სუპერლიგის კვირის მოთამაშე და სიმბოლური ხუთეული
ვაგრძელებთ ბოლო წლებში დამკვიდრებულ ტრადიციას და სუპერლიგის ყოველი ტურის შემდეგ შემოგთავაზებთ კვირის მოთამაშის ინტერვიუსა და სიმბოლურ ხუთეულს. ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა ქუთაისში, სადაც "ენერჯიმ" "ქუთაისს" ბოლო წამებზე 77:72 მოუგო. შეხვედრაში გადამწყვეტი სამქულიანი გოგა ცეკვავამ შორი დისტანციიდან ჩააგდო, იგი შეხვედრის ბომბარდირიც გახდა (23 ქულა) და ტურის მოთამაშედაც ის დავასახელეთ.

თუმცა რუსთაველთა თავკაცმა მიხეილ ბერუაშვილმა გვითხრა, გუნდური თამაშის წყალობით მოვიგეთო:

- მართალია, საბოლოოდ ხუთქულიანი სხვაობა დაფიქსირდა, მაგრამ შეხვედრის ბედი უკანასკნელ წამებზე გადაწყდა. ბოლო წუთი რომ დაიწყო, ანგარიში თანაბარი იყო, საერთოდაც თამაში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. მეორე ტაიმში დაცვაში თამაშიც გამოვასწორეთ, ცოტა გაგვიმართლა კიდეც და გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა. გამართლებაში გოგა ცეკვავას მიერ ჩაგდებულ შორეულ სამქულიანს ვგულისხმობ, რომლის შემდეგაც სხვაობა 3 ქულამდე გაიზარდა, საფინალო სირენამდე კი 40 წამი რჩებოდა. საერთოდ კი, წარმატებაში ყველამ დიდი წვლილი შეიტანა. თუ ცეკვავას ყველაზე მეტი ქულა მოუგროვდა, წივწივაძემ პასები უხვად არიგა, ტუჯანმა არაერთი ბურთი მოხსნა, მესამე პერიოდის ბოლოს ახალწვეულმა ლამუმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ტყორცნა გამოიყენა. ძალიან დაგვეხმარნენ ახალგაზრდებიც...

ახლა ტურის MVP-ს, გოგა ცეკვავას მოვუსმინოთ:

- პირველივე ტურში რთული მატჩის ჩატარებამ მოგვიწია. ქუთაისელები მასპინძლები იყვნენ და თავისუფლადაც თამაშობდნენ. პირველ ტაიმში ცოტა გაგვიჭირდა, მეორე ნახევრიდან თამაში გავაუმჯობესეთ და მეტოქეს გავასწარით კიდეც. თუმცა სირენამდე 40 წამით ადრე ანგარიში თანაბარი იყო.

- სწორედ მაშინ ჩააგდე შორეული სამქულიანი...

- სამქულიანის რკალიდან დაახლოებით 1.5 მეტრით ვიყავი მოშორებული. ამ დისტანციიდან, როგორც წესი, არ ისვრიან. თუმცა შეტევისთვის განკუთვნილი 24 წამი იწურებოდა და ამიტომაც ვისროლე დაუფიქრებლად. ნაწილობრივ გამიმართლა კიდეც და ბურთი კალათში ჩაეშვა.

- რადგან სამქულიანზე ვლაპარაკობთ, აქვე გკითხავ: დაეტყო თუ არა სამქულიანი რკალის 0.5 მეტრით მომატება თქვენს თამაშს.

- თავიდან თითქოს გაგვიძნელდა, თუმცა ვარჯიშების შემდეგ ახალ დისტანციასაც მივეჩვიეთ და, ვფიქრობ, შედეგიანობაზე სამქულიანის რკალის გაზრდას გავლენა არ მოუხდენია. პირიქით, ქუთაისში ორივე გუნდს შორეული ტყორცნების მაღალი შედეგიანობა ჰქონდა.

- მწვრთნელმა მიხეილ ბერუაშვილმა აღნიშნა, გუნდური თამაშის წყალობით გავიმარჯვეთო.

- ასეც იყო. ძალიან კარგად ითამაშა ბექა წივწივაძემ, რომელმაც 16 ქულაც ჩააგდო და პასებიც ჩამოგვირიგა. მისი შედეგიანი გადაცემების წყალობით რამდენიმე სამქულიანი მეც ჩავაგდე. ტუჯანი ფარქვეშიდან ძალიან დაგვეხმარა, ლამუმაც მნიშვნელოვანი ქულები შეგვაშველა. ბოლო წამებზე ერთი სამქულიანი მაჭავარიანმა გამოიყენა. არ უნდა გამოგვრჩეს გამთამაშებლები, არწივიძე და აბაიშვილი.

- ოქტომბერში დუდუ დადიანის მემორიალი მოიგეთ, ახლა ძლიერი "ქუთაისი" დაამარცხეთ. როგორც ჩანს, კარგ ფორმაში ხართ.

- კარგად ვართ მომზადებულები, მაგრამ მეტი შეგვიძლია. გუნდში ორი ახალწვეულია, ერთმანეთს კარგად რომ შევეწყობით, გაცილებით უკეთ ვითამაშებთ.

სიმბოლური ნაკრებისთვის კანდიდატების შერჩევა ძალიან გაგვიჭირდა, ხუთეულს მიღმა რამდენიმე ისეთი კალათბურთელი აღმოჩნდა, რომლებიც მასში მოხვედრას იმსახურებდნენ. ქუთაისში "ენერჯი" ძირითადად სამი უკანახაზელით თამაშობდა: წივწივაძე და ცეკვავა ფლანგებზე ირჯებოდნენ, ბურთს არწივიძე ათამაშებდა. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, ჩვენს სიმბოლურში ცეკვავა და წივწივაძე მეორე-მესამე ნომრებად რომ გავამწესეთ.

მძიმე ფორვარდად გიორგი მარკოიშვილია, რომელმაც "სამედიცინოსთან" მესამე პერიოდის დასაწყისში სამი სამქულიანით შსს-ს 10-ქულიანი უპირატესობა 20-ქულიანად გარდასახა. თანაგუნდელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს სოხუმელმა ლაშა ფარღალავამა და დინამოელმა ირაკლი ალხანაიძემ.

სიმბოლური ხუთეული

#1 ლაშა ფარღალავა (სოხუმი)

38 წუთი, 23 ქულა, 6 მოხსნა, 7 პასი, 5 ჩაჭრა.

#2 ბექა წივწივაძე (ენერჯი)

35 წუთი, 16 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი, 4 ჩაჭრა.

#3 გოგა ცეკვავა (ენერჯი)

34 წუთი, 23 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი, 3 ჩაჭრა.

#4 გიორგი მარკოიშვილი (შსს)

22 წუთი, 19 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი.

#5 ირაკლი ალხანაიძე (დინამო)

24 წუთი, 16 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა.

მწვრთნელები: მიხეილ ბერუაშვილი (ენერჯი), დავით თორთლაძე (დინამო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ვინგსმა ფრთები თელავთან გაშალა | დებიუტანტმა პირველი გამარჯვება მოიპოვა
გურჯაანმა ვსა-ც დაამარცხა | თსუ-მ რუსთავში იმარჯვა და პირველობა გაიმყარა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა