"რედ უინგზმა" ხელიდან შესანიშნავი შანსი გაუშვა
სერიის მეხუთე მატჩის მოგების შემდეგ “ჩიკაგომ” ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა “დეტროიტზე”, თუმცა “რედ უინგზის” მოთამაშეებს არ ჰქონდათ მეშვიდე მატჩის ჩიკაგოში ჩატარების სურვილი. ამიტომაც დიდი ბრძოლის გამართვას აპირებდნენ სერიის სასურველი ანგარიშით დასასრულებლად.

მატჩის წინ დეტროიტელი ჰოკეისტები მოკრძალებულად მიანიშნებდნენ იმის შესახებ, რომ მსაჯები ჩიკაგოელებს ზედმეტის საშუალებას აძლევენ. ისე მოხდა, რომ მსაჯების გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მეექვსე მატჩის საბოლოო შედეგზე. ლაპარაკია ბულიტზე "დეტროიტის" კარში, რამაც დიდი კამათი გამოიწვია.

პირველად "ჩიკაგოს", მსაჯის გადაწყვეტილების მხრივ, მეოთხე წუთზე გაუმართლა, როცა მარიან ჰოსამ რიცხობრივ უპირატესობაში გოლი მის მიერვე დაძრულ კარში გაიტანა. ეპიზოდი საკამათო იყო და ვიდეოარბიტრს შეეძლო, ვერდიქტი როგორც ერთი, ასევე მეორე მხარის სასარგებლოდ გამოეტანა, მაგრამ, საბოლოოდ, სლოვაკის გოლი ჩაითვალა.

მეორე საკამათო მომენტს მესამე პერიოდის სტარტზე ჰქონდა ადგილი: ტეივზმა ცენტრალური ზონიდან მაშინ მიიღო შაიბა, როცა ორივე ფეხით მეტოქის ზონაში იყო, მაგრამ თამაშგარე არ დაფიქსირდა, რამდენიმე წამში კი სტუმრებმა მესამე გოლი გაიტანეს. NHL-მა ოფიციალურად ახსნა, რომ "დეტროიტის" ზონაში შაიბა "რედ უინგზის" ფორვარდისგან, იოჰან ფრანცენისგან შევარდა. ამიტომაც იმ მომენტში თამაშგარე ვერ იქნებოდა.

კულმინაცია გახდა ეპიზოდი მესამე პერიოდის მეათე წუთზე, როცა "დეტროიტის" კარში ბულიტი დაინიშნა. "რედ უინგზის" მცველმა კარლო კოლაიაკოვომ მართლაც ჩაარტყა ჯოხი ხელში ერთი-ერთზე გაჭრილ მიხალ ფროლიკს, მაგრამ ძალიან საეჭვო და მკაცრი სასჯელი იყო ასეთი ჯარიმისთვის ბულიტის დანიშვნა. პლეი ოფში არბიტრები ასეთ სიტუაციაში, ჩვეულებრივ, ორწუთიანი ჯარიმით შემოიფარგლებიან, ხანდახან კი საერთოდ თვალს ხუჭავენ. მიუხედავად ამისა, ბულიტი დაინიშნა და "ჩიკაგომ" ეს შანსი გამოიყენა. სწორედ ეს გოლი გახდა "ჩიკაგოსთვის" გამარჯვების.

ფროლიკი გახდა პირველი მოთამაშე NHL-ის ისტორიაში, ვინც ორჯერ შეძლო პლეი ოფის მატჩებში ბულიტის გამოყენება. პირველად მან ეს 2011 წლის აპრილში, "ვანკუვერთან" პირველი წრის სერიის მეექვსე მატჩში გააკეთა.

ასე რომ, აღმოსავლეთის კონფერენციის ფინალი "ბოსტონსა" და "პიტსბურგს" შორის 30 მაისამდე არ დაიწყება, რადგან დასავლეთში ორივე ნახევარფინალი შვიდ მატჩამდე გაიწელა.

დეტროიტი-ჩიკაგო 3:4

1:1, 1:0, 1:3

გოლები: 0:1 მარიან ჰოსა-5 (ტეივზი-4, კიტი-8), 1:1 ივზი-1 (დ. მილერი-1, ბ. სმიტი-3), 2:1 ანდერსონი-1 (კინდლი-4), 2:2 ჰანზუში-1 (ჰიალმარსონი-3), 2:3 ბიკელი-5 (ტეივზი-5, მარიან ჰოსა-5), 2:4 ფროლიკი-3 (ბულიტი), 3:4 ბრუნერი-5 (დაციუკი-6, ქლირი-5).

სერია: 3-3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NHL. პლეი ოფი: მეშვიდე მატჩი იქნება

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ლილარდის საღამო და გამარჯვება "მეფეებთან" [VIDEO]
ბევერლი: "ლეიკერსში" ჩანგლის ფუნქციებს მანიჭებდნენ
სრული დომინირება ფარზე და 26 მოხსნა! "ატლანტას" ცენტრმა ფანტასტიკური შეხვედრა ჩააატარა [VIDEO]
ზაზა ფაჩულიასთვის პლეი-ოფი ცუდად დაიწყო - "მილუოკიმ" "დეტროიტი" გაანადგურა [VIDEO]
გამარჯვების მომტანი სამქულიანი საკუთარი ნახევრიდან - საოცარი მატჩი NBA-ში [VIDEO]
ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" "ლეიკერს" ადვილად მოუგო [VIDEO]
"ყველა ვარსკვლავის" სათადარიგო მოთამაშეების ვინაობა ცნობილია [PHOTO]
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
ის დაბრუნდა! იანისის ფანტასტიკური მატჩი და გამარჯვება "დეტროიტის" წინააღმდეგ [VIDEO]
ლავინის 10 სამქულიანი გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]
სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსი" მისსავე მოედანზე დაამარცხეს [VIDEO]