გარეთ ბეილმა ის სიტყვები თქვა რომელთა მოსმენაც ასე უნდოდათ "ტოტენჰემის" გულშემატკივრებს: "აქედან წასვლას არ ვაპირებ!"

გარეთ ბეილმა ის სიტყვები თქვა რომელთა მოსმენაც ასე უნდოდათ "ტოტენჰემის" გულშემატკივრებს: "აქედან წასვლას არ ვაპირებ!" ჩემპიონთა ლიგაში "ინტერთან" დიდებული თამაშის შემდეგ 21 წლის მარცხენა ნახევარმცველი პრემიერლიგის ყველაზე მოკაშკაშე ახალგაზრდად იქცა და, ბუნებრივია, ხელად მის სხვა გუნდში გადასვლაზეც ალაპარაკდნენ.

უელსელმა, რომელსაც "სფურზთან" ოთხწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, თქვა: "ჩვენმა გუნდმა "ინტერთან" შეხვედრაში აჩვენა, რომ ნებისმიერ მოწინააღმდეგისთან შეუძლია ტოლად თამაში და ამიტომაც გაუგებარია, რატომ უნდა წავიდე ასეთი გუნდიდან? ჩვენთან, "უაით ჰართ ლეინზე" ძალიან ძლიერ ფეხბურთელთა ჯგუფი შეიკრიბა. გუნდში დიდებული ურთიერთობებია, სულისკვეთება შესაშური გახლავთ. "ტოტენჰემის" წევრობა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს".

"სფურზის" მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა განაცხადა, რომ ბეილი არ იყიდება, თუმცა იქვე დასძინა, რომ ის 30 მილიონი ფუნტი ღირს, რაც 38,3 მილიონი დოლარი ანუ 34,47 ევროა. ეს თანხა რედნაპმა, როგორც ჩანს, მდიდარი კლუბების გასაგონად დაასხელა - იქნებ ამის გაგონებაზე თავი დაგვანებონო.

რომელ ძლიერ კლუბებზეა ლაპარაკი? "მანჩესტერ სიტიზე", "რეალზე", ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედზე". მას-მედიაში ბჭობენ, რამდენის გადამხდელები არიან ისინი ბეილის სანაცვლოდ, ფეხბურთელი კი, როგორც მოგახსენეთ, "ტოტენჰემს" ეფიცება ერთგულებას.

"დეილი მეილის" ფურცლებიდან ბეილისთვის ქების სიტყვები არც ტოტენჰემელთა თავკაცის ვაჟმა, "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა ჯეიმი რედნაპმა დაიშურა. თავის ყოველკვირეულ სვეტში მან დაწერა:

"გარეთ ბეილი პირველად რომ ვნახე სკოლის მოსწავლე იყო - თეო უოლკოტთან ერთად არდადეგებზე "საუთჰემპტონის" 18 წლამდელებთან ვარჯიშობდა. მაშინ დავინახე ორი ზრდილობიანი ყმაწვილი, რომელბიც ფეხბურთში გარკვეულ, შესანიშნავ მშობლებს ჰყავდათ მოყვანილი. ორივეს ეტყობოდა, რომ სწავლას იყო მოწყურებული. მახსოვს, ისიც კი გავიფიქრე, ფეხბურთელობისთვის ზედმეტად მორიდებულები ხომ არ არიან, მეთქი.

მე მაიკლ ოუენის და სტივენ ჯერარდის ყმაწვილკაცობაც მახსოვს, მაშინ თავადაც "ლივერპულის" ფეხბურთელი გახლდით და ძალიან მიყვარს ის ხმაური, ამომავალი ვარსკვლავის გამოჩენას რომ მოჰყვება ხოლმე - ჩემი ჩათვლით, ყველა მათზე მათზე რომ ლაპარაკობს. თავიდან, გარეთის ფართე ბეჭები მეცა თვალში. ვუყურებდი ვარჯიშს და რა მეტი დრო გადიოდა, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ნამდვილი ფეხბურთელს ვადევნებდი თვალს.

ვიცი, ბეილს მარკ ოვერმარსსა და რაიან გიგზს ადარებენ ხოლმე, მაგრამ მე ის უფრო ტიერი ანრისა და ჯონ ბარნსს შორის, რაღაც საშუალო მგონია. მასში ანრის უნარი, ჯიქურ წავიდეს მეტოქის მცველებისკენ და დააპანიკოს ისინი, ბარნსის უზუსტეს ჩაწოდებებს ერწყმის. ხომ იცით, ქვეყნად მრავლად არიან სულელი გარემარბები, რომლებიც ფლანგზე ჩქარა გაიქცევიან და ბურთს სადღაც, კარსმიღმა ჩააწოდებენ. გარეთი პირიქით, მომენტს იხელთებს და ისე ჩააწვდის, რომ თავდამსხმელს გოლის გატანის მეტი არაფერი დარჩენია. გარდა ამისა მას შეუძლია ბურთი აგოროს, მეტოქის საჯარიმოში შეიჭრას, შორიდან ააჩქაროს ტემპი.

...პრემიერლიგაში, ბოლო 20 წელიწადში, ყველაზე კარგი გარემარბები რაიან გიგზი და გარეთ ბეილი არიან - ორივე უელსელი. ამ დროს კი, ინგლისის ნაკრებში სწორედაც რომ ფლანგებია სუსტი. ერთი სიტყვით, ჩვენ, ინგლისელებს, უელსელებისა უნდა გვშურდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის