შარაპოვა, როგორც პატარძალს შეჰფერის, ქორწილის მოლოდინში მეცხრე ცაზეა
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი მარია შარაპოვა, როგორც ბედნიერ პატარძალს შეჰფერის, მეცხრე ცაზეა სლოვენიელ კალათბურთელთან, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მცველ საშა ვუიაჩიჩთან ქორწილის მოლოდინში.

იუველირული ნაწარმის ცნობილმა ექსპერტმა მაიკლ ო'კონორმა აღიარა, რომ ნიშნობის ბეჭედი, რომელიც საშამ ამ ცოტა ხნის წინ მარიას მიართვა, დაახლოებით 250 ათასი დოლარი ღირს. ბეჭედს 8-კარატიანი ბრილიანტი ამშვენებს.

"საშამ ძალიან გამაოცა. თავს ბედნიერ და ცოტათი განებივრებულ გოგონად ვგრძნობ. მაგრამ ის საღამო, რომლის დროსაც საშამ ხელი მთხოვა, დაუვიწყარი იქნება ჩემთვის. მაშინ მსოფლიოში უბედნიერესი ადამიანი ვიყავი", - ამბობს შარაპოვა US Magazine-თვის მიცემულ ინტერვიუში.

მარიამ აღნიშნა, რომ კალათბურთელმა თავად აარჩია ბეჭედი: "ჩემს საქმროს შესანიშნავი გემოვნება აქვს და ყველაფერს მოხდენილად აკეთებს".

"დიდი სლემის" ტურნირების სამგზის ჩემპიონის თქმით, მათ ჯერ ვერ განსაზღვრეს ქორწილის თარიღი.

"ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვჩქარობთ. დღეისთვის იმითაც კმაყოფილი ვართ, რომ დავინიშნეთ და მშვიდად ვაგრძელებთ ჩვენს საქმიანობს. ორივენი დამოუკიდებელი ადამიანები ვართ, თანაც ჩვენი პროფესია ბოლომდე თავდადებასა და ძალების დახარჯვას მოითხოვს, ბევრი მოგზაურობაც გვიწევს. ამასთან დაკავშირებით ბევრი სირთულე წარმოიშვება, მაგრამ საშა თავიდანვე გაგებით მოეკიდა ჩემს კარიერას და აქედან გამომდინარე პრობლემებს. ამ მხრივ გართულება არ იქნება", - განაცხადა რუსმა ჩოგბურთელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა