ჩემპიონატის შეჯამება. ნაწილი III
სერია A-ს 2012/13 წლების სეზონის 5 იმედგაცრუებაზე უკვე გვქონდა საუბარი, დღეს კი გმირებზე გავამახვილებთ ყურადღებას. მაშ ასე, თქვენ წინაშეა სეზონის ხუთი საუკეთესო ფეხბურთელი...

5. ფრანჩესკო ტოტი (რომა)

როდესაც "რომას" ზდენეკ ზემანი ჩაუდგა სათავეში, ბევრმა იფიქრა, რომ ფრანჩესკო ტოტი ჩრდილში მოექცეოდა, რადგან ჩეხი სპეციალისტი სწრაფ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას... ლოგიკა გასაგებია, ვეტერანს მაღალი ტემპისთვის ფეხი ვერ უნდა აეწყო, მაგრამ აუწყო და ვინძლო თვითონ ტოტი უკეთესი იყო, ვიდრე მთლიანად "რომა". უკვე გასრულებულ სეზონში ფრანჩესკომ 12 საგოლე პასი მიითვალა აქტივში და ამ მაჩვენებლით, გუნდში საუკეთესოა, გოლების რაოდენობით (12) კი მხოლოდ პაბლო ოსვალდოს და ერიკ ლამელას ჩამორჩა.

თუმცა, ფრანჩესკო ტოტის სულ სხვა მიღწევაა აღსანიშნავი - "იმპერატორმა" სერია A-ს ყველა დროის ბომბარდირთა დავაში ჟოზე ალტაფინი, ჯუზეპე მეაცა და გუნარ ნორდალი ჩამოიტოვა, რის შემდეგაც მეორე ადგილზე მოკალათდა. ტოტის წინ მხოლოდ სილვიო პიოლაა, რომელსაც 47 გოლით მეტი აქვს გატანილი. მიზანი თითქმის მიუღწეველია, მაგრამ ტოტისგან არაფერია გამორიცხული...

4. ანტონიო დი ნატალე (უდინეზე)

ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატის ბოლო 4 წლის სტატისტიკას რომ გადავხედოთ, გოლების რაოდენობით ანტონიო დი ნატალე მესამე ადგილზეა. ტოტოს წინ მხოლოდ ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო არიან, რაც ყველაფერზე ნათლად მეტყველებს. ბოლო 4 სეზონია, დი ნატალეს 20-ზე მეტი გოლი გააქვს და ბოლო 4 სეზონია, "უდინეზე" ევროტურნირის საგზურს ეუფლება. და ეს მაშინ, როდესაც საერთაშორისო ასპარეზს მიღმა რჩებიან გაცილებით ამბიციური გუნდები - თუნდაც ამ სეზონში, "რომა" და "ინტერი".

ერთი ხანობა, ტოტო დი ნატალე კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა, მაგრამ მალევე ეს აზრი ამოიგდო თავიდან. ამ მომენტისთვის 35 წლის ფორვარდის ანგარიშზე 176 გოლია სერია A-ში და მისი მიზანი 200-მდე ასვლაა. ტოტოს ოცნებაა, რომ მომდევნო სეზონში სწორედ აღნიშნულ რიცხვს უწიოს, შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავროს და იქიდანაც ტრიუმფით დაბრუნდეს - აი, შემდეგ კი, ალბათ, კარიერასაც დაასრულებს.

ასეთი გეგმები აქვს დი ნატალეს, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის თუ არა, კალჩოს ლეგენდად ნამდვილად უნდა მივიჩნიოთ.

3. მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი)

ახლახან დასრულებულ სეზონში მარეკ ჰამშიკი იმდენად მნიშვნელოვანი გახლდათ "ნაპოლისთვის", როგორც არასდროს. ნეაპოლური კლუბის მესვეურებმა პსჟ-ში გადაბარგებულ ესეკილ ლავეცის ღირსეული შემცვლელი ვერ მოუძებნეს და მთელი ტვირთი სლოვაკს დააწვა მხრებზე.

ჰამშიკი იყო მოედნის ცენტრში და სიღრმიდან იწყებდა იერიშებს; იყო გამთამაშებლის პოზიციაზე და არიგებდა საგოლე პასებს და იყო წინა ხაზზე, სადაც აგვირგვინებდა იერიშებს. შედეგად, 14 ასისტი მიითვალა აქტივში. ამ მაჩვენებლით საუკეთესო გახლდათ მთელ ჩემპიონატში და ისეთი ვარსკვლავები მოიტოვა უკან, როგორებიც ფრანჩესკო ტოტი და ანდრეა პირლო არიან. ამასთან, 12 გოლი შეაგდო, რაც ასევე შესანიშნავი მაჩვენებელია.

"ნაპოლის" წარმატებაში ჰამშიკის როლი განუზომლად დიდია და მეტად გასაკვირია, რომ მისი მიმართულებით ევროპული ფეხბურთის გრანდები არ აქტიურობენ. მაშინ, როდესაც ედინსონ კავანიზე ბრდღვნაა და მასში კოლოსალურ თანხებს იძლევიან, ჰამშიკი ჩრდილშია მოქცეული. მით უკეთესი "ნაპოლის" გულშემატკივრებისთვის - სლოვაკი გუნდს კიდევ დასჭირდება და შესაძლოა, არანაკლებ, ვიდრე კავანი.

2. არტურო ვიდალი (იუვენტუსი)

თუ 2011/12 წლების სეზონში "იუვენტუსის" სული და გული ანდრეა პირლო გახლდათ, ამ სეზონში არანაკლები როლი არტურო ვიდალმა ითავა. სამხრეთამერიკელი ნაყოფიერი იყო როგორც დაცვით, ისე შეტევით ფაზაში და გუნდის ნამდვილი ძრავი, ლიდერი გახლდათ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვიდალი "იუვეს" ბომბარდირი გახდა და მართალია, ეს უფრო ტურინულ გრანდში ტოპ-ფორვარდის არარსებობით იყო განპირობებული, მაგრამ არტუროს მიღწევას ეს არ აკნინებს.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა არტურო ვიდალის "იუვენტუსიდან" შესაძლო აბარგებაა. ერთი ხანობა, ამის ალბათობა ძვირად ფასობდა, მაგრამ დღეს სხვა ვითარებაა. კულუარული ინფორმაციით, კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივებისას ანტონიო კონტემ პირველ პირობად ვიდალის შენარჩუნება დააყენა.

მოკლედ, ვიდალი "ვეკია სენიორასთვის" შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა და დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონშიც ასე იქნება.

1. ედინსონ კავანი (ნაპოლი)

დიეგო მარადონას შემდეგ ედინსონ კავანი გახდა "ნაპოლის" პირველი ფეხბურთელი, რომელიც სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 26 წლის ურუგვაელმა ნეაპოლური გუნდის ისტორია გადაწერა და თუ კიდევ ერთი სეზონით მაინც დარჩა იტალიის სამხრეთში, ახალ სიმაღლეებსაც დაიპყრობს. ედინსონს 11 გოლი აშორებს იმავე მარადონას რეკორდამდე და ამ მიზნის მიღწევა რომ არ გაუჭირდება, იოლი მისახვედრია. თუმცა, დარჩება კი კავანი "ნაპოლიში"? - აი, ეს არის საკითხავი...

63 მილიონი ევრო დიდძალი თანხაა და თუ რომელიმე კლუბი ამ თანხას გადაიხდის, ნეაპოლელები კავანის ვერ დააკავებენ. ალბათ, არც დააკავებენ, რადგან ამ ფულით ნახევარი გუნდის ყიდვა შეიძლება.

მიმდინარე სეზონი ურუგვაელისთვის მართლაც ფანტასტიკური გამოვიდა - წლებთან ერთად, თითქოს ახალ უნარებს იძენს და კიდევ უფრო ვითარდება. მაგალითად, "პალერმოში" ის საჯარიმოს ფორვარდი გახლდათ და პიპო ინძაგის სტილში ირჯებოდა. დღეს კი მრავალმხრივი შემტევია - შეუძლია სიღრმიდან წაიღოს ბურთი, შორიდან დაარტყას და სტანდარტული გამოიყენოს. მოკლედ, კავანი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია და დავიტოვოთ იმედი, რომ ის მაინც დარჩება იტალიაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სეზონის ტოპ-5 იმედგაცრუება იტალიაში

Dinamo Fan
არ უნდა წავიდეს... :X :|
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
37 წლის ედინსონ კავანიმ "ბოკა ხუნიორსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
კავანი: ჩემი შვილების კერპები კვარაცხელია და ოსიმენი არიან
ედინსონ კავანი "ვალენსიას" ტოვებს და კარიერას არგენტინულ გრანდში განაგრძობს
"2015 წელს "რეალში" გადასვლასთან ახლოს ვიყავი, თუმცა მათ კაზემირო აირჩიეს" - ვიდალმა "ბლანკოსში" არშემდგარ ტრანსფერზე ისაუბრა
ფრანჩესკო ტოტის ვაჟმა 19 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
"პოლიტიკოსი არ ვარ... თუ ეს მოხდება, მოსკოვში აღარ ჩავალ..." - ტოტიმ 8 აპრილს რუსეთში დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა
არტურო ვიდალი მამის დაკრძალვას Online დაესწრო - რატომ გააკეთა ეს ჩილელმა ფეხბურთელმა [VIDEO]
სერია A. XXVI ტურის ფაქტები და სტატისტიკა: დი ნატალეს რქებიც ვეღარ ხნავს
ვიდალმა "ინტერთან" კონტრაქტი გაწყვიტა და კარიერას სამხრეთ ამერიკაში გააგრძელებს
"მხითარიანი იდიოტია! როგორ შეიძლება ის თამაშობდეს და..." - ვიდალმა სომეხ ფეხბურთელს შეურაცხყოფა მიაყენა
"კროოსმა ჩემგან ბევრი რამ ისწავლა" - არტურო ვიდალი
დიდი ალბათობით, რამდენიმე საათში "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ეყოლება
ჰამშიკი: მე ამას "კვარასგან" არ ველოდი
"დიბალა თუ ლაუტარო?" - ტოტის არჩევანი გაგაოცებთ
"ხვიჩა საოცრად კრეატიული ფეხბურთელია" - მარეკ ჰამშიკმა "კვარაზე" ისაუბრა
ანტონიო დი ნატალე: ივნისში ცოლის მოყვანას ვაპირებ
ლეგენდები, რომლებიც კალჩოს დააკლდებიან
თურქულ შეკრებაზე მყოფ "ნაპოლის" მარეკ ჰამშიკი ეწვია [VIDEO]
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"ჩემი აზრით, "ნაპოლიში" საუკეთესოა" - ჰამშიკმა ფავორიტი მოთამაშე დაასახელა
"რეალში" რომ მეთამაშა, "ოქროს ბურთს" მოვიგებდი" - ფრანჩესკო ტოტი
"მათ ეს დაგვიმტკიცეს" - ტოტიმ პსჟ-ზე ისაუბრა
"ვალენსია" კლუივერტმა დატოვა, კავანიც წავა და მუსას გაყიდიან
ᓘᕢᕐᓚᓘᓐ. ᓡᓔᕠᓘᓐ A. XXXVIII ᓢᕣᕠᓘ: ᓤᓘᓜᕘᓨᓘ 102 ᕥᓣᕚᓘᓗ
"ვაღიარებ, ასეთი რამ არასდროს გამომიცდია" - კავანიმ "ვალენსიას" რთულ მდგომარეობაზე ისაუბრა
"რატომ მირჩევნია ინსინიე კვარას? ქართველისგან განსხვავებით, იტალიელი ამას აკეთებდა..." - ჰამშიკს რთული არჩევანის გაკეთება მოუწია
სერია A: ბომბარდირები პატარა კლუბებიდან
რა დროს ფეხბურთია, როდესაც ორგიაა - ვიდალი თანანაკრებელებთან ერთად გაერთო
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება