თემურ ქეცბაია თბილისში დღეს ჩამოვა და საბოლოო შემადგენლობასაც გააცხადებს

17 ნოემბერს საქართველოს ეროვნული გუნდი წლის ბოლო შეხვედრას გამართავს - სლოვენიის ნაკრებს კოპერში ამხანაგურად გაეჯიბრება. ამ მატჩისთვის ნაკრებში გამოძახებულთა ვინაობა ჯერ არ გაცხადებულა. თუმცა საორიენტაციო სია უკვე არის. მაგალითად, ცნობილი იყო, რომ თემურ ქეცბაიამ ნალჩიკის "სპარტაკის" თავდამსხმელ დავით სირაძესა და ჰოლანდიური "ვიტესის" მცველ გურამ კაშიას უხმო.

ვწერდით, რომ კლუბებმა ქართულ მხარეს ფეხბურთელების დათმობა სთხოვეს. უკვე შეგვიძლია გაცნობოთ, რომ ნალჩიკის "სპარტაკმა" და "ვიტესმა" თბილისიდან თანხმობა მიიღო. საქმე ის არის, რომ ნალჩიკელთა გუნდი ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებისთვის იბრძვის, "ვიტესი" კი - ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის. სირაძეც და კაშიაც ამ გუნდებში საკვანძო ფიგურები არიან და ქართულმა მხარემ ორივე დათმო. ქეცბაიამ სირაძის შესაძლებლობები კარგად იცის, კაშიამ კი ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებში მხოლოდ ერთხელ ითამაშა. შესაბამისად, ნაკრების თავკაცი ორივეს იცნობს და მათ ნაცვლად ახლა ორ სხვა ფეხბურთელს მიეცემა ნაკრებში თავის გამოჩენის შესაძლებლობა.

შესაძლოა, საქართველოს ნაკრებმა სხვა ლეგიონერიც დათმოს. ჩვენი ინფორმაციით, მოსკოვის "ლოკომოტივმა" ჩვენს ფედერაციას მალხაზ ასათიანის დათმობის თხოვნით გუშინ მიმართა. თუმცა თბილისიდან მოსკოვში პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

თემურ ქეცბაია თბილისში დღეს ჩამოვა და მალე სანაკრებო შემადგენლობაც გაცხადდება. შეკრება თბილისში 11 ნოემბერს დაიწყება. ქეცბაია ეროვნულში 30 ფეხბურთელს გამოიძახებს და სლოვენიაში წასაყვანად მათგან 22 მოთამაშეს შეარჩევს.

sergie
არ უნდა გაუშვას ასათიანი ქეცბამ!
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა