ქართველი მოჭიდავეები ახალ ბაზაზე გადაბარგდნენ სავარჯიშოდ
ქართველი მოჭიდავეები ახალ ბაზაზე გადაბარგდნენ სავარჯიშოდ - "ახალ თბილისში", ევროპული ოლიმპიური ფესტივალისთვის აგებულ ფრენბურთის სასახლეში აგრძელებენ მზადებას. ის ბაზა ორდარბაზიანია და მოჭიდავეები ერთ მათგანში დაბინავდნენ, მეორე კი ისევ ფრენბურთელთა განკარგულებაში რჩება.

ოღონდ მოჭიდავეები იქ სამი თვით გადაბარგდნენ, საქართველოს ჩემპიონატამდე და ისიც სანახევროდ - ოთხშაბათსა და შაბათს კვლავაც ვაკეში, ფალავანთა კლუბში ივარჯიშებენ, იქვე ჩაატარებენ დილის წვრთნებსაც, დიღომში კი საღამოს ვარჯიში ექნებათ. იქ მათი წასვლის ძირითადი მიზანი ლეიბზე ვარჯიშია - საქმე ისაა, რომ ფალავანთა კლუბი მეტისმეტად პატარაა და ყველა მსურველს ვერ იტევს, ისედაც დიდი სიმჭიდროვეა, ახალ დარბაზში კი ამის პრობლემა არაა და 3-4 ლეიბის გაშლაც შეიძლება. სხვა მხრივ, მათთვის ძირითად ბაზად ისევ ვაკე და ფალავანთა კლუბი რჩება - შტანგებზეც იქ ივარჯიშებენ და - კროსებზეც.

საინტერესოა, მოჭიდავეები დიღომში, "ახალი თბილისის" ტერიტორიაზე როდემდე დარჩებიან სტუმრებად, ან ქვეყნის პირველობის შემდეგ დართავენ თუ არა იქ ვარჯიშის ნებას? არადა, დაახლოებით ერთი წლის წინ თავად ფედერაციაში, ოლიმპიურ კომიტეტში თუ სპორტის მმართველ სხვა სტრუქტურებში გადაჭრით ამბობდნენ, რომ ოლიმპიური ფესტივალის დასრულების შემდეგ ჭიდაობის ფედერაციას იქ დიდი ფართი გადაეცემოდა და თავადაც იქით გადაბარგდებოდა. საინტერესოა, ეს შეთანხმება ისევ ძალაშია თუ არა?

საქართველოს ჩემპიონატი 9-12 დეკემბერს თბილისში ტარდება. განზრახულია, რომ სპორტის ახალაშენებულ სასახლეში (შეგახსენებთ, რომ ისიც ამ ფესტივალისთვის აშენდა) ჩატარდეს, თუმცა შეიძლება მისი გამართვის ვადები ცოტათი შეიცვალოს.

ჩვენი მოჭიდავეებისთვის უახლოესი შეჯიბრებები ნოემბერში გაიმართება - 6-8 ნოემბერს მოსკოვში "ერთა თასი" ტარდება, თუმცა იქ ჩვენგან მხოლოდ "თავისუფლები" გამოვლენ, "ბერძენ-რომაელებს" კი 19-20 ნოემბერს მინსკში სურთ გამოსვლა, ოლეგ კარავაევის მემორიალზე. თუმცა არაა გამორიცხული, მათ გეგმა შეცვალონ და რომელიმე სხვა ტურნირზე იჭიდაონ. 27-29 ნოემბერს ბაქოში "ოქროს დიდი პრიზის" ფინალური ტურნირია და ჩვენები იქაც გამოვლენ.

კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ