ლუკას პოდოლსკი გერმანიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი გახდა
გერმანელი საფეხბურთო ექსპერტები ბუნდესგუნდის ამერიკულ ტურნეს და ფლორიდაში დანიშნულ ეკვადორთან ამხანაგურ შეხვედრას ეჭვის თვალით უყურებდნენ, მაგრამ მატჩი საკმაოდ თვალსასეირო გამოვიდა და გამოჩნდა, რომ ეს მოგზაურობა გერმანიის ნაკრებისთვის არც ისე უაზროა, როგორც მატჩის წინ ბევრს მიაჩნდა. რაც მთავარია, ბუნდესმწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა მეორე და მესამე შემადგენლობის ფეხბურთელები გამოსცადა.

ლუკას პოდოლსკიმ ბუნდესგუნდი მეშვიდე წამზე (!!!) დააწინაურა და რომც არ გვეთქვა, ალბათ, ისედაც მიხვდებოდით, რომ ეს გერმანიის ნაკრების ისტორიაში ყველა დროის ყველაზე სწრაფი გოლია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ ეს რეკორდი გააუმჯობესოს. 4 წუთის შემდეგ ანგარიში უკვე 2:0 იყო და ესეც რეკორდია - იოახიმ ლიოვის ბიჭები ბოკა რატონში (ფლორიდა) ლაღად თამაშობდნენ და ეკვადორელთა კარში გოლების გატანა არ უჭირდათ.

არადა, ეს გერმანიის ნაკრების მეორე შემადგენლობა გახლდათ - ბუნდესგუნდს "ბაიერნის", "დორტმუნდისა" და "რეალის" ვარსკვლავები აკლდნენ.

ამ გამარჯვების შემდეგ საფეხბურთო გერმანია ოცნებას მიეცა - თუკი ფიფას რეიტინგში მე-10 ადგილზე მყოფ ეკვადორს მეორე შემადგენლობით ასე იოლად ვუგებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მართლა ყველაზე მაგარი გუნდი გვეყოლებაო.

სწორედ ამ მოსაზრებამ მიიღო ყველაზე მეტი ხმა "ბილდის" გამოკითხვაში - გერმანელები ხომ ფიფას რეიტინგს და ზოგადად, ყველა რეიტინგს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ.

ბუნდესგუნდში მონდომება ყველაზე მეტად პოდოლსკის ეტყობოდა. როგორც ჩანს, გერმანიის ნაკრების მენეჯერის, ოლივერ ბირჰოფის კრიტიკამ (პოლდი დიდი ხანია, ერთ ადგილს ტკეპნისო) ლუკასზე მართლა მაგრად იმოქმედა. თანაც, ლიოვმა მეორე შემადგენლობაში კაპიტნობა არა მას, არამედ პერ მერტეზაკერს მისცა და ამით უკვე ორმაგად მოტივირებული პოლდი ეკვადორთან საუკეთესო იყო და დუბლიც შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ საგოლე პასი მას ორივე შემთხვევაში გერმანიის ნაკრების დებიუტანტმა მისცა: პირველი გოლის დროს სიდნი სემმა უპასა, მეორე გოლის დროს კი - მაქს კრუზემ.

"ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშით სიამოვნების მიღება იყო. კარგად ვითამაშე და მართლაც ვისიამოვნე. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა გერმანიის ნაკრების მოსაზრებას აქვს..." - აღნიშნა ლუკასმა და ყველა მიხვდა, როგორი დაბოლოება იგულისხმა - და არა ბირჰოფისასო.

აღსანიშნავია, რომ პოდოლსკისთან ერთად შესანიშნავი იყო "ლევერკუზენის" საყრდენი ნახევარმცველი ლარს ბენდერიც, რომელმაც ასევე დუბლი მიითვალა. და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ეკვადორისა და გერმანიის ნაკრები გუნდების ტესტ-მატჩს მხოლოდ 5 500 მაყურებელი დაესწრო, რაც ბუნდესგუნდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგია. ანტირეკორდი 1998 წელს დაფიქსირდა, როცა რუმინეთის ნაკრებთან მალტაზე გამართულ მატჩს სულ რაღაც 1500 მაყურებელი დაესწრო.

ამხანაგური მატჩი

ეკვადორი-გერმანია 2:4

გოლები: 0:1 პოდოლსკი (1), 0:2 ლ. ბენდერი (4), 0:3 პოდოლსკი (17), 0:4 ლ. ბენდერი (24), 1:4 ვალენსია (44), 2:4 ვ. აიოვი (84)

ეკვადორი (4-2-2-2): ბანგუერა - პარედესი, აჩილიე (67. გუაგუა), ერასო, ვ. აიოვი - ნობოა (60. კვინონესი), კასტილიო (70. სარიტამა) - ვალენსია, მონტერო (81. დე ხესუსი) - ბენიტესი (60. როხასი), ფ. კაისედო (35. იბარა).

გერმანია (4-2-3-1): ადლერი - ჰიოვედესი, მერტეზაკერი, ვესტერმანი, იანსენი - ლ. ბენდერი (91. ვოლშაიდი), ნოიშტედტერი (66. რაინარტცი) - სემი (69. შიურლე), დრაქსლერი (57. ჰანტი), პოდოლსკი (89. ნ. მიულერი) - მ. კრუზე (79. აოგო).

გაფრთხილება: პოდოლსკი, რაინარტცი, ვესტერმანი

მაყურებელი: 5 500

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ლიოვი მზადაა ნაკრებში მიულერის, ჰუმელსისა და ბოატენგის დაბრუნება განიხილოს
პოდოლსკი მისსავე ორგანიზებული საქველმოქმედო მატჩიდან გააძევეს [VIDEO]
ლონდონის "არსენალს" ნახევარმცველი სჭირდება
სვენ და ლარს ბენდერები - 8 წლის შემდეგ, ისევ ერთად
რიო 2016: რიოს მთავარი საფეხბურთო ვარსკვლავები
ლუკას პოდოლსკი თურქეთში დაბრუნდა
"დორტმუნდის" მეკარის ღირსეული საქციელი [VIDEO]
ლუკას პოდოლსკიმ კიოლნში საშაურმე გახსნა
ლონდონის "არსენალს" ლარს ბენდერის გადაბირება სურს
ეს დაუნდობელი ფეხბურთი - ძმა ძმის წინააღმდეგ
ხავი შესაძლოა გაათავისუფლონ - მის შემცვლელად 3 კანდიდატი სახელდება
ლიოვმა ახსნა, თუ რატომაა იმედიანად ინგლისთან მატჩის წინ
ლუკას პოდოლსკი: მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ძლიერი დარტყმით დამაჯილდოვა
ლიოვმა მიულერს დაურეკა და ნაკრებში უხმო
სამი კანდიდატი - "ბაიერნში" ტუხელის შესაძლო შემცვლელები ცნობილია
ლუკას პოდოლსკი გერმანიაში შაურმების ქსელს აფართოვებს
კაპაძემ უზბეკეთი მუნდიალზე გაიყვანა და მაინც უშვებენ? - ადგილობრივ ფედერაციას ამ ცნობილი მწვრთნელის მიწვევა სურს
გერმანია-ინგლისი 1:0 - "ათიანის" გამოთხოვება და ბენეფისი [VIDEO]