31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, პრაღაში საერთაშორისო სალიცენზიო ტურნირი ჩატარდება, სადაც ბარსელონას მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო საგზურები გათამაშდება
წლეულს, 23 ივლისიდან ბარსელონა მოცურავეთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამ შეჯიბრებაში მონაწილეობის ლიცენზია ჯერჯერობით მხოლოდ ირაკლი ბოლქვაძეს აქვს, 200 მეტრზე ბრასით ცურვაში.

ახალგაზრდებში ევროპის პირველობის 2012 წლის ბრინჯაოსპრიზიორმა ეს უფლება შარშან მოიპოვა. ამას წინათ მან ხარკოვში უკრაინის ღია თასის გათამაშებაში, სადაც მასპინძლებთან ერთად ბელორუსები, მოლდოველები და ქართველები მონაწილეობდნენ, 200 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში 2.06,91-ით ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

საგულისხმოა, რომ ამ დისტანციაზე მას მსოფლიოს ჩემპიონატის ლიცენზიის მოსაპოვებლად წამი არ ეყო.

ამავე ტურნირში მონაწილეობდა 18 წლის დავით სიხარულიძე. 50 მეტრი, თავისუფალი ყაიდით, მან 23,91 წამში დაფარა და საქართველოს 28 წლის წინანდელი რეკორდი გააუმჯობესა, თუმცა ეს დრო კვარცხლბეკზე მოსახვედრად არ ეყო.

31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, პრაღაში საერთაშორისო სალიცენზიო ტურნირი ჩატარდება, სადაც ბარსელონას მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო საგზურები გათამაშდება.

ირინა მინჟულინას ხელმძღვანელობით, ამ შეჯიბრებაზე გამოვლენ: ირაკლი ბოლქვაძე, დავით სიხარულიძე, თეიმურაზ კობახიძე და ირაკლი რევიშვილი. მოცურავეთა ამ კვარტეტმა პრაღაში გამგზავრებამდე რეპეტიცია საწყლოსნო კომპლექს "ტონუსის" აუზში გაიარა, სადაც თბილისის მერიის თასი გათამაშდა.

შეჯიბრებაში თბილისის, რუსთავის, გორის, საჩხერის, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გამარჯვებულები და პრიზიორები ორი დისტანციის ფინას ქულების ჯამით გამოვლინდნენ. გაუწყებთ მათ ვინაობას.

ქალები

სპრინტი (100 და 200 მ). თავისუფალი ყაიდა. 1. ელენე უნდილაშვილი (866 ქულა), 2. ელენე ბერაია (ორივე - "დიღომი", 836), 3. კრავაი კერვალიშვილი ("ტონუსი", 778).

ბრასი. 1. თეონა ბოსტაშვილი (რუსთავი, 941), 2. მარიამ ზუბიაშვილი (საჩხერე, 940), 3. ქეთევან ყამარაული ("ტონუსი", 911). ბატერფლაი. 1. აფსანა ისმაილოვა (ბაქო, 833), 2. რუსუდან გოგინაშვილი (რუსთავი, 804), 3. მარიამ ჩიხრაძე ("ტონუსი", 633).

გულაღმა. 1 იულია სტაციუკი (აზერბაიჯანი, 917), 2. მარიამ წერეთელი ("ტონუსი", 760), 3. თამარ მეგრელიძე (რუსთავი, 469).

სტაიერული დისტანციები (400 და 800 მ). თავისუფალი ყაიდა. 1. მონიკა ვასილიანი (სომხეთი, 1162), 2. მერი მუმლაძე ("ტონუსი", 756), 3. ნანო მოდოსიანი ("დიღომი", 587).

ვაჟები

სპრინტი. თავისუფალი ყაიდა. 1. ირაკლი რევიშვილი ("ტონუსი", 1443), 2. ცოტნე მაისურაძე (რუსთავი, 1023), 3. გიორგი ბიგანიშვილი ("ლაგუნა ვერე", 970).

ბრასი. 1. დავით ბოკერია ("ტონუსი", 835), 2. დიტო გიორგაძე ("ლაგუნა ვერე", 813), 3. ილია პაპიძე ("ლაგუნა ვერე", 765).

ბატერფლაი. 1. თემურ კობახიძე (ლაგუნა ვერე", 1287), 2. გრიშა გნედოვსკი ("ოლიმპიკი", 584), 3. ანზორ მონასელიძე ("ლაგუნა ვერე", 468).

გულაღმა. 1. დავიდ უნანიანი (სომხეთი, 1010), 2. აკაკი ვაშაკიძე (თბილისი, 926), 3. ნაზირ იზმაილოვი (აზერბაიჯანი, 733).

სტაიერი. თავისუფალი ყაიდა. 1. დავით სიხარულიძე ("ტონუსი", 1215), 2. ნიკა ყაულაშვილი (რუსთავი, 982), 3. დავით შახნაზაროვი ("ტონუსი", 811).

კომპლექსური ცურვა (200 და 400 მ). 1. დორიან ფაზეკაში (აზერბაიჯანი, 959), 2. ირაკლი კვარაცხელია ("ტონუსი", 893), 3. ვლადიმერ ტერლეცკი (გორი, 674).

თბილისის მერიის მთავარი პრიზები ირაკლი რევიშვილსა და მონიკა ვასილიანს გადაეცათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
დემბელემ ახსნა, რატომ გადავიდა 2023 წელს "ბარსელონადან" პსჟ-ში
საფრანგეთში დაბრუნება არ ისურვა - როსენიორი დროებით დაისვენებს
თავს ისე ვიგრძნობთ, როგორც სახლში - ნორვეგიამ აშშ-ში 300 კგ ორაგული და 116 კგ ყველი წაიღო
204-სანტიმეტრიანი უკრაინელი თავდამსხმელი "ჟირონაში" გადავიდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - იტალია
ლონდონურმა კლუბმა პსჟ-ს ორი ფეხბურთელი 130 მილიონად დაუფასა
20 წ. | ცვლილებები გაფართოებულ რაზმში
"ბაიერნი" ოლისეს 500 მილიონადაც არ გაყიდის
ამორიმი, გლასნერი ან იასლე - ვინ ჩაიბარებს "მილანს"?
[VIDEO] სიცილის შეკავება შეუძლებელია - სამხრეთ აფრიკის ნაკრების ლეგენდების რეაქცია მექსიკასთან მარცხის შემდეგ
[VIDEO] "ბარსელონამ" "ტენერიფეს" მეორე შეხვედრაც მოუგო და ფინალს მიუახლოვდა
"მრცხვენია, რომ ფეხბურთი ამად იქცა" - დიუგარმა მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა
[VIDEO] გოლი აუტიდან, ინ ჰვუნგ ბეომის შედევრი და ქამბექი - სამხრეთ კორეამ ჩეხეთი დაამარცხა
[VIDEO] მსოფლიო ჩემპიონატი სამი გაძევებით დაიწყო - მექსიკამ სამხრეთ აფრიკას მოუგო
ოფიციალურად - მოურინიო "რეალში" დაბრუნდა
მოურინიომ თანამემამულე ვარსკვლავი "ბარსელონას" აწაპნა
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა
ოლისე კვარაცხელიასთან ერთად შეუტევს - რამდენად შესაძლებელია ტრანსფერი?
ინგლისმა კოსტა-რიკას უპრობლემოდ სძლია
ქართველი მოცურავის კომენტარი, რომელმაც ერთ ტურნირზე 4 ოქროს მედალი მოიპოვა
ქართველი მოცურავეები ბარსელონაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ
ქართველმა მოცურავემ, თეიმურაზ კობახიძემ ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა!
თეიმურაზ კობახიძე მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე იასპარეზებს
რიო 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 9 აგვისტოს
ᓘᓠᓐᓙᓚᓘ ᓑᓝᓚᓥᓕᓐᓫᓘᓡ ᓰᓔᓗ-ᓗᓠᓘᓥᓘ ᓡᓐᓔᓠᓗᓐᓨᓝᓠᓘᓡᓝ ᓢᓣᓠᓜᓘᓠᓖᓔ
სინჯარის დუბლიკატი და მატყუარა ლაბორატორიები - ინტერვიუ ზურაბ კახაბრიშვილთან [დასაწყისი]
ირაკლი ბოლქვაძე: ჩემს ორგანიზმში არ აღმოჩნდა აკრძალული ნივთიერების კვალი
თეიმურაზ კობახიძე: ოლიმპიადაზე გამოსვლის იმედს არ ვკარგავ
ᓥᓐᓠᕗᓕᓔᓚᓛᓐ ᕛᕝᕪᓣᓠᓐᓕᓔᓔᓑᓛᓐ ᕡᓐᓔᕠᕗᓐᓨᓝᓠᓘᓡᓝ ᕢᕣᓠᓜᓘᓠᓖᓔ ᕝᓗᓮᓘ ᓛᓔᓓᓐᓚᓘ ᕓᓐ ᓛᓡᓝᓤᓚᓘᓝᓡ ᓚᓘᓪᕔᕜᓖᓘᓐ ᕛᕝᕘᓞᓝᓕᕔᓡ
"ამ პრობლემების სააშკარაოზე გამოტანა არ გვსურდა, მაგრამ ძირეული ცვლილებები აუცილებელია!"
"გასაჩივრებული ტესტის პასუხი უარყოფითია" - ბოლქვაძემ ოლიმპიადა დოპინგ ტესტის შეცდომის გამო გამოტოვა
ქართველმა მოცურავემ საერთაშორისო ტურნირზე 4 ოქროს მედალი მოიპოვა
რიო 2016. ცურვა: ირაკლი ბოლქვაძის სინჯებმა დოპინგკონტროლზე დადებითი პასუხი აჩვენა
ირაკლი რევიშვილმა მოცურავეთა ბელორუსის ღია პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა