ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ნუ გააბრაზებთ კროსბის

ნუ გააბრაზებთ კროსბის

ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი
"ბაფალო" "ნიუ ჯერსისთან" ერთად წლევანდელი რეგულარული ჩემპიონატის მთავარ იმედგაცრუებად რჩება. თუ "დევილზს" წარუმატებლობას ორბიექტური მიზეზები (ტრავმები) გააჩნია, "სეიბრზის" პრობლემებში გარკვევა გაცილებით რთული გახლავა. რაც მთავარია, ამ პრობლემების მოგვარებას ვერ ახერხებს მთავარი მწვრთნელი ლინდი რაფი, რომელმაც ბოლო ორ შეხვედრაში თადარიგში დატოვა კაპიტანი კრეიგ რივე. "ბოსტონის" წინააღმდეგ ამ ჰოკეისტმა ითამაშა, მაგრამ ახლა მწვრთნელმა მეკარესთან დაკავშირებით მიიღო მოულოდნელი გადაწყვეტილება. ჩვეულებრივ, რაიან მილერის ტრავმის დროს "სეიბრზის" კარში პატრიკ ლალიმი დგებოდა, გუშინ კი "ბაფალოს" კარის დაცვა იონას ენვორტს მიანდეს, რომელსაც NHL-ში ერთმატჩიანი გამოცდილება ჰქონდა.

შეხვედრა "ბოსტონის" ორი გაძევებით დაიწყო და მაგრამ "დათვებისთვის" ეს პრობლემა არ ყოფილა, პირიქით, სტუმრებმა ამ ყველაფრისგან მაქსიმალური სარგებელი ნახეს. "ბოსტონი" ლიგის საუკეთესო გუნდია რიცხობრივ უმცირესობაში თამაშის მხრივ. ამჯერადაც კარგად დაიცვეს თავი და ორჯერ კონტრშეტევაზე გაქცევაც შეძლეს - მარჩანდმა და ბერჟერონმა თითო გოლი გაიფორმეს რიცხობრივი უმცირესობისას. პერიოდის ბოლოს კი მასპინძლებმა მეკარის საჯარიმოში უელერი ვერ დაიჭირეს და ანგარიში 3:0 გახდა. მეორე პერიოდში კარში უკვე ლალიმი ჩადგა და ძალიან მალე გაუშვა იოლი გოლი რაიდერისგან.

ოთხშაიბიანი უპირატესობის მიღების შემდეგ "ბოსტონმა" დაცვიდან თამაში დაიწყო და "ბაფალო" მეტოქის ზონაში დამკვიდრდა. "დათვების" მეკარე ტიმ ტომასი დამაჯერებლად მოქმედებდა, მაგრამ სტეფორდმა რიცხობრივი უპირატესობისას მაინც გაიტანა ერთი შაიბა. ბოლო პერიოდში მასპინძლები ბევრს ეცადნენ სიტუაციის გამოსწორებას, მაგრამ ერთ გოლს დასჯერდნენ, ხოლო როცა მატჩის ბოლოს მეკარე შეცვალეს, ლუჩიჩმა შეხვედრას საბოლოო წერტილი დაუსვა. ტომასს ფანტასტიკური შედეგი აქვს - ამ მეკარემ მეშვიდე მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეშვიდე გამარჯვებას მიაღწია.

უცნაური მატჩი გაიმართა ვაშინგტონში, სადაც სტუმრად "ტორონტო" ჩავიდა. კანადელთა ბოლოდროინდელ პრობლემებს კაპიტნის - დიონ ფანოფის ტრავმა დაემატა. ეს მცველი სამი თვე ვერ შეძლებს თამაშს. მაგრამ მის არყოფნაში "მეიპლ ლივზმა" ხასიათის სიმტკიცე გამოვლინა და 1:3-დან წინ გასვლა მოახერხა - 4:3. "კეპიტალზი" რუსებმა გადაარჩინეს - ალექსანდრ სიომინმა ოვერტაიმში გადაიყვანა შეხვედრა, ბულიტების სერიაში კი გადამწყვეტი გოლი ოვეჩკინმა გაიტანა.

საკმაოდ მძლავრად გამოიყურება "კაროლინა", რომელიც პლეი ოფის ზონასთან ახლოს იმყოფება. ამჯერად "ჰარიკეინზმა" "აილენდერსი" გაანადგურა, რომელიც პროგნოზისამებრ ცხრილის ქვედა ნაწილში ეშვება. საინტერესო იყო ჯონ მაცუმოტოს დუბლი - ეს ჰოკეისტი მხოლოდ მეორე შეხვედრას ატარებდა ლიგაში.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ "ატლანტას" მოგება "ფლორიდასთან" - 4:3. კვლავ გამოჩინა თავი შეტევაში დასტინ ბიფულინმა, რომელმაც გოლი და ერთი შედეგიანი პასი ჩაიწერა აქტივში. "პანტერებმა" 55 (!) ზუსტი დარტყმა შეასრულეს მეისონის კარში და მიუხედავად იმისა, რომ "ატლანტას" მეკარემ სამი შაიბა გაუშვა, მატჩის გმირად სწორედ ის უნდა მოვნათლოთ.

მოულოდნელი გამარჯვებები მოიპოვეს "დალასმა" და "ნიუ ჯერსიმ". "ვარკვლავებმა" 5:2 მოუგეს "პიტსბურგს", "ეშმაკებმა" კი სტენლის თასის მფლობელი "ჩიკაგო" დაამარცხეს - 5:3. სეზონში პირველი მარცხი იწვნია "პინგვინების" მეკარე ბრენტ ჯონსონმა, რომელსაც მანამდე ხუთი მატჩი ჰქონდა მოგებული. "დალასმა" პლეი ოფის ზონაში შეაბიჯა, "ნიუ ჯერსი" კი, როგორც იქნა, დაშორდა კონფერენციის ბოლო ადგილს

"პიტსბურგისა" და "დალასის" შეხვედრა ოთხი ხელჩართული ჩხუბითაც იყო გარჩეული. ცალკე უნდა გამოიყოს ბრძოლა "პინგვინების" ლიდერ სიდნი კროსბისა და მეტ ნისკანენს შორის, რომელშიც გამარჯვება "პიტსბურგის" კაპიტანმა მოიპოვა.

"დეტროიტმა" მოდანოსა და აბდელკადერის გოლების წყალობით 2:1 მოუგო "კალგარის" და ეს გუნდი პლეი ოფის ზონაში არ შეუშვა, თავად "რედ უინგზმა" კი ისარგებლა "ჩიკაგოს" მარცხით, თავის დივიზიონში დაწინაურდა და დასავლეთის პირველ სამეულში შევიდა. რთული ორი ქულა მოიპოვა "ფინიქსმა", რომელიც თანდათან ამოდის ცხრილის ქვედა ნაწილიდან. "კოიოტებმა" "ნეშვილი" 4:3 დაამარცხეს და ამ შედეგს ძირითადად ედ ჟოვანოვსკის ჰეთ-თრიკის დახმარებით მიაღწიეს. სხვათა შორის, ეს პირველი ჰეთ-თრიკი იყო მცველებისთვის ამ სეზონში.

რაც შეეხება დღის ბოლო შეხვედრას, იქაც ოვერტაიმის თამაში გახდა საჭირო, არადა, "ანაჰაიმმა" ძალიან ძლიერად დაიწყო "ტამპა ბეისთან" მატჩი - მეტოქეს პირველ პერიოდში მხოლოდ ორჯერ დაარტყმევინა კარში, ხოლო ტეემუ სელიანემ სწრაფი გოლი გაიტანა. თუმცა "ლაითნინგმა" მეორე ტაიმში დაალაგა თამაში და ანგარიშიც გაათანაბრა. მესამე 20-წუთეულში გუნდებმა შაიბები გაცვალეს. თავიდან სტუმრები გავიდნენ წინ, მაგრამ ხუთი წუთით ადრე კაილ პალმიერიმ გაათანაბრა ანგარიში. ეს ახალგაზრდა ამერიკელი პირველ შეხვედრას თამაშობდა ლიგაში. ოვერტაიმში კი "იხვებს" გამარჯვება რაიან გეტცლაფმა მოუტანა, რომელმაც იმავე სელიანეს ბრწყინვალე გადაცემა გამოიყენა. ასაკის მიუხედავად, ფინელი ყველაზე აქტიური იყო ყინულზე.

ბაფალო-ბოსტონი 2:5

0:3, 1:1, 1:1

გოლები: 0:1 მარჩანდი-1, 0:2 პ. ბერჟერონი-2 (მარჩანდი-2, გ. კემპბელი-2), 0:3 ველერი-1 (რაიდერი-4, ხარა-3), 0:4 რაიდერი-3, 1:4 სტეფორდი-4 (ტიმ კონოლი-4, პომინვილი-1), 2:4 სეკერა-1, 2:5 ლუჩიჩი-5 (კრეისი-8, ჰორტონი-5).

კაროლინა-აილენდერსი 7:2

3:0, 2:0, 2:2

გოლები: 1:0 კორვო-2 (სკინერი-6, ლაროუზი-3), 2:0 მაცუმოტო-1 (სამსონოვი-1, კოსტოპულოსი-2), 3:0 ე. სტაალი-4 (სამსონოვი-2, კოსტოპულოსი-3), 4:0 ბ. სუტერი-3, 5:0 ტლუსტი-1 (ჰარისონი-1, ბაბჩუკი-4), 5:1 გრაბნერი-3 (უეიტი-7, ჟერვე-1), 6:1 სკინერი-4 (ე. სტაალი-5, ლაროუზი-4), 6:2 პარენტო-3 (კომო-6, შრემპი-1), 7:2 მაცუმოტო-2 (სამსონოვი-3).

ვაშინგტონი-ტორონტო 5:4 (ბ)

0:1, 3:0, 1:3, 0:0

გოლები: 0:1 კულემინი-3 (გრაბოვსკი-6, გუნარსონი-1), 1:1 მ. გრინი-2 (სიომინი-6, ოვეჩკინი-7), 2:1 ჩიმერა-3 (გორდონი-2, ბრედლი-1), 3:1 ფლიშმანი-4 (ჯ. კარლსონი-6, ლეიჩი-4), 3:2 მ. ბრაუნი-1 (ტ. კაბერლე-5, ჯ. მიტჩელი-1), 3:3 ვერსტეეგი-2 (კომისარეკი-4), 3:4 ბოჟაკი-2 (ტ. კაბერლე-6, ვერსტეეგი-3), 4:4 სიომინი-7 (ლეიჩი-5, ოვეჩკინი-8).

ბულიტები: ოვეჩკინი (ვაშინგტონი).

ფლორიდა-ატლანტა 3:4

1:1, 1:1, 1:2

გოლები: 1:0 გარისონი-1 (ვივერი-2, სტილმანი-4), 1:1 მოდინი-2 (ბიფულინი-7), 1:2 მოდინი-3 (ბულტონი-1), 2:2 რინპრეხტი-2 (მაკეიბი-7, ოლეში-4), 3:2 ალენი-1 (ფროლიკი-3, ვიდემანი-4), 3:3 ბიფულინი-5 (სლეიტერი-1), 3:4 ბერგფორსი-4 (პევერლი-8, ბოგოსიანი-1).

ჩიკაგო-ნიუ ჯერსი 3:5

0:1, 1:1, 2:3

გოლები: 0:1 არნოტი-4 (ელიაში-4), 0:2 ზაიაცი-2 (კოვალჩუკი-4, ლანგენბრუნერი-5), 1:2 ბ. კემპბელი-1 (სტალბერგი-2, სიბრუკი-5), 2:2 პიზანი-1 (სტალბერგი-3, სიბრუკი-6), 2:3 მილზი-1 (ლანგენბრუნერი-6, კოვალჩუკი-5), 2:4 ლანგენბრუნერი-2 (ელიაში-5, ზაიაცი-4), 3:4 სტალბერგი-4 (სკილი-3, ბოინტონი-3), 3:5 ე. გრინი-2.

დალასი-პიტსბურგი 5:2

2:0, 2:1, 1:1

გოლები: 1:0 რობიდასი-2 (მოროუ-2, ბენი-5), 2:0 ბ. რიჩარდსი-4 (ჯ. ნილი-5, ლ. ერიქსონი-5), 2:1 ტაილერ კენედი-3 (ტელბოტი-1), 3:1 ოტი-3 (რობიდასი-4, რიბეირო-10), 4:1 ლ. ერიქსონი-6 (ბულიტი), 5:1 ლ. ერიქსონი-7, 5:2 კუკი-3 (ზ. მიხალეკი-2).

კალგარი-დეტროიტი 1:2

1:0, 0:2, 0:0

გოლები: 1:0 ჯორდანო-1 (იგინლა-6, ტანგეი-5), 1:1 მოდანო-2 (კლირი-3, ბ. სტიუარტი-5), 1:2 აბდელკადერი-1 (დაციუკი-6, ლიდსტრიომი-11).

ანაჰაიმი-ტამპა ბეი 3:2 (ო)

1:0, 0:1, 1:1, 1:0

გოლები: 1:0 სელიანე-6 (პერი-8, ვიშნოვსკი-8), 1:1 ბ. ჯონსი-1 (მელოუნი-6, პურსელი-6), 1:2 სტემკოსი-10 (სენტ ლუისი-8, ლეკავალიე-3), 2:2 პალმიერი-1 (რაიანი-6, ვიშნოვსკი-9), 3:2 გეტცლაფი-5 (სელიანე-8, ლიდმანი-3).

ფინიქსი-ნეშვილი 4:3

1:2, 1:1, 2:0

გოლები: 1:0 ჟოვანოვსკი-1 (ვრბატა-1, ჰანჟალი-1), 1:1 ბუიონი-1 (ტუტუ-4, გოკი-2), 1:2 ს. კოსტიცინი-2 (ტუტუ-5, კლეინი-2), 2:2 ჟოვანოვსკი-2 (ჰანჟალი-2), 2:3 ჰორნკვისტი-4 (კ. უილსონი-4, კ. ო'რაილი-7), 3:3 სტემპნიაკი-4 (ვოლსკი-5, ეკმან-ლარსონი-2), 4:3 ჟოვანოვსკი-3 (რეი უიტნი-4, იენდლი-3).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა

მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]

საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა

საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა

მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა

2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა

მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა

საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს

ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა

ცნობილი კამერუნელი გოლეადორი კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში განაგრძობს

[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე

"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას

ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს

"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა

გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა

ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს

მამარდაშვილი "აინტრახტთან" სასტარტოშია, ქოჩორაშვილი "მარსელთან" სათადარიგოა

თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა

ვარსკვლავური ფინალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ძიუდოში საქართველოს მასტერსი გაიმართა

[PHOTO] "სიტისთან" მატჩამდე მიქაუტაძე ძველ მეგობარს შეხვდა

კატასტროფულმა ზაბარნიმ უნიკალური ანტირეკორდი გაიმეორა