ქართველი "ბერძენ-რომაელები" და "თავისუფლები" "ჩემპიონში" იასპარეზებენ31 მაისს ანკარაში ახალგაზრდა მოჭიდავეთა ტრადიციულად ძლიერი საერთაშორისო ტურნირი - "ჩემპიონები" იწყება
31 მაისს ანკარაში ახალგაზრდა მოჭიდავეთა ტრადიციულად ძლიერი საერთაშორისო ტურნირი - "ჩემპიონები" იწყება, რომელშიც საქართველოდან ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები გამოვლენ.

ბერძენ-რომაელთა გეგმებში ეს შეჯიბრება იმთავითვე იყო გათვალისწინებული, მაგრამ იქ მეორე შემადგენლობის გაგზავნას აპირებდნენ. ახლა კი, რაკი წესები შეიცვალა, ადაპტაციის მიზნით ლიდერების გაშვება გადაწყვიტეს.

ასეც მოიქცნენ, მაგრამ თურმე თურქები ტურნირს ძველი წესებით ატარებენ! არადა, 18 მაისის შემდეგ, რაც ახალი წესების შესახებ გამოცხადდა, ყველა საერთაშორისო შეჯიბრება ასე გაიმართა, მით უფრო - საერთაშორისო ფედერაციის კალენდარში შეტანილები, მაგრამ თურქებმა რატომღაც დინების საწინააღმდეგოდ ცურვა გადაწყვიტეს.

ჩვენი ახალგაზრდა ბერძენ-რომაელებიდან იქ ირაკლი შავაძე (50), ედნარ შავაძე (55), ხვიჩა ჭითავა (60), ფირუზ წულუკიძე (66), ლაშა გობაძე (74), კუკური კირცხალია (96) და იაკობ ქაჯაია (120) გამოვლენ.

ყველა მათგანი საქართველოს წლევანდელი ჩემპიონია. ეს კი ის სიაა, ვინც ფედერაციამ დააფინანსა, მაგრამ აჭარამ თავისი ხარჯით შმაგი ბოლქვაძეც (66) გაუშვა.

ანკარაში რობერტ ქობლიაშვილსაც (84) უნდა ეჭიდავა, მაგრამ ბოლო დღეებში ვარჯიშზე ხელი იტკინა და შინ დატოვეს. საბედნიეროდ, ტრავმა არაა საშიში და ევროპის მოახლოებულ პირველობაზე გამოსვლაში ხელს არ შეუშლის.

გეგმების ასე მყისიერმა ცვლამ გავლენა ამ გუნდზეც მოახდინა - სავარაუდოდ, თურქეთში შავაძეები, ჭითავა და გობაძე ზედა წონებში გამოვლენ. საქმე ისაა, რომ ევროპის ჩემპიონატი ერთ თვეში, 2-7 ივლისს მაკედონიურ სკოპიეში ტარდება და ამიტომ ახლა წონას არ აკლებინებენ, თუმცა ამ საკითხს მწვრთნელი ზაზა სილაგაძე საბოლოოდ ადგილზე გადაწყვეტს, იქიდან გამომდინარე, ვინ რამდენად შეძლებს დაკლებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
მოჭიდავეები სავარჯიშოდ ახალ დარბაზში გადავიდნენ
ფირუზ წულუკიძემ ანკარას ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიგო
სერგო გათიკაევი: ქართველმა მშვილდოსნებმა ამ პირობებში მაქსიმუმი გააკეთეს
თელავში ბავშვთა შორის კახეთის რეგიონის ჩემპიონატი "m2-ის თასი" ჩატარდა
ლარის კურსი, ინფლაცია, ხელისუფლება - ხელფას-პრემიები სპორტსმენთა მღელვარებისა
10 იანვარს თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყება
ანა ტატიშვილმა სტრასბურგის ტურნირზე მონიკა ნიკულესკუ დაამარცხა