პენალტების სერია 10:9 დასრულდა
"ნიუელს ოლდ ბოისის" და "ბოკა ხუნიორსის" შეხვედრაში იშვიათი სანახაობის მომსწრენი გავხდით: 11-მეტრიანების სერიაში რამდენიმე მოთამაშეს მეორე დარტყმის შესრულება მოუწია. ამის მიზეზი კი გახდა ის, რომ სერია უსაშველოდ გაიწელა...

თუმცა, სანამ პენალტებზე ვისაუბრებთ, იქამდე რამდენიმე სიტყვა თამაშზეც ვთქვათ, რომელმაც იმედები ვერ გაამართლა და მოსაწყენ გარემოში წარიმართა. "ნიუელსი" ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ იმას ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ხერარდო მარტინოს შეგირდებმა მეტოქე დაჩაგრეს. კი, მეორე ნახევარში მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ამის მიზეზი, პირველ რიგში, კლემენტე როდრიგესის გაძევება იყო - 57-ე წუთზე გამოცდილმა მარცხენა მცველმა ყვითელი ბარათი მიიღო. კლემენტე სულელურად მოიქცა, არბიტრს შეეკამათა და უმალვე თვალწინ მეორე ყვითელი, შემდეგ კი წითელიც იხილა.

ათი კაცით დარჩენის შემდეგ "ბოკას" მთავარი მიზანი გოლის არგაშვება იყო, რასაც კარლოს ბიანკის შეგირდებმა მიაღწიეს კიდეც. იმის გამო, რომ ლიბერტადორესის თასის რეგლამენტის მიხედვით, დამატებითი დრო გათვალისწინებული არ არის, პირდაპირ 11-მეტრიანების სერია დაინიშნა. აი, აქ კი უკვე ნამდვილი დრამა და საოცრებები ვიხილეთ.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო და უცნაური სერია იყო...

პირველი 11-მეტრიანი ხუან რომან რიკელმემ შეასრულა, რომელმაც პირდაპირ ცენტრში დაარტყა - ნაუელ გუსმანი არც კი განძრეულა, ისე მოიგერია "ბოკას" ათიანის დარტყმული. ამის მერე ფეხბურთელები ზუსტად ურტყამდნენ, სანამ მარკოს კასერესმა კარს არ ააცილა. ამ დროს ანგარიში 3:3 იყო და გუნდებს 4-4 პენალტი ჰქონდათ შესრულებული.

"ბოკას" მხრიდან ბოლო დარტყმის შესასრულებლად ბურთთან კარუსო მივიდა, ვინც ასევე ააცილა და "ნიუელსმა" პირველი "მატჩ-პოინტი" მიიღო, რომელიც მაქსი ურუტიმ ვერ გამოიყენა. საჭირო გახდა დამატებითი დარტყმების შესრულება. გუნდებმა 3-3 პენალტი გაიტანეს (მათ შორის, "ბოკას" მეკარე აგუსტინ ორიონმაც), რის შემდეგაც შეცდა ნაუელ სარატე და "ნიუელს ოლდ ბოისმა" მეორე "მატჩ-პოინტი" მიიღო.

ორასოი დე დიოს ორსანს საკუთარი გუნდისთვის გამარჯვების მოტანა შეეძლო, მაგრამ მან ძალიან ცუდად დაარტყა და ბურთი კარს ააცილა!

მასპინძელთა გულშემატკივრებს ამ ყველაფრის დაჯერება უჭირდათ, მათმა საყვარელმა გუნდმა თამაშის მოგების ორი შანსი გაუშვა ხელიდან. 10-10 დარტყმის შემდეგ ანგარიში 7:7 იყო და ფეხბურთელები მეორე წრეზე წავიდნენ. ბურთთან ისევ რიკელმე მივიდა, რომელმაც ამჯერად კი გაიტანა და "ბოკას" ქომაგებსაც ბოდიში მოუხადა, მაგრამ ძალიან კი ინერვიულა, რადგან გუსმანი ბურთს მისწვდა და კინაღამ მოიგერია.

საბოლოოდ, გადამწყვეტი ხუან მანუელ მარტინესის დარტყმა აღმოჩნდა - 9:9-ზე "ბოკას" ახალწვეულმა ვერ გაიტანა (გუსმანმა აუღო) და მასპინძლებმა მატჩის მოგების მესამე შანსი მიიღეს, რომელიც მაქსი როდრიგესმა გამოიყენა და მარსელო ბიელსას სახელობის სტადიონზე შეკრებილი პუბლიკა გააბედნიერა.

10:9 პენალტების სერიაში და ხერარდო მარტინოს გუნდი 1/2-ფინალში გავიდა, კარლოს ბიანკისა და "ბოკა ხუნიორსისთვის" კი სეზონი, პრაქტიკულად, დასრულებულია. ერთადერთი ტურნირი, სადაც "ბოკას" გამარჯვების შანსი აქვს, არგენტინის თასი გახლავთ.

"ოლიმპია" ოლიმპზეა, "ფლუმინენსე" კი - სახლში

დღის მეორე მეოთხედფინალში "ოლიმპიამ" "ფლუმინენსეს" უმასპინძლა და 2:1 მოუგო. იმის გამო, რომ პირველი შეხვედრა გოლის გარეშე დასრულდა, ბევრისთვის მოულოდნელად, 1/2-ფინალში პარაგვაული გუნდი გავიდა და არა "ფლუ", რომელიც სატურნირო ბადის ამ ნახევრის ფავორიტად მიიჩნეოდა.

თამაში სტუმრებისთვის იდეალურად დაიწყო და უკვე მე-10 წუთზე ანგარიში 0:1 გახდა - თავი 22 წლის რაინერმა გამოიჩინა, ვინც წლევანდელ ტურნირზე პირველი გოლი გაიტანა.

ბრაზილიელთათვის დამღუპველი პირველი ტაიმის 6-წუთიანი მონაკვეთი და ხუან მანუელ სალგეიროს კარგი თამაში გამოდგა. 30 წლის ურუგვაელმა 35-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, 41-ეზე კი პენალტი გამოიყენა და "ოლიმპია" წინ გაიყვანა. მეორე ტაიმში აბელ ბრაგამ გარისკა და მინდორზე შემტევი ფეხბურთელები შემოიყვანა. ბრაზილიის ჩემპიონიც უპირატესობას დაეუფლა, მაგრამ ასე საჭირო გოლის გატანა ვერ შეძლო.

საბოლოოდ, 2:1 და ლიბერტადორესის თასის 3-გზის გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც კოლუმბიის "სანტა ფეს" შეხვდება.

"ფლუს" კი კვლავ ხელი მოეცარა. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის 4-გზის ჩემპიონს ლიბერტადორესის თასზე არასდროს უმარჯვია (2008 წელს ფინალში დამარცხდა). არადა, ეს ტურნირი სულ 9 ბრაზილიურ კლუბს აქვს მოგებული და აღიარებული გრანდებიდან გამარჯვება მხოლოდ "ფლუმინენსეს" და "ბოტაფოგოს" არ ღირსებიათ.

შესაძლოა, ტრიუმფატორ ბრაზილიურ კლუბთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდოს. ამისთვის კი საჭიროა, რომ "ატლეტიკო მინეირომ" ფავორიტის სტატუსი გაამართლოს. რონალდინიო და კომპანია 31 მაისს, დილით "ტიხუანას" ხვდებოდა. ამ წყვილის გამარჯვებული 1/2-ფინალში "ნიუელსს" დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა, რომელიც მექსიკაში გაიმართა, ფრედ, 2:2 დასრულდა.

ლიბერტადორესის თასი. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩები

ნიუელსი-ბოკა 0:0 პენ. 10:9 (0:0)

ნიუელსი (4-3-2-1): გუსმანი - მ. კასერესი, ვერხინი, ჰაინცე, კასკო - პ. პერესი (66. ორსანი), მატეო (83. ტონსო), ბერნარდი - ვ. ფიგეროა (87. ურუტი), მაქსი როდრიგესი - სკოკო.

ბოკა (4-4-1-1): ორიონი - მარინი, კარუსო, კ. პერესი, კ. როდრიგესი - ერბესი, სომოსა, ერვიტი (88. ხ. მარტინესი), სანჩეს მინიო (79. რ. როდრიგესი) - რიკელმე - ბლანდი (61. ნ. სარატე).

გაძევება: კ. როდრიგესი (57. ბოკა ხუნიორსი)

პენალტების სერია: 0:0 რიკელმე (მეკარე), 1:0 სკოკო, 1:1 კ. პერესი, 2:1 ვერხინი, 2:2 ხ. მარტინესი, 3:2 მაქსი როდრიგესი, 3:3 სომოსა, 3:3 მ. კასერესი (მეკარე), 3:3 კარუსო (ააცილა), 3:3 ურუტი (ააცილა), 3:4 ორიონი, 4:4 კასკო, 4:5 რ. როდრიგესი, 5:5 ტონსო, 5:6 ერბესი, 6:6 ბერნარდი, 6:6 ნ. სარატე (ააცილა), 6:6 ორსანი (ააცილა), 6:7 მარინი, 7:7 გუსმანი, 7:8 რიკელმე, 8:8 სკოკო, 8:9 კ. პერესი, 9:9 ვერხინი, 9:9 ხ. მარტინესი (მეკარე), 10:9 მაქსი როდრიგესი

ოლიმპია-ფლუმინენსე 2:1 (0:0)

გოლები: 0:1 რაინერი (10), 1:1 სალგეირო (35), 2:1 სალგეირო (41-პენ)

ოლიმპია (3-5-2): მ. სილვა - მანსური, ე. მირანდა, კანდია - სალინასი, ე. პერესი, ფ. კაბალიერო (21. ხ. ფერეირა, 89. ხ. ბაესი), რ. ორტისი, ა. სილვა - სალგეირო (82. კ. პარედესი), ბარეირო.

ფლუმინენსე (4-3-2-1): დიეგო კავალიერი - ბრუნო (63. ტიაგო ნევეში), დიგაო, ლეანდრო ეუსებიო, კარლინიოსი - ჟეანი (69. სამუელ როსა), ედინიო, ვაგნერი - ველინგტონ ნემი (77. რაფაელ სობისი), რაინერი - ფრედი.

ბომბარდირები: 6 - დიეგო ტარდელი (ატლეტიკო მინეირო), ჟო (ატლეტიკო მინეირო); 5 - ფრედი ბარეირო (ოლიმპია), ლუიშ ფაბიანო (სან პაულო), ბრიან როდრიგესი (უაჩიპატო), ხუან მანუელ სალგეირო (ოლიმპია), იგნასიო სკოკო (ნიუელს ოლდ ბოისი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიბერტადორესის თასი: პირველად 1961 წლის შემდეგ

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
[VIDEO] ხვიჩას დიდებული გოლი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ ატალანტას 2:0 ამარცხებს
"ატალანტასთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი
კარგი ამბავი - ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" მატჩის განაცხადშია
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ამორიმს შედეგების გამოსასწორებლად 3 მატჩი მისცეს - "იუნაიტედის" ხელმძღვანელები მის შემცვლელად 5 სპეციალისტს განიხილავენ
[VIDEO] "ჩვენს მოქალაქეებს ბოდიშს ვუხდი" - თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა აეროპორტში ცრემლები ვერ შეიკავა
[VIDEOS] ჩემპიონთა ლიგამ სტარტი აიღო - "არსენალმა" და "იუნიონმა" გაიმარჯვეს
"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა
ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
"ერთადერთია, ვინც "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა მისი გუნდიდან Golden Ball-ის ფავორიტი დაასახელა
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა
ამორიმი პრემიერ ლიგაში დათხოვნის პირველი კანდიდატია და პორტუგალიაში დაბრუნების ვარიანტიც გამოუჩნდა
უჩივლა თუ არა "ორბიმ" "პარი ნიჟნი ნოვგოროდს" - ბედოშვილის ტრანსფერიდან 1 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ რუსული კლუბის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა
"ბურთები ძალიან მიყვარს" - პორნომსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ღამეში 1000-ზე მეტ მამაკაცთან ეძინა, "რეინჯერსის" თამაშს დაესწრო და მიზეზიც ახსნა
რიო სიხარულისგან გადაირია: "ფლამენგოს" ქუჩაში ასიათასობით ადამიანი დახვდა [VIDEO]
37 წლის ედინსონ კავანიმ "ბოკა ხუნიორსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
საკლუბო მუნდიალის პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა
ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო. I მატჩები: "კოპენჰაგენი" თითქმის გასულია
არგენტინა. ტორნეო ფინალი. XVII ტური: ძალადობა ისევ პრობლემაა
"ბოკა ხუნიორსი" რამოსით დაინტერესდა
მარსელომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა
მარსელოს კარიერის დასრულებამდე უარი იტალიურმა კლუბმა უთხრა
ისტორიაში პირველად - ლიბერტადორესის თასის ფინალში "ბოკა" "რივერპლეიტს" შეხვდება
"რივერმა" 9-კაციან "ბოკას" დამატებით დროში სძლია და ლიბერტადორესის თასი მოიგო [VIDEO]
"სანტოსის" აღშფოთებული გულშემატკივრები სტადიონზე ჩაკეტეს
ტორნეო ფინალი. XV ტური: "ნიუელსმა" ლიდერობა გაიმყარა
თბილისის "ოლიმპიამ" საქართველო-აზერბაიჯანის ხელბურთელ ქალთა ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა
მესი ლიბერტადორესის თასის ფინალზე დასასწრებად პერესის მიწვევას დათანხმდა, რონალდო - არა...
სერხიო რამოსი შესაძლოა, "ბოკა ხუნიორსში" გადავიდეს
ტრაგედია - კოპა ლიბერტადორესის ფინალში წაგების გამო "ბოკას" ფანმა თავი მოიკლა
[VIDEO] პედროს დუბლი ყოფილ გუნდთან - "ჩელსი" ფინალში გავიდა
"სლოვანი" დამარცხდა და ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა
ყველაზე ზარმაცი ვარსკვლავები მსოფლიოში - მოლაპარაკებაზე სიგარით, მინდვრიდან რიოს კარნავალზე...
გუგეშაშვილმა სლოვენიაში გაიბრწყინა - "ყარაბაღი" ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპს მიუახლოვდა [VIDEO]
[VIDEO] პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია - დი მარიას საოცარი გოლი არგენტინის ჩემპიონატში
ლუკა გუგეშაშვილის "ყარაბაღი" ევროპა ლიგაზე გავიდა
"ახლა მოთამაშეებს სტილისტთან ფოტოს გადაღება აინტერესებთ" - რიკელმემ ახალგაზრდა ფეხბურთელები გააკრიტიკა
ლიბერტადორესის თასის ფინალი არგენტინაში არ გაიმართება - ფინალისტებს კრასნოიარსკში ეპატიჟებიან
"სლოვანმა" ისევ გაიმარჯვა - კაშიამ და კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს
"ფლუმინენსემ" მარსელო გაუშვა - "რეალის" ყოფილ მცველს მატჩის მიმდინარეობისას ეს საქციელი არ აპატიეს [VIDEO]
ტორნეო ფინალი. XVI ტური: ლიდერთა უიღბლო ტური