გაჭვარტლულ მინაში ჭვრიტინი - ასეა ჩვენი საქმე; უყურებ ამ ნაკრებს, მის ძვირიან მწვრთნელებს და თავსა და ბოლოს ვერ გაუგებ
არის წიგნები, თავს არავის რომ არ წააკითხვინებს და ასეთია ზოგი საიდუმლოც - თავს არავის გაამხელინებს.

ზუსტად არ მახსოვს, ვინ გააკეთა ასეთი შედარება. არც ის მახსოვს ზუსტად, თემურ ქეცბაიას ხელში საქართველოს ნაკრებმა რამდენი მატჩი ითამაშა, რამდენი მოიგო, რამდენი ფრედ დაასრულა და რამდენი წააგო. ამ ყველაფრის დათვლა ძალიან ადვილია, ძნელი სულ სხვა რამეა - რა ექაჩებათ მწვრთნელებს საქართველოს ნაკრებში.

კლაუს ტოპმიოლერს ჩვენი ნაკრების მერე გუნდი არ გაუწვრთნია, თითქოს ბოლო მილიონები იშოვაო და თავი არხეინობისთვის გადაუდია.

ექტორ კუპერმა საქართველოს მერე სად აღარ სცადა ფეხის მოკიდება, მაგრამ მყარად ეს ვერსად მოახერხა.

საქართველოს ნაკრების ქართველი მწვრთნელებიდან კარგად ჯერ ვერავინ დაასრულა საქმიანობა ჩვენს ეროვნულ გუნდში. ბოთლების სროლა და ლანძღვა იყო დამშვიდობების ფორმა. ალენ ჟირესი კი მაშინ მოხსნეს, გუნდს ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების შანსი შერჩენილი რომ ჰქონდა.

მწვრთნელებისთვის ჩვენი ნაკრები თითქოს დანავსულია. ბოლო წლებში ამ გუნდის ჩაბარება იმად იყო მიმზიდველი, რომ გაჩნდა ფული, რომელსაც იხდიდნენ, თუმცა რაში, კაციშვილმა არ იცის.

გაჭვარტლულ მინაში ჭვრიტინი - ასეა ჩვენი საქმე; უყურებ ამ ნაკრებს, მის ძვირიან მწვრთნელებს და თავსა და ბოლოს ვერ გაუგებ.

თემურ ქეცბაია 45 წლის არის და სამწვრთნელო კარიერის დიდი ნაწილი ჯერაც გასავლელი აქვს. მისი გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები დიდი ანგარიშით აქამდე არ მარცხდებოდა და მის მომხრეებს ეს ფაქტი აქტივში შეჰქონდათ. დაცვა, არანაირი ავანტიურა - ასეთი გახდა ჩვენი ნაკრები ქეცბაიას ხელში და არც მანამდე ყოფილა დიდი ხვითო, თუმცა ჰქონდა რაღაც ელემენტები, რაც გენეტიკურად ახასიათებს ქართულ ფეხბურთს.

ირლანდიასთან საქართველოს ნაკრები ჯერ იღბალმა დააღალატა - გიორგი ლორია გააძევეს. ვინაიდან საქართველოს ნაკრები ამ მწვრთნელის ხელში ერთსა და იმავეს თამაშობს, წარმოუდგენელი იყო იმის ვარაუდი, რომ გუნდი გადაწყობას მოახერხებდა.

ივნისი ის დროა, როცა ქართველ ფეხბურთელებს ნაკრებში თამაში ეზარებათ - სეზონი დასრულდა, დასვენების და გართობის დრო დგება, თუმცა ნაკრებს თავისი კალენდარი აქვს და მაინც უნდა ითამაშო გუნდში, სადაც გამოძახებისთვის ფულს არ გიხდიან, პრემია არ არის და არც რამე ისეთი, თამაში რომ გაგიხარდეს - ირლანდიაში საქართველო ასეთ გუნდს ჰგავდა.

ლორიას გაძევების შემდეგ ქეცბაიამ ჯანო ანანიძე რომ შეცვალა, ფეხბურთელმა მოედანი ისე დატოვა, მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა - ასე ჩანდა ტელეეკრანიდან.

ჟურნალისტისთვის ადვილია იმ გუნდის კრიტიკა, რომელიც 0:4-ს წააგებს, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით - წარუმატებლობაზე ლაპარაკმა და წერამ გამოფიტვა იცის. ენერგიას წარმატებები, დადებითი მუხტი სჭირდება, უარყოფითისგან კი ისედაც ბევრჯერ დავიცალეთ.

5 ივნისს დანიასთან ითამაშებს ჩვენი ეროვნული გუნდი, იმედია უკეთ, ვიდრე ირლანდიასთან, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა ნაკლებად ექნება - ეს ნაკრები უპერსპექტივო გუნდს ჰგავს.

სუსტი გუნდის გაწვრთნა, ალბათ, ყველა მწვრთნელისთვის გამოწვევაა, მაგრამ როცა ხედავ, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოდის და არ გამოგდის, რაღაც გადაწყვეტილებაა მისაღები?!

ქეცბაია ჟინიანი მწვრთნელი ჩანს, რომელიც ადვილად არაფერს დათმობს. ოთხი წელი მუშაობს ჩვენი უპირველესი გუნდის მწვრთნელად და ამასაც შეძლება უნდა. ზოგი მალევე დანებდებოდა.

რა თქმა უნდა, ფული ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ქეცბაია ნაკრების მწვრთნელობამდეც წარმატებული ადამიანი იყო და არა მგონია, რომ მხოლოდ ფულის გამო მიათრევდეს ამ ტვირთს.

ამიტომაც ძალიან საინტერესოა, რა არის ქეცბაიას ხვაშიადი.

საქართველოს ნაკრების დაცვა იტყვის, რომ გუნდი ვერ უტევდა, კაცნაკლული დავრჩით, მთელი სიმძიმე დაცვას დააწვა და ამიტომაც გავტყდითო.

საქართველოს ნაკრების ნახევარდაცვა იტყვის, რომ ჩვენმა მცველებმა ბურთის ამოტანა არ იციან და ყველას გასაკეთებელს ჩვენ ვერ გავაკეთებდითო.

საქართველოს ნაკრების თავდასხმა ვერაფერს იტყვის, რადგან თავდასხმა არ გვყავს.

დარჩა მხოლოდ მისი ხვაშიადი...

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ირლანდია-საქართველო 4:0 - გუნდი, რომელსაც მომავალი არ აქვს [VIDEO]

თვალსაზრისი: კიდევ ერთხელ ტანკსა და სამშობლოზე

რამდენს იღებს თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებში?

თემურ ქეცბაია: ნაკრებიდან მაშინვე წავალ, როცა შანსი გაქრება!

თემურ ქეცბაია: ჯანო ანანიძე სამი წლის წინანდელ დონეზე დარჩა

მარადიული კითხვა - შედეგი თუ სანახაობა?

ქეცბაიას კამათი ჟურნალისტთან - ბევრჯერ მოგვიგია საფრანგეთთან? [VIDEO]

leo
ყაზაიშვილი შემოქმედი ფეხბუეტელია რაც საქარტველოს ნაკრებში და მის ცენტრში აუცილებლად დიდ საქმეს გააკეტებდა.მაგრამ დანახვა უნდა.დავიგალეტ ამდენი ტამაშის გამფუჭებელი ხალხის ყურებიტ
PARFIUMER
არავისგან არაფერი არ გვინდა, გვინდა რაც შეუძლიათ ის გააკეთონ... თუ არ შეუძლიათ თქვან და აღარ ვიყურებ მაინც... ქეცბაიასთან არაფერი არ მინდა მე პირადად, თვითონ რა უნდა ამ გუნდით გააკეთოს ეგ მაინტერესებს...
lasha
გავფარჩაკდებით მაგრად. ირლანდია ჟურნალია. კინოს დანია გვანახებს
elo
"მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს თუ ბუნებამც არ უშველა" რა გინდათ ამ ქეცბაიასაგან ...
eliso
რა მოხდა თქვე დალოცვილებო ამხანაგური მატჩი წააგეს კაცი ხომ არ მოუკლავთ ამ ბიჭებს მთავარია აწი იყოჩაღონ და გაგვახარონ ქეცბაია კი ღმერთი კი არ არის "სამჭკუაშვილი"-ა.ასე რომ ველოდებით დიდ წარმატებებს
Zaza
ჩვენდა სამწუხაროდ,ნებისმიერი ნაკრები გუნდის წარმატება ფეხბურთში,პირდაპირ და მთლიანად,100%-ით არის დაკავშირებული ამ ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობასთან.ისტორიულად ყოველთვის ასე იყო.სტატისტუკურად,ჯერ-ჯერობით ევროპაში(სადაც ჩვენ ვერ გავცდით შესარჩევ ციკლს) ჩამორჩენილ სახელმწიფოს ფეხბურთში რაიმე უმნიშვნელო წარმატებისთვისაც კი არ მიუღწევია.სამწუხაროდ,ფეხბურთში ასეა და ვერანაირი მწვრთნელი სასწაულს ვერ მოახდენს საქართველოს ნაკრებში.როგორ უნდა მოვუგოთ ირლანდიას,სადაც ყველა ფეხბურთელი ინგლისის პრემიერლიგაშია გაზრდილი (და ახლაც იქ თამაშობენ).ჩვენები კი ალბათ ევროპის ყველაზე მოსაწყენ და ზოზინა ჩემპიონატში,სადაც სეზონის დასაწყისშივე გადაწყვეტილია ჩემპიონის ვინაობა...
ომაზი
გაიხსენეთ რა ფეხბურთელები ყავდათ წინა–მორბედებს:ქინქლაძე,არველაძე,ცხადაძე,ჯა–მარაული,ნემსაძე,ქეცბაია,ჯანაშია,ცქიტიშვილი,კობიაშვილი და ა.შ. დამისახელეთ დრევანდელი გუნდიდან თუნდაც ერთი მაი–ნც მათნაირი, რა გინდათ ამ კაცისგან? გუ–ლი კი არ უნდა ატკინოთ
loki
ცვლილება და კაცობის სწავლა ფეხბურთელებს ჭირდებათ, კაცს საკუთარი ქვეყნის სახელის დაცვას ბ.ო.ზ.ე.ბ.შ.ი გულაობა არ უნდა გერჩიოს. ეს სირები ტყვიას შეაკვდებიან ნამუსიც კი არ აწუხებთ ისე გამოდიან მოედნიდან. ყველაზე არ ითქმის ეგ მაგრამ უმრავლესობა ეგრეა.
murtalo
მადლობა ღმერთს, რომ "ვიღაცამ" პირდაპირ დაწერა დროა ცვლილებები მოხდესო...ესეც დიდი ვაჟკაცობაა თქვე ვაიჟურნალისტებო!
giorgi
მწვრთნელებისთვის :))))))
GeoFan
ამდენი მწვრთნელების შეცვლას ერთხელ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და აღმასკომი რომ შევცვალოთ იქნებ ჯობდეს
ფფფფფფფფფფფფფფფფ
საჭიროა გამოსავლის პოვნა, გამოსავალი კი ვფიქრობ მტლიანად გუნდის და სამწვრთნელო შტაბის გადახალისებაშია. შეიძლება გუნდი აგებდეს მაგრამ ასე მთელი გუნდი საკუტარი ნახევრიდან არ გადადიოდეს ეს ხომ სიმახინჯეა. საბოლოოდ არც შედეგი გვაქვს და არც სანახაობა
levn
ბრავო კარგი სტატტიაა
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
ექტორ კუპერი: თუ უკმაყოფილოები არიან ჩემი მუშაობით, გადავდგები
ეგვიპტის ნაკრების მწვრთნელს ექტორ კუპერს გადააყენებენ
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
ალენ ჟირესმა მალის ნაკრები დატოვა
გიორგი ლომაია: ჩავთვალე, რომ კარიერის დასრულების დრო იყო
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
"როცა ეს დაადასტურეს, ჩემთვის ცა ჩამოინგრა... შემდეგ კი საქართველოს ნაკრები ჩავიბარე"
უელსს წაგება დაავიწყდა, ჩვენ მოგება... ანტირეკორდი არ უნდა გავიმეოროთ!
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
გოჩა ხოჯავა: დიდი ფეხბურთი მომენატრა და ძალიან მინდა, რომ დავბრუნდე
ლევან ყენია საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს შეხვდა [PHOTO]
დავით ხოჭოლავა და დონეცკის "შახტარი"? რეალურია!
[ოთხშაბათის საკითხავი] ბედთან მებრძოლი
[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] "მწვანე მთვარის" ფავორიტები
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კოსოვოს უთავკაცებს
თენგიზ კაცია: სისტემა მოიშალა, ესაა ჩვენი ფეხბურთის კრიზისის მიზეზი
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
ექტორ კუპერი: "რეალი" დაინტერესებულია სალაჰით
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
ალენ ჟირესი: "ოქროს ბურთი" მესის არ უნდა მოეგო
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
"ჯვაროსნების" ყოფილმა მწვრთნელმა ტუნისის ნაკრები ჩაიბარა
უზბეკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ექტორ კუპერი გახდება