26 ნოემბერს ოლეგ კარავაევის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ტარდება, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც გამოვა
26 ნოემბერს მინსკში მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიურ ჩემპიონ ოლეგ კარავაევის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ტარდება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.

გაისად, თებერვალში მინსკი ამ სტილის მოჭიდავეთა მსოფლიოს თასს უმასპინძლებს, სადაც ჩვენები ვერ მოხვდნენ, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო ექვსეულში ვერ შევიდნენ. ვინაიდან ის გუნდური შეჯიბრებაა, მასპინძლები ახლანდელ შეჯიბრებას სარეპეტეციოდ იყენებენ და ამასაც გუნდური პრინციპით ატარებენ. ცხადია, ამან გავლენა ჩვენი გუნდის შემადგენლობაზეც მოახდინა - აქ მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. თავისი კვალი ტრავმებმა თუ რიგმა ტაქტიკურმა მიზეზებმაც დაატყო და გუნდის თავკაც ბეგი დარჩიას მინსკში ეს ფალავნები მიჰყავს: ლაშა გოგიტაძე (55), რევაზ ლაშხი (60), ანტონ მამაგეიშვილი (66), გენადი გოგიშვილი (74), ვლადიმერ გეგეშიძე (84), სოსო ჯაბიძე (96), გურამ ფერსელიძე (120).

ჩვენი ნაკრებისთვის ეს პირველი მოსამზადებელი შეჯიბრებაა საგაისო სეზონისთვის, მაგრამ არა მთავარი. ამ გზაზე უმნიშვნელოვანესი მაინც საქართველოს ჩემპიონატია, რომელიც 22-24 დეკემბერს გაიმართება თბილისში. ამიტომ ახლა ყველას ყურადღებაზე მასზეა გადატანილი და დარჩიას რამდენიმე ლიდერი ამ მიზეზით დააკლდა - იმ ტურნირისთვის უკეთ მოსამზადებლად ეს შეჯიბრება გამოტოვეს. მაგალითად, შარშანდელი სეზონის ერთ-ერთ აღმოჩენას, ქუთაისელ გიორგი ცირეკიძეს (74) წონა აქვს დასაკლები და ამიტომ არ მიდის - ზედა წონაში ჭიდაობას აზრი არ აქვს, ახლა რომ დაიკლოს, ერთ თვეში იგივეს გაკეთება საქართველოს პირველობაზეც მოუწევს, ეს კი ორგანიზმისთვის გაუმართლებელი დატვირთვა იქნება. მწვრთნელს ტრავმების გამო დააკლდნენ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი მანუჩარ ცხადაია (60) და ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია (74), ხოლო ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი რამაზ ნოზაძე (96) გაციებული იყო და ვარჯიშს ახლახან შეუდგა.

მთლიანობაში, დარჩია მაინც ძველებს დაეყრდნო. მართალია, ამათში რამდენიმემ პირველად მხოლოდ შარშან იჭიდავა ეროვნულ ნაკრებში (გეგეშიძემ, ჯაბიძემ), მაგრამ გამოცდილება მაინც გააჩნიათ, დებიუტანტი კი არავინაა. არადა, ბოლო წლების წარუმატებლობის შემდეგ ახალი სახეების გამოჩენას ველოდით... მით უფრო, შარშან ახალგაზრდულ ნაკრებში რამდენიმე ფალავანმა კარგად იჭიდავა - ვალერი იმერლიშვილი (96) ევროპის ჩემპიონი გახდა, თორნიკე მახარაძემ (50) და საჩინო დავიათაიამ (66) ვერცხლი მოიპოვეს, არსენ კახაბრიშვილი (84) კი მსოფლიოზე გავიდა მესამეზე. თუმცა მედლები ერთია, და რამდენიმე მათგანის ჭიდაობა ნამდვილად დამაიმედებელი იყო. ეტყობა, ისინი ჯერ მაინც ვერ არიან იმ დონეზე, მწვრთნელმა ამხელა ტვირთი აჰკიდოს, მაგრამ წლეულს იმერლიშვილმა და კახაბრიშვილმა უფროსთა ტურნირებშიც კარგად იჭიდავეს - იმერლიშვილი გივი კარტოზიას სახელობის `ოქროს დიდი პრიზის~ ვიცე-ჩემპიონი გახდა (ფინალი უზბეკეთის სახელით მოჭიდავე ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ დავით სალდაძესთან წააგო), კახაბრიშვილმა კი სულაც უფროსთა მსოფლიოს ჩემპიონატზე იჭიდავა. იმედია, ახალი თაობა თავის სიტყვას ქვეყნის პირველობაზე იტყვის, თორემ ნაკრებში ახალი სისხლის აუცილებლობა აშკარაა. არ ვამბობთ, რომ ძველებმა თავი ამოწურეს და მეტი აღარ შეუძლიათ, მაგრამ ფაქტია - ბოლო ორი წელიწადია, არც ევროპაზე და არც მსოფლიოზე ჩემპიონი არ გვყავს. თუმცა, საუბედუროდ, ეს არა მხოლოდ ამ ნაკრების, არამედ `თავისუფალთა~ და ძიუდოისტთა გუნდების სენადაც იქცა. ამიტომ მხოლოდ ბერძენ-რომაელებს ვერ დავადანაშაულებთ.

საქართველოს ჩემპიონატი იქნება მთავარი შესარჩევი შეჯიბრება საგაისო სეზონისთვის, უფრო კონკრეტულად კი - ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც 29 მარტს გერმანულ დორტმუნდში დაიწყება და 3 აპრილს დამთავრდება. საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, წლეულს შედარებით ადრე ტარდება და ამიტომაც გადმოიწია საქართველოს ჩემპიონატმა, რომელიც წინა წლებში იანვარში იმართებოდა.

რაც შეეხება წარმოდგენილ კანდიდატურებს, საბედნიეროდ, ყველა ჯანმრთელადაა და სრული დატვირთვითაც ვარჯიშობენ. ერთადერთი, ფეხის მცირე ტრავმა მხოლოდ ჯაბიძეს აწუხებს, მაგრამ საშიში მდგომარეობა არაა - იქ წასვლამდე ყველაფერი გამოსწორდება. ნაკრები მინსკში 24 ნოემბერს გაფრინდება. ესაა კომერციული ტურნირი, სადაც გამარჯვებულის ჯილდო 60 ათასი დოლარია. სავარაუდოდ, ამან მონაწილეთა შემადგენლობაზეც უნდა იქონიოს გავლენა და ძლიერი შეჯიბრება უნდა გაიმართოს, რაც მონაწილეებს სასიკეთოდ წაადგებათ. ოფიციალურ საიტზე დასახელებულია - ბელარუსი, საქართველო, რუსეთი, უკრაინა, ლიტვა, ყაზახეთი, საფრანგეთი, პოლონეთი და აშშ, თუმცა ჩვენს ფედერაციაში ცოტა განსხვავებული სია იციან: ბელარუსი, საქართველო, რუსეთი, აშშ, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა და, სავარაუდოდ, საფრანგეთიც. ოფიციალური საიტის სია წინასწარ განაცხადებს ემყარება, რაც ხშირად იცვლება, ფედერაციის მონაცემები კი ბელარუს კოლეგებთან პირდაპირ კონტაქტებს ემყარება. ამიტომ ეს მეორე ვარიანტი უფრო სარწმუნო გვგონია, თუმცა კარავაევის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ნებისმიერ ვარიანტში რომ ძლიერი შეჯიბრება იქნება, ცხადია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა