკუთარი მთავარ მწვრთნელს ლაიონელ ჰოლინზს!

ბოლოსკენ "მემფისმა" სცადა მატჩის გადარჩენა, მაგრამ რეალური შანსი მაინც ვერ მიიღო. სხვაობა სამ ქულამდე შემცირდა, თუმცა ეს იყო მაქსიმუმი, რასაც მასპინძლებმა მიაღწიეს. ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ "გრიზლისმა" პირწმინდად წააგო იმ გუნდთან, რომელიც დიდად არ შეცვლილა 2004 წლის შემდეგ, როცა "სპურსმა" "მემფისს" ასეთივე ანგარიშით მოუგო - 4:0. დრო მიდის, იცვლება ყველაფერი... დანკანის, პარკერის, ჯინობილისა და პოპოვიჩის გარდა.

"სპურსის" წინა ხაზმა ბრწყინვალედ ითამაშა, იმ დროს, როცა მთლიანად ჩააგდო სერია ზაკ რენდოლფმა. ტექსასელებმა სამწამიანიდან 52 ქულა ჩააგდეს (მეტოქემ - 32 ქულა), აგრეთვე, უპირატესობას მიაღწიეს მოხსნებში - 41:34. თამაშიდან 51-პროცენტიანი სიზუსტეც "სან ანტონიოს" უპირატესობის მაჩვენებელია, "მემფისის" რიგებში კი 50-პროცენტიანი ზღვარი მხოლოდ ერთმა კალათბურთელმა გადალახა - სათადარიგო ქუინსი პონდექსტერმა, რომელმაც მეორე ტაიმში 18 ქულა დააგროვა.

ბოლო შტურმი "დათვებმა" ბოლოსკენ მოაწყვეს: გასოლის ზუსტი ტყორცნის შემდეგ, 48.7 წამით ადრე ანგარიში გახდა 86:89, მაგრამ ამას მოჰყვა პარკერის ზედიზედ ოთხი ზუსტი საჯარიმო და ამით ყველაფერი დასრულდა.

მემფისი-სან ანტონიო 86:93

14:24, 24:20, 28:28, 20:21

მ: პონდექსტერი (22), გასოლი (14+5 პასი+5 მოხსნა+3 დაფარება), რენდოლფი (13+8 მოხსნა).

ს-ა: პარკერი (37+6 პასი), დანკანი (15+8 მოხსნა+4 დაფარება), ლეონარდი (11+6 მოხსნა+5 ჩაჭრა).

სერია: 0-4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. პლეი ოფი. აღმოსავლეთის ფინალი: "ინდიანამ" შინ პირველად წააგო

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
"ხშირად ამბობენ, რომ კალათბურთი არ მაინტერესებს, მაგრამ..." - ნიკოლა იოკიჩი
[VIDEO] NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩის MVP ენტონი ედვარდსი გახდა
დემბელე დღესაც არ იქნება - პსჟ-ის "მონაკოსთან" ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდება
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
უეფას სამართალი - "რეალთან" მატჩის წინ პრესტიანი და შესაბამისად "ბენფიკაც" დასაჯეს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
NBA. აღმოსავლეთში სიტუაცია დაიძაბა [VIDEO]
საფრანგეთმა რიოს შესარჩევში უნდა ითამაშოს
მარკ გასოლმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობაზე ისაუბრა
NBA. სუპერფინალი: "ტორონტო" შეუჩერებელია [VIDEO]
რევანში გასული პლეი-ოფისთვის? "ბაქსმა" "ჰიტი" გაანადგურა [VIDEO]
ვისურვებდი, რომ დღეს კობი და ჯიჯი აქ ყოფილიყვნენ - "ლეიკერსმა" პაუ გასოლის 16-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო და "მემფისს" სძლია [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "უორიორზის" სერია, "ვაშინგტონის" ტიტული
ტონი პარკერი ნოემბერში დაბრუნებას გეგმავს
ევროპელების დაპირისპირება დონჩიჩის გამარჯვებით დასრულდა [VIDEO]
ლილარდის საღამო და გამარჯვება "მეფეებთან" [VIDEO]
16 ქულა - მამუკელაშვილმა NBA-ში სეზონის ბოლოსწინა მატჩი ჩაატარა [VIDEO]
სრული დომინირება ფარზე და 26 მოხსნა! "ატლანტას" ცენტრმა ფანტასტიკური შეხვედრა ჩააატარა [VIDEO]
ესპანეთსა და ავსტრალიას ოვერტაიმი დასჭირდათ - მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ფინალისტი ცნობილია [VIDEO]
ტეიტუმის ისტორიული საღამო, რეკორდი, 32 ქულიანი გაქცევა და მნიშვნელოვანი გამარჯვება "სპურსთან" [VIDEO]
NBA. 18 დეკემბერს დანკანს დააფასებენ
დურანტის და ირვინგის გარეშე დარჩენილ "ბრუკლინს" ლევერტმა ულიდერა, თუმდა დამარცხდა[VIDEO]
ტონი პაკერი: "სპურსი" აგრძელებს სრულყოფას
"არასდროს ვფიქრობ, რომ ჩემი თამაში საკმარისი იქნება ტურნირის მოსაგებად" - კარლოს ალკარასი
გასოლის ამერიკული თავგადასავალი დასრულდა
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "სან ანტონიოს" შეტევა არ უვარგა
NBA. აღმოსავლეთ კონფერენციის დაძაბული ფინალი: 2 ოვერტაიმის შემდეგ "ტორონტომ" სხვაობა შეამცირა [VIDEO]
კავაის მაგრად მოხვდა! "ბრუკლინმა" "ბოსტონი" დაასამარა. "Christmas day"-ის საოცარი მატჩები [VIDEO]
გიჟური ღამე ამერიკაში! გუნდები საოცრად გაძლიერდნენ
ტიმ დანკანი MMA-ის მებრძოლი ხდება?
მამუკელაშვილის 2-ში 2 სამქულიანი და 16-წუთიანი დებიუტი "სან ანტონიოში" [VIDEO]
მამუკელაშვილის 22 წუთი - "სან ანტონიო" "დეტროიტთან" დამარცხდა [VIDEO]
NBA. მატჩები: დურანტის გამარჯვების ორქულიანი, პარკერმა ბრაიანტს გაუსწრო [VIDEO]
ასეთი მეორე აღარ იქნება: ტიმ დანკანის წასვლის გამოხმაურება
დონჩიჩის სამმაგი და მნიშვნელოვანი გამარჯვება [VIDEO]
გოგა ბითაძემ იაო მინისა და ტიმ დანკანის მიღწევა გაიმეორა!
სანდრო მამუკელაშვილის პირადი რეკორდი NBA-ში - 14 მოხსნა "მემფისთან"
NBA-ს ოთხგზის ჩემპიონი შეიძლება "ლიონის" პრეზიდენტი გახდეს
სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსი" მისსავე მოედანზე დაამარცხეს [VIDEO]