ტოპ ათეული
10. McLaren F1 - 970 000 დოლარი

ამ სიაში “ყველაზე იაფი” ავტომობილი არ ნიშნავს იმას, რომ ის ყველაზე უარესია. McLaren F1, რომელსაც დებიუტი 1992 წელს ჰქონდა, ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ და ძვირადღირებულ ავტომობილად რჩება ბაზარზე. მაქსიმალური სიჩქარეა 386 კმ/სთ და და მისი გამოყენება ნებადართულია საზოგადოებრივ ტრასებზე. მსოფლიოს უსწრაფესი ავტომობილის სტატუსი მან 2005 წელს დაკარგა.

9. McLaren P1 - 1,1 მლნ. დოლარი

McLaren P1 ზემოთნახსენები მოდელის მემკვიდრეა. ელექტროძრავა 3.8-ლიტრიან twin-turbo-თან ერთად გამოიმუშავებს 903 ცხენის ძალას, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ-ს უდრის. საათში 100 კილომეტრის განვითარებისთვის სამ წამზე ნაკლებია საჭირო.

Hennessey Venom GT -1,1 მლნ. დოლარი

ამ ავტომობილში საკმარისი ძალაა იმისთვის, რომ 100 კმ/სთ ორ წამში აკრიფოს და განავითაროს საათში 462 კილომეტრი. Venom GT აღჭურვილია 7-ლიტრიანი twin-turbo V8-ით, რომელიც 1500 ცხენის ძალას ანვითარებს.

8. Zenvo ST1 - 1,2 მლნ. დოლარი

დანიურმა მანქანამ სახელი გაუთქვა თავის ქვეყანას. ძვირფასი და ექსკლუზიური სუპერკარი (წელიწადში მხოლოდ სამ ეკზემპლიარს უშვებენ), აღჭურვილია 7-ლიტრიანი ძრავით. მისი სიჩქარის მაქსიმალური ზღვარია 375 კმ/სთ.

7. Maybach Landaulet - 1,3 მლნ. დოლარი

მეშვიდე ადგილზე სამი ავტომობილია. ერთ-ერთი - Maybach Landaulet ყველაზე ნელია აქ წარმოდგენილ სუპერკარებს შორის. მაგრამ ეს “ნაკლი” სხვა მახასიათებლებით კომპენსირდება.

4-კარიანი სედანის სახურავი უკან იწევა და სრული თავისუფლების შეგრძნებას იწვევს. გასაკვირი იქნებოდა, თუ 1.3-მილიონიან ავტომობილში არ იქნებოდა შამპანური იქ ჩამონტაჟებულ მაცივარში, ავტომატური “ღობე”, რომელიც მგზავრის სალონსა და მძღოლის კაბინას ყოფს ერთმანეთისგან, აგრეთვე შიდა სატელეფონო ქსელი.

Ferrari La Ferrari — 1,3 მლნ. დოლარი

Enzo-ს მემკვიდრე. იტალიური მანქანის ძრავა გამოიმუშავებს 789 ცხენის ძალას, თუმცა ეს სიმძლავრე შეიძლება გაიზარდოს კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემის წყალობით.

Ferrari La Ferrari 499 ეკზემპლიარად გამოუშვეს.

Pagani Huayra - 1,3 მლნ. დოლარი

ამ სამეულშია 1.3-მილიონიანი Pagani Huayra. ის გამოიყენებს AMG V12 6-ლიტრიან ძრავას, რომელიც 730 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მანქანას შეუძლია 3.3 წამში განავითაროს საათში 100 კილომეტრი. მაქსიმალური სიჩქარე 370 კმ/სთ-ს უდრის.

6. Koenigsegg Agera R - 1,6 მლნ. დოლარი

შვედური კომპანია აწარმოებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ სერიულ ავტომობილს, რომლის მაქსიმალური სიჩქარეა 420 კმ/სთ, ხოლო 100 კმ/სთ-ს ასაკრეფად 2.9 წამი სჭირდება. შთამბეჭდავია მისი სიმძლავრე: 1115 ცხენის ძალა.

ერთი საინტერესო დეტალი: თუ მოვხსნით სიჩქარის შემზღუდავს, სიჩქარე 434 კმ/სთ-ს გაუტოლდება.

5. Lambroghini Reventon - 1,61 მლნ. დოლარი

მწარმოებელმა 20 ერთეული გამოუშვა და ის 6.5-ლიტრიანი V12 ძრავით აღჭურვა. მაქსიმუმი, რაც ამ მანქანას შეუძლია, საათში 340 კილომეტრი სიჩქარის განვითარება და 100 კმ/სთ-ის 3.4 წამში აკრეფაა.

Reventon კომპანია “ლამბორგინის” ყველაზე ძვირადღირებული მოდელია ექსკლუზიური Veneno-ის შემდეგ (თუ არ ჩავთვლით 2.2-მილიონიან Sesto Elemento და 2.8-მილიონიან კონცეპტუალურ Aventador J-ს).

4. Aston Martin One-77 - 1,8 მლნ. დოლარი

ბრიტანული სუპერკარს გააჩნია 7.3-ლიტრიანი V12, რომლის სიმძლავრეა 750 ცხენის ძალა. მისი მაქსიმალური სიჩქარე საათში 354 კილომეტრია, ხოლო 100 კმ/სთ-ს განვითარებას 3.4 წამი სჭირდება.

Pagani Zonda Cinque Roadster - 1,8 მლნ. დოლარი

“ასტონ მარტინი” მეოთხე ადგილს იყოფს Zonda Cinque Roadster-თან.

რისი წყალობითაა ეს როდსტერი ასეთი ძვირი? მაგალითად, იმის გამო, რომ ნახშირწყალ-ტიტანის მასალით, რის გამოც მანქანა “მინი კუპერზე” მჩატეა (1210 კგ).

მანქანის ძრავაა 7.3-ლიტრიანი AMG V12 678 ცხენის ძალის სიმძლავრით. მანქანა საათში 100 კილომეტრს 3.4 წამში კრეფს და მაქსიმალურ 349 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს.

3. Bugatti Veyron Grand Sport Vitesse - 2,6 მლნ. დოლარი

ფრანგული ჰიპერკარი აღჭურვილია W16 ძრავით (7.9 ლიტრი და 1200 ცხენის ძალა). მას 2.7 წამი სჭირდება საათში 100 კილომეტრის განვითარებისთვის, მაქსიმალური სიჩქარე კი 408 კმ/სთ-ს უდრის.

დღეისთვის, ყველაზე სწრაფი სერიული ავტომობილის ტიტულს ინარჩუნებს მისი “ძმა” - Bugatti Veyron Super Sport (2.4 მილიონი), რომლის სიჩქარეა 431 კმ/სთ.

2. W Motors Lykan Hypersport - 3,4 მლნ. დოლარი

2012 წელს, ლიბანში შეიქმნა კომპანია W Motors. არავის ეგონა, რომ სწორედ ის გამოუშვებდა მეორე ყველაზე ძვირ სერიულ სუპერკარს მსოფლიოში. Lykan Hypersport აღჭურვილია 6-ცილინდრიანი ტურბირებული ძრავით, რომლის მაქსიმალური სიჩქარეა 394 კმ/სთ და საათში 100 კილომეტრს 2.8 წამში ანვითარებს.

ავტომობილს აქვს დიოდური სანათები ალმაზის ზედაპირით, ოქროს ძაფებით შეკერილი ტყავის სავარძლები და ჰოლოგრაფიული ინტერფეისის დისპელი.

1. Lamborghini Veneno - 4 მლნ. დოლარი

თავისი 50-წლიანი იუბილესთვის “ლამბორგინი” გამოუშვებს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ავტომობილს - Lamborghini Veneno-ს. მისი დებიუტი ჟენევის 2013 წლის ავტოშოუზე შედგა. მანქანა აღჭურვილია 6.5-ლიტრიანი V12 ძრავით. სიმძლავრეა 750 ცხენის ძალა, მაქსიმალურ სიჩქარე 355 კმ/სთ, ხოლო ნულიდან საათში 100 კილომეტრს 2.8 წამი სჭირდება.

სერია სულ სამი ეკზემპლიარით შემოიფარგლება და სამივე უკვე გაყიდულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს